Tuesday, December 10, 2019

ამოცანები გენეტიკაში #2 - დიჰიბრიდული შეჯვარება


1.    ღია კანის ფერის მქონე  ცისფერთვალა მამაკაცი, რომელსაც ყავდა თაფლისფერთვალება მშობლები  დაქორწინდა მუქი კანის ფერის მქონე, თაფლისფერთალება ქალზე. ამ ქალის მამა ღია ფერის კანის ფერის მქონე და ცისფერთვალება იყო, დედა კი თაფლისფერთვალება. როგორი შედეგია მოსალოდნელი ქორწინებიდან, თუ ცნობილია, რომ თაფლისფერი თვალების გენი დომინირებს ციფერი თვალის გენზე და მუქი კანის ფერი - ღია კანის ფერზე?

2.      საზამთროს ნაყოფის ქერქი შეიძლება იყოს ზოლებიანი ან მწვანედ შეფერილი, შიგთავსი წითელი ან ყვითელი. ჰომოზიგოტური ზოლიანი წითელგულიანი ნაყოფებისმქონე მცენარის მწვანე, ყვითელგულიანთან შეჯვარებით მიღებულ შთამომავლობას ზოლიანი, წითელგულიანი ნაყოფები აქვთ; როგორი შთამომავლობა მიიღება F2-ში? დაწერეთ დათიშვის ფორმულა.

3.      ზღვის გოჭებში შავ შეფერილობას განსაზღვრავს დომინანტური(A) გენი, ყავისფერს -(a); ხვეულ ბალანს -B,  სწორ ბალანს - b; როგორი შთამომავლობა მიიღება F1 და F2-ში ჰომოზიგოტური ყავისფერ და ხვეულბალნიანი ცხოველის შავ და სწორბალნიანთან შეჯვარებით? დაწერეთ დათიშვის ფორმულა.

4.      ხორბალში უფხოობა (A) დომინირებს (a) , თავთავის წითელი შეფერილობა (B)- თეთრ შეფერილობაზე (b); განსაზღვრეთ ჰიბრიდული თავთავების ფენოტიპები და მათი თანაფარდობა შემდეგი შეჯვარების დროს:
ა) AaBb X aabb          ბ) AaBB X AaBb;

5.      შავთმიანი ყავისფერთვალებიანი მამაკაცი დაქორწინდა ცისფერთვალებიან წითურ ქალზე. ეყოლათ ცისფერთვალებიანი, წითური შვილი. როგორი შვილები შეიძლება ეყოლოთ და რა ალბათობით მომავალში ამ ცოლ-ქმრულ წყვილს? ცნობილია რომ შავთმიანობა და ყავისფერი თვალის განსაზღვრელი გენები დომინანტური ნიშნებია.

Sunday, December 8, 2019

VII კლასის ტესტი . ყვავილოვან მცენარეთა აგებულება გვ.95

https://learningapps.org/display?v=pwzxgbgq219

ამოცანები გენეტიკაში #1


1        გენეტიკური ამოცანები

)1)   კატის შავი შეფერილობის გენი (A) არასრულად დომინირებს წითური (a) ფერის განმსაზღვრელ გენზე.  შუალედური ფორმა (Aa) ჭრელია. შესაძლოა თუ არა, ჭრელი და წითური კატების შეჯვარების შედეგად გაჩდნენ ჭრელი კატები? დაწერეტ ყველა შესაძლო ვარიანტები.
2)      ყავისფერი გრძელკუდიანი და ყავისფერი მოკლეკუდიანი კატების შეჯვარებით   გაჩდნენ თეთრი მოკლეკუდიანი კატებიც:
ა) დაადგინე მშობლების გენოტიპები
ბ) დაადგინე თეთრი მოკლეკუდიანი კნუტების გენოტიპები
გ) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ თეთრი მოკლეკუდიანი კნუტები?
დ) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ ყავისფერ მოკლეკუდიანი კნუტები?
ე) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ ყავისფერი გრძელკუდიანი კნუტები?
3)      წითელი (A) მრგვალნაყოფიანი (B) პომიდვრის შეჯვარებით ყვითელ  (a) მსხლისებრნაყოფიან (b) პომიდორთან, თანაბარი რაოდენობით მიიღეს როგორც წითელი მრგვალი, წითელი მსხლისებრი ყვითელი მრგვალი და ყვითელი მსხლისებრი ჰიბრიდები განსაზღვრეთ:
ა) მშობლების გენოტიპები
ბ) ჰიბრიდების გენოტიპები და ფენოტიპები
4)      ერთ-ერთი ძაღლის სიყრუეს განსაზღვრავს რეცესიული (a) გენი, ხოლო ნორმალურ სმენას -(A) გენი. შეაჯვარეს ჰომოზიგოტი ნორმალური სმენის და ჰეტეროზიგოტური ძაღლები. განსაღვრეთ ჰიბრიდთა გენოტიპები.
5)      ბარდაში თესლის ყვითელი შეფერილობა(A) დომინირებს მწვანეზე(a), ხოლო გლუვი ფორმა(B)_ დანაოჭებულზე. ყვითელი გლუვთესლიანი და მწვანე დანაოჭებულთესლიანიბარდის შეჯვარების შედეგად შთამომავლობაში მოხდა დათიშვა: 50% ყვითელი გლუვთესლიანი და 50% ყვითელი დანაოჭებულთესლიანი. განსაზღვრეთ მშობლიური ბარდების გენოტიპები.

Wednesday, June 12, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - მშობელთა ჩართულობა საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით;

ეკა ჯვარშეიშვილის კვლევა
https://drive.google.com/file/d/1Dq6qvTkeD_b0DfZ37YCn-hhWCV-yKQsp/view

სამოდელო გაკვეთილი - პრობლემაზე ორიენტირებული . თემა: ნარკოტიკული საშუალებები X კლასი


                                             სამოდელო  გაკვეთილის  გეგმა
მასწავლებელი
ეკატერინა ჯვარშეიშვილი
საგანი 
ბიოლოგია

სამოდელო გაკვეთილის ტიპი


პრობლემაზე  ორიენტირებული
თარიღი
 2019 წ.
თემა
ნერვული სისტემა

საკითხი
გამოსაკითხი მასალა :  თავის ტვინი. აგებულება და ფუნქციები.
ასახსნელი მასალა :  ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები სტიმულატორები, დეპრესანტები,
 ნარკოტიკები, ჰალუცინოგენები
გაკვეთილის განხორციელებისათვის საჭირო  დრო
   45      წუთი     
სწავლების   საფეხური ,   კლასი
საშუალო;        X-   კლასი
მოსწავლეთა პროფილი    
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში  -  25                     სსსმ მოსწავლე : 0
კლასის  ორგანიზების  ფორმა
საერთო-საკლასო ,   ჯგუფური  და   ინდივიდუალური


გაკვეთილის  სასწავლო  მიზანი :
ცოდნა,  უნარები,  დამოკიდებულებები

შეისწავლონ - ნერვულ სისტემაზე  უარყოფითად მოქმედი ფსიქოაქტიური ნივთიერებების
თვისებები. მოახდინონ სახელმძღვანელოში და პედაგოგის მიერ მიწოდებულ მასალაში
მოცემული ინფორმაციის არგუმენტირებული მსჯელობით გადმოცემა და გაზიარება;
გაანალიზონ - პათოლოგიური დამოკიდებულების არსი;
გააცნობიერონ - რას ნიშნავს იყო დამოკიდებული; რა მახასიათებლები აქვს დამოკიდებულებას;
მოახდინონ -  პრობლემის იდენტიციფირება, მიზეზების დასახელება და პრობლემის გადაჭრის
გზის დასახვა.
შეაფასონ - ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედი ნივთიერებების შედეგები და პრობლემები



ცოდნა : ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები - მოსწავლეები შეისწავლიან როგორ
მოქმედებს ფსიქოაქტიური ნივთიერებები ადამიანში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებზე.
უნარები : კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა -
მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება; პრობლემის        
გადაჭრაზე ფიქრისას მოსწავლე კრიტიკულად აფასებს, რა იცის, რა უნარ-ჩვევები აქვს
და რა სჭირდება  პრობლემის გადასაჭრელად. ამყარებს მიმართებას რამდენიმე
ცნებას შორის  და გამოაქვს დასკვნა.
შემოქმედებით აზროვნება -  პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის დროს მოსწავლეს შეიძლება
მოუხდეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა; რამდენიმე პასუხის პოვნა
და ახალი  გზის ძიება .
დამოკიდებულება :   პრობლემაზე ორიენტირებული სწავლები მოსწავლეებმა დანახო               
 საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას.
პრობლემა საჭიროებს ძიებას,ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას.
ეს კი ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, მუშაობს
რეალური პრობლემის გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო ხდება.
რაც  ზრდის მათ პასუხისმგებლობას    სწავლისადმი.






ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი

     წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით :
მეცნიერული კვლევა -ძიება
კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  ·  აყალიბებს კვლევის მიზანს;
  · გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას/ვარაუდს;
  · განსაზღვრავს მონაცემების მოპოვების ფორმებს
     
ცოცხალი სამყარო
  ბიოლ.X.10. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკოორდინირებელი სისტემების
  მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  · საუბრობს ნერვული სისტემისთვის ზოგიერთი ნივთიერებების დამაზიანებელ ეფექტზე;
   ბიოლ. X.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.





საჭირო  წინარე  ცოდნა  და  უნარ-ჩვევები
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან: 
პრობლემის იდენტიფიცირება და პრობლემის გამომწვევი მიზეზისა და შედეგის
განსხვავება ერთმანეთისგან
შესწავლილი   აქვთ ნერვული და ენდოკრინული სისტემა, იციან ხერხემლიანი ცხოველების თავის
ტვინის აგებულება, მისი განყოფილებები და ფუნქცია; მსჯელობენ მეხსიერებაზე მოქმედ  ფაქტორებზე, რეფლექსსა და რეფლექსურ რკალზე.
მოსწავლეები ფლობენ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენების
ტექნიკას.
                                                
გაკვეთილის  მნიშვნელობა  /  აქტუალობა
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ თუ რა სავალალო
შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებამ. ამ გაკვეთილით
გააკეთებენ ანალიზს, მოიძიებენ ალტერნატიულ გზებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას და
გაუზიარებენ სხვებს. 

  სასწავლო  მასალა  და         რესურსები
სახელმძღვანელო; ილუსტრაციები; ისტ - ი; საინფორმაციო ტექსტი მასალის შესახებ;
დაფა ; ცარცი ; რვეული ; თაბახის ფურცლები ; შეფასების რუბრიკები, მასწავლებლის
მიერ შექმნილი რესურსი ; ბეჭდური მასალა. თემატური ლიტერატურა,სამუშაო ფურცლები; მარკერები;
პროექტორი, ეკრანი,PowerPoint-ის პროგრამაში მომზადებული საპრეზენტაციო მასალა. გასასვლელი
ბილეთები.
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
ინდივიდუალურად და ჯგუფური მუშაობის განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება ;
სიტყვიერი კომენტარი.

მოსალოდნელი საფრთხეები მათი გადაჭრის გზები

  • მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ გაიგონ  ბიოლოგიური ტერმინოლოგია  - განმარტების მიწოდება; 
  • ისტ - ის ხელმიუწვდომლობა /გაუმართაობა -  თვალსაჩინოების ტაბულები /პლაკატების
გამოყენება;

გაკვეთილის  მსვლელობა
I   შესავალი   
გამოწვევის  ფაზა

  აქტივობა     #  1                          ორგანიზაციული  მხარე  და  მიზნის გაცნობა              /  2  წთ   /
ლასის  ორგანიზების  ფორმა :    საერთო-საკლასო
აქტივობის მიზანი :   მოსწავლეთა სწრებადობის შემოწმება, საგაკვეთილო პროცესისათვის მომზადება .  გაკვეთილის მიზნისა და
შეფასების კრიტერიუმების  გაცნობა.
აქტივობის აღწერა : ესალმები მოსწავლეებს, საკლასო ჟურნალში ვაფიქსირებ თარიღს და „ არ “- ებს  საჭიროების შემთხვევაში.
მოსწავლეებს ვაცნობ  გაკვეთილის თემას და  მოკლევადიან მიზანს  ვაკავშირებ გრძელვადიან მიზნებთან. ვესაუბრები გაკვეთილის ტიპის
შესახებ. მიზანს ვაკრავ თვალსაჩინო ადგილას. ვახსენებ მათთვის ცნობილ შეფასების რუბრიკებს და ქცევის წესებს,  როგორც  საერთო  
საკლასო, ისე ჯგუფური მუშაობისათვის, რომელთაც ვურიგებ სამუშაო მაგიდაზე.


აქტივობა     #  2      გამოწვევა                წინარე   ცოდნის   განმტკიცება   და   შემოწმება                 /  8  წთ   /    

კლასის  ორგანიზების  ფორმა :  საერთო  საკლასო ;  ინდივიდუალური
მიზანიმასწავლებელი  შეახსენებს მოსწავლეებს წინარე ცოდნას და შეამოწმებს მათ მზაობას გაკვეთილისთვის;
აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს თემაზე : ნერვული სისტემა . 
მოსწავლეები პასუხობენ;  საუბრობენ ნერვული სისტემის მოქმედების თავისებურებებზე;  განასხვავებს ნერვული სისტემის ტიპებს.
მასწავლებელი ახსენებს ადამიანის  თავის ტვინის აგებულებას  და ფუნქციებს.
1.      რა არის ნერვული სისტემა და რა ფუნქცია აკისრია მას ადამიანის ორგანიზმში?
2.      რა ქმნის ნერვულ სისტემას?
3.      რისგან შესდგება ნერვული ქსოვილი? როგორი აგებულება აქვს ნეირონს?
4.      რა არის რეცეპტორი? და რა ასრულებს რეცეპტორის ფუნქციას?
5.      როგორ ახერხებენ ნეირონები ფუნქციის შესრულებას? რა არის ნატრიუმ/კალიუმის ტუმბო?
6.      რამდენი ნაწილისგან შესდგება ნერვული სისტემა?
7.      დაასახელეთ თავის ტვინის განყოფილებები.
8.      დაასახელეთ ჰემისფეროს წილების ფუნქციები.
9.      ტვინის რა ნაწილს მოიცავს ღერო და რა არის მისი ფუნქცია?
10.  რა ფუნქცია აკისრია ნათხემს?
11.  რა არის ზურგის ტვინის ფუნქცია?
12.  რა არის რეფლექსი? რეფლექსური რკალი?


II     ძირითადი   ნაწილი
 სიღრმისეული  წვდომის  ფაზა
აქტივობა     #    3               ახალი   ინფორმაციის   წარდგენა                        მინი - ლექცია                                               /  8 წთ  /
კლასის  ორგანიზების  ფორმა :    საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი  :  პრობლემის  გააზრება      
მეთოდი :  მინი- ლექცია.
მიზანი : ინფორმაციის მიწოდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ.
აღწერა:  პროექტორის გამოყენებით მოსწავლეებს ვუხსნი ახალ მასალას.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და უხსნის თუ როგორი დამოკიდებულება
არსებობს სხვადასხვა ნითიერებების მიმართ. საუბრობს  ფიზიკური  და  ფსიქოლოგიური  დამოკიდებულების  შესახებ.
მოჰყავს  შესაბამისი  მაგალითები.( შესაბამისი  მასალების  გაშუქებას  ახდენს  პროექტორის  საშუალებით) ახალი მასალის მასალის
გაცნობის მიზნით.
 პრობლემის გააზრების მიზნით  ვსვამ კითხვებს : რა პრობლემას ხედავთ ? რისი საშუალებით და სად გადადის
შხამიანი ნივთიერებები ? მოსწავლეები ერთვებიან და პასუხობენ კითხვებს.  მინი ლექციისა და საპრეზენტაციო მასალით,
ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსით მომზადებული სლაიდებით   Power Point - ის პროგრამის, გამოყენებით მოსწავლეები მიმყავს
 ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული პრობლემის გააზრებისა და ანალიზისაკენ.

აქტივობა     #   4                   ტექსტზე  მუშაობა, მოსაზრებების შეჯერება , ვარაუდების გამოთქმა , პრეზენტაცია                            / 20 წთ  /
კლასის  ორგანიზების  ფორმა :  ჯგუფური                                                                                                                                         /10 წთ+4 x2,5წთ/
აქტივობის მიზანი: ფსიქოტროფული ნივთიერებების დახასიათება, ადამიანის ორგანიზმზე მათი მოქმედების დადგენა, პრობლემის
იდენტიფიცირება, მიზეზებისა და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.
მეთოდი :  პრეზენტაცია   -  იფიქრე, განჭვრიტე , წაიკითხე და დაუკავშირე სტრატეგიით.       
აქტივობის აღწერა :  კლასი დაყოფილია 4 ჯგუფად.  შევახსენებ  პრეზენტაციის წესებს, შეუძლიათ პრეზენტატორს დაეხმაროს ჯგუფის
თითოეულმა წევრმა და  გააკეთონ ნამუშევრის პრეზენტაცია. ამით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თანამშრომლობის უნარ-ჩვევა.
ვურიგებ თითოეულ ჯგუფს მასალის ქსეროსს და ბარათებს - კითხვებით, ნივთიერების მითითებით (განსხვავებული ნივთიერება თითოეული
 ჯგუფისათვის), რის მიხედვითაც იმუშავებს ჯგუფები
I ჯგუფი  -  რა გავლენა აქვს ადამიანებზე სტიმულატორების ხანგრძლივ გამოყენებას?
II ჯგუფი -  რა გავლენა აქვს ადამიანებზე  დეპრესანტების ხანგრძლივ გამოყენებას?
III ჯგუფი -  რა გავლენა აქვს ადამიანებზე ნარკოტიკების ხანგრძლივ გამოყენებას?
IV ჯგუფი -რა გავლენა აქვს ადამიანებზე ჰალუცინოგენების ხანგრძლივ გამოყენებას?

პირველი ეტაპი -  იფიქრე :  მოახდ ინე ნივთიერების მიხედვით გამოწვეული პრობლემის იდენტიფიცირება.
მეორე ეტაპი  -  განჭვრიტე :  რა მიზეზებმა შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე .
მესამე ეტაპი -  წაიკითხე  :  გულდასმით წაიკითხე ტექსტი, გაეცანი ნივთიერებას და გაანალიზე რა შედეგამდე მიჰყავს ადამიანი მოცემული
ნივთიერების მოხმარებას და  შედეგად  რა პრობლემა დგება. 
მეოთზე   ეტაპი  -  დაუკავშირე :  პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებიდან გამომდინარე  დასახე პრობლემის გადაჭრის გზები.

მოსწავლეები გაეცნობიან  ფსიქოაქტიური ნივთიერებებს, ამ ნივთიერებათა  ზემოქმედებას  ორგანიზმზე,მათი ზემოქმედებიდან
გამომდინარე შედეგებიდან გამოკვეთავენ პრობლემას და დასახავენ პრობლემის გადაჭრის გზებს;  
საკითხში უკეთ გარკვევისთვის მოსწავლეები ახდენენ ქსერომასალიდან ნიკოტინის, ალკოჰოლის,ნარკოტიკის და სხვა ფსიქოაქტიური
ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, გაცნობას, ჩანაწერების გაკეთებას სამუშაო ფურცლებზე , საკითხის შეფასებას.  
ასრულებენ მოცემულ დავალებას და მსჯელობით წარადგენენ მთელი კლასის წინაშე.  
                                                                                                                                                                         /დანართი   3  /  


                                                                          III     დასკვნითი ნაწილი
                                                                               რეფლექსიის  ფაზა
აქტივობა      #  5                                 გაკვეთილის  შეჯამება                                                  /  4  წთ   /         
კლასის  ორგანიზების  ფორმა :  საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი  :  მოსწავლეებმა  შეძლონ  თავიანთი ცოდნის განმტკიცება , გაღრმავება. 
მეთოდი : ინტერაქტიული
აქტივობის აღწერა :   გაკვეთილის თემიდან გამომდინარე ვსვამ საკვანძო კითხვებს,(1.ნარკოტიკული საშუალებები ცენტრალური ნერვული
სისტემის რომელ უბნებზე მოქმედებენ?  2. რა არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შედეგად გამოწვეულიპრობლემების
გამოწვევის ძირითადი მიზეზი? 3.ზოგჯერ სიგარეტის მოწევის შემდეგ, ადამიანს ხელების კანკალი ეწყება. როგორ ფიქრობთ რა
შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 4. ცნობილია ყავა ძლიერი შარდმდენია, როგორ ფიქრობთ, რატომ ძლიერდება შარდის წარმოქმნის პროცესი
ყავის დალევის შედეგად?)
 აჯამებ მთელ საგაკვეთილო პროცესს; ავღნიშნავ როგორ შეძლეს მოსწავლეებმა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული პრობლემის -
-ანალიზი, საჭირო ინფორმაციის მობილიზება, პრობლემის აღმოჩენა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;

აქტივობა      #  6                                  მოსწავლეთა    შეფასება                                                  /  2  წთ /
კლასის  ორგანიზების  ფორმა : ინდივიდუალური;  ჯგუფური;
აქტივობის მიზანი  : უკუკავშირის მიცემა  -  მოსწავლე ფასდება გაკვეთილის პროცესში ჩართულობით, ახალი მასალის ათვისების დონით 
და გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოების ხარისხით. ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს და მოსწავლეებიდან მიღებული ინფორმაციიდან
გამომდინარე შედეგებზე ვიმსჯელებთ მომდევნო გაკვეთილზე.        /  დანართი 1;  2; 4. /
მეთოდი :  ვერბალური;
აქტივობის აღწერა :  მოსწავლეებს  ვაფასებ წინასწარ შედგენილი გაკვეთილზე  მოსწავლეთა  ინდივიდუალური  ჩართულობის
განმსაზღვრელი  და ჯგუფური   მუშაობის  დროს ჩართულობის   განმავითარებელი   შეფასების    რუბრიკით.   
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის და რუბრიკის კრიტერიუმების                            / დანართი  1 ;  2 ; 4. /     


აქტივობა    #    7                               საშინაო დავალების  მიცემა                                            /  1 წთ    /
კლასის  ორგანიზების  ფორმა :  საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი  :  ვაცნობ საშინაო დავალებას   
მეთოდი :   ვერბალური; ინსტრუქტაჟი
აქტივობის აღწერა :  გაკვეთილზე  მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით  მოსწავლეებმა მოიძიონ  ფსიქოაქტიური
ნივთიერებების შესახებ ინფორმაციები და მომავალ გაკვეთილზე ჯგუფებს შორის წარმართონ დისკუსია საქართველოში ამ საკითხთან
დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.













დანართი   1                 გაკვეთილზე  მოსწავლეთა  ინდივიდუალური     ჩართულობის    განმსაზღვრელი  შეფასების    რუბრიკა

ქულები
შეფასების         დონეები



დაბალი
1-2
მოსწავლე იშვიათად ერთვება გაკვეთილის პროცესში, ავლენს გაკვეთილის პროცესის მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას.


საშუალოზე დაბალი
3-4
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის პროცესში, იშვიათად ავლენს ინიციატივას, მასწავლებლის დახმარების გარეშე მისი ჩართულობა არ ვლინდება


საშუალო
5-6
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის პროცესში, ცდილობს იყოს აქტიური, მოსაუბრეებს       წყვეტინებს სიტყვას, მისი პასუხი მოკლებულია ანალიზს, სიღრმისეულ ცოდნას. ზოგჯერ პატივს არ სცემს                   სხვის სამუშაოს;

საშუალოზე მაღალი
7-8
აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის პროცესში და ძირითადად ავლენს მომზადებას, პატივს სცემს სხვის  სამუშაოს, დამოუკიდებლად ერთვება ინტერაქტივებში, თუმცა ვერ ავლენს მაქსიმალურ პროდუქტულობას პერიოდული ჩავარდნების გამო



მაღალი
9-10
ყოველთვის მზადაა მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის პროცესში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში, დისკუსიაში  და პრობლემის გადაჭრაში, ეხმარება და პატივს სცემს ამხანაგებს, კარგად აცნობიერებს საკუთარ როლს კლასში რომელიმე საკითხის განხილვისა და შესწავლის დროს;




დანართი     2                      გაკვეთილზე     მოსწავლეთა  ჯგუფური   მუშაობის  დროს    ჩართულობის   განმავითარებელი   შეფასების   რუბრიკა          
ფასდება შემდეგი აქტივობები
დაბალი
საშუალოზე  დაბალი
საშუალო
საშუალოზე  მაღალი
              მაღალი



ცოდნის შემოწმებაზე
ორიენტირებული
ღია კითხვები
უჭირს უპასუხოს  ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების მიზეზების ჩამოყალიბება და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა მასწავლებლის დახმარების შემთხვევაშიც
პასუხობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების მიზეზების ჩამოყალიბება და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა
მასწავლებლის დახმარებით
ცდილობს გამოამჟღავნის საკუთარი ცოდნა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების მიზეზების ჩამოყალიბება და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვაში
ამჟღავნებს ცოდნას და საჭიროების სრულყოფას
ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების მიზეზების ჩამოყალიბებასა და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა
მოსწავლე კარგად პასუხობს
 ყველა საკითხს
ფსიქოაქტიური
ნივთიერებების
გამოყენების მიზეზების
 ჩამოყალიბებასა  და
 პრობლემის გადაჭრის
გზების დასახვაში



აზრის დამოუკიდებლად გამოთქმა და დასკვნის გამოტანა
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს არსებული პრობლემის -  თამბაქოს, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაში, არ შეუძლია დასკვნის გამოტანა
უჭირს  საკუთარი აზრის გამოთქმა არსებული პრობლემის -  თამბაქოს, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაში,   და დასკვნის გამოტანა
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს არსებული პრობლემის -  თამბაქოს, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაში, უჭირს დასკვნების გამოტანა
გამოთქვამს საკუთარ აზრებს არსებული პრობლემის -  თამბაქოს, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაში, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა, დასკვნები გამოაქვს, მაგრამ  ხშირად სპონტანურია და აკლია გააზრება
გადმოსცემს საკუთარ აზრს
 არსებული პრობლემის -
 თამბაქოს, ნარკოტიკისა და
 ალკოჰოლის გამოყენების
 შემთხვევაში, და ამყარებს
 არგუმენტებით, გამოაქვს
სწორი, დასაბუთებული
 დასკვნები


აქტიური მონაწილეობა,
კონცენტრირება სამუშაოზე
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ვერ ახერხებს კონცენტრირებას,არ იცავს ინსტრუქციას



იშვიათად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, უჭირს ყურადღების კონცენტრირება და  ინსტრუქციის დაცვა
პერიოდულად ერთვება,მაგრამ არანაყოფიერად, ცდილობს კონცენტრირებას,მაგრამ ხშირად ეფანტება გონება,უჭირს ინსტრუქციის დაცვა
აქტიურია,მაგრამ საგაკვეთილო პროცესში ვერ შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე,არ უჭირს ინსტრუქციის დაცვა
აქტიურად არის
ჩართული საგაკვეთილო
 პროცესში, მთელი
გაკვეთილის განმავლობაში
 კონცენტრირებულია
სამუშაოზე,
იცავს ინსტრუქციას

ჯგუფში მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი


ჯგუფის მუშაობაში არ შეაქვს წვლილი, კომუნიკაციას არ ამყარებს ჯგუფის სხვა წევრებთან


ჯგუფის მუშაობაში მცირედ ერთვება, კომუნიკაციას არ ამყარებს ჯგუფის სხვა წევრებთან

ჯგუფის მუშაობაში ერთვება, უჭირს კომუნიკაცია ჯგუფის სხვა წევრებთან

ჯგუფის მუშაობაში აქტიურად ერთვება, კარგად ამყარებს კავშირს ჯგუფის წევრებთნ, საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას
ჯგუფის მუშაობაში მნიშვნე
ლოვანი წვლილი შეაქვს,
კარგად ამყარებს კავშირს
ჯგუფის წევრებთნ,საჭირო
ების შემთხვევაში უწევს
დახმარებას არის ლიდერი



წინარე ცოდნის გამოყენება, ძველი და ახალი მასალის დაკავშირება
ვერ იყენებს წინარე ცოდნას -  თავის ტვინის აგებულება და ფუნქციები. არა აქვს ძველი და ახალი მასალის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან  დაკავშირების უნარი
მცირედ  იყენებს წინარე ცოდნას -  თავის ტვინის აგებულება და ფუნქციები. არა აქვს ძველი და ახალი მასალის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან  დაკავშირების უნარი
იყენებს წინარე ცოდნას -  თავის ტვინის აგებულება და ფუნქციები. მცირედ აქვს ძველი და ახალი მასალის, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან  დაკავშირების უნარი
იყენებს წინარე ცოდნას  -  თავის ტვინის აგებულება და ფუნქციები.  შეუძლია ძველი და ახალი მასალის, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან   დაკავშირება, უშვებს მცირედ შეცდომებს
შინაარსობრივად იყენებს
წინარე ცოდნას - თავის
ტვინის აგებულება და
 ფუნქციები. შეუძლია
ძველი და ახალი მასალის ,
 ფსიქოაქტიურ
 ნივთიერებებთან
გააზრებულად დაკავშირება














 დანართი  N 3     სამუშაო  ფურცელი                               ფსიქოაქტიური ნივთიერებები
   კონკრეტული დასახელება:     
 პრობლემა



ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების მიზეზები








    
 ნივთიერების დახასიათება და ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებით გამოწვეული სავალალო შედეგები









ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზები








დანართი #4
გასასვლელი ბილეთი
მოსწავლის გვარი და სახელი----------------------------------------------------------------
რა ვიცოდი


რა გავიგე


   რა მინდა ვიცოდე


ჩემი განწყობა გაკვეთილის მიმართ (შემოხაზეთ)