1 გენეტიკური ამოცანები
)1) კატის
შავი შეფერილობის გენი (A) არასრულად დომინირებს წითური (a) ფერის განმსაზღვრელ გენზე. შუალედური ფორმა (Aa) ჭრელია. შესაძლოა
თუ არა, ჭრელი და წითური კატების შეჯვარების შედეგად გაჩდნენ ჭრელი კატები? დაწერეტ
ყველა შესაძლო ვარიანტები.
2)
ყავისფერი გრძელკუდიანი და ყავისფერი მოკლეკუდიანი კატების
შეჯვარებით გაჩდნენ თეთრი მოკლეკუდიანი კატებიც:
ა) დაადგინე მშობლების გენოტიპები
ბ) დაადგინე თეთრი მოკლეკუდიანი კნუტების
გენოტიპები
გ) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ
თეთრი მოკლეკუდიანი კნუტები?
დ) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ
ყავისფერ მოკლეკუდიანი კნუტები?
ე) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ
ყავისფერი გრძელკუდიანი კნუტები?
3)
წითელი (A)
მრგვალნაყოფიანი
(B) პომიდვრის შეჯვარებით ყვითელ (a)
მსხლისებრნაყოფიან (b) პომიდორთან, თანაბარი რაოდენობით მიიღეს როგორც წითელი მრგვალი, წითელი
მსხლისებრი ყვითელი მრგვალი და ყვითელი მსხლისებრი ჰიბრიდები განსაზღვრეთ:
ა) მშობლების გენოტიპები
ბ) ჰიბრიდების გენოტიპები და ფენოტიპები
4)
ერთ-ერთი ძაღლის სიყრუეს განსაზღვრავს რეცესიული (a) გენი, ხოლო ნორმალურ სმენას
-(A) გენი.
შეაჯვარეს ჰომოზიგოტი ნორმალური სმენის და ჰეტეროზიგოტური ძაღლები. განსაღვრეთ ჰიბრიდთა
გენოტიპები.
5)
ბარდაში თესლის ყვითელი შეფერილობა(A) დომინირებს
მწვანეზე(a),
ხოლო გლუვი ფორმა(B)_
დანაოჭებულზე. ყვითელი გლუვთესლიანი და მწვანე დანაოჭებულთესლიანიბარდის შეჯვარების
შედეგად შთამომავლობაში მოხდა დათიშვა: 50% ყვითელი გლუვთესლიანი და 50% ყვითელი დანაოჭებულთესლიანი.
განსაზღვრეთ მშობლიური ბარდების გენოტიპები.
No comments:
Post a Comment