Friday, March 9, 2018

უჯრედის გაყოფა - მიტოზი და მეიოზი

მიტოზი-ის სურათის შედეგი


                             მიტოზი

 მიტოზი სომატური უჯრედებისთვის დამახასიათებელი გაყოფაარომელიც 
საფუძვლად უდევს სხეულის ზრდასდიფერენცირებას და ქსოვილების 
რეგენერაციასმიტოზური გაყოფის შედეგად ერთი მშობლიური უჯრედიდან 
მიიღება ორი შვილეული უჯრედი და თითოეული მათგანი შეიცავს საწყისი
 (დედისეულიუჯრედის იდენტურ ქრომოსომებსა და გენებს.  

     უჯრედის ციკლის პერიოდს ორ სრულ მიტოზურ გაყოფას შორის ინტერფაზა 
ეწოდებაინტერფაზაში უჯრედი სასიცოცხლო ციკლის უმეტეს ნაწილს ატარებს.
 ზოგიერთიტიპის უჯრედებიროგორიცაა მაგალითად ნეირონები და სისხლის
 წითელი უჯრედებიმაღალდიფერენცირებულნი არიან და სრულიად არ იყოფიანისინიმუდმივად იმყოფებიან ინტერფაზაში  

ინტერფაზაშიგანარჩევენ სამ ძირითადი ფაზას:

*G1ფაზა - ამ დროს ხდება უჯრედის გაყოფისათვის საჭირო ენერგიის 
დაგროვება და ცილოვანი ნივთიერებების სინთეზი
· S ფაზა – სინთეზური ფაზაამ დროს ხდება ...-ის რეპლიკაცია.
· G2 ფაზა – საბოლოო ფორმირება მიტოზისთვის.


მიტოზში განირჩევა ოთხი სტადიაპროფაზა,  ,მეტაფაზაანაფაზა   და   ტელოფაზა.

მიტოზის ბიოლოგიური არსი მდგომარეობს იმაში, რომ შვილეულ უჯრედებს გადასცეს ქრომოსომთა იდენტური რიცხვი. მიტოზს წინ უსწრებს ინტერფაზა, რომლის დროსაც მიმდინარეობს მეტად აქტიური პროცესები. წინათ მას მსვენებარეს უწოდებდნენ, ეგონათ, რომ ბირთვი ამ დროს ისვენებდა, მაგრამ სინამდვილეში ხდება მიტოქონდრიების, ქლოროპლასტების, გოლჯის აპარატის, ელემენტების რაოდენობრივი ზრდა, ორკეცდება უჯრედის ცენტრის ცენტრიოლების რიცხვი და უჯრედი ემზადება გასაყოფად.
საკუთრივ მიტოზი 1-2 სთ გრძელდება. მოიცავს ოთხ ფაზას: პროფაზას, მეტაფაზასმ ანაფაზას და ტელოფაზას.

პროფაზაში ხდება ქრომოსომების სპირალიზაცია, დამსხვილება, დამოკლება, ცენტრიოლების საპირისპირო პოლუსებისაკენ გადანეცვლება, ბირთვის გარსი და ბირთვაკი ქრება და წამოიქმნება დაყოფის თითისტარა.

მეტაფაზაში ეკვატორულ სიბრტყეში განლაგდება თითოეული ქრომოსომა, რომელიც ორი ქრომატიდისგან (შვილეული ქრომოსომები) შედგება. ცენტრომერები თითისტარას ერთ-ერთ ძაფს ემაგრებიან და აწყებინებენ პოლუსებისკენ გადაადგილებას.

ანაფაზაში  თითისტარას ძაფები მოკლდებიან და შედეგად პოლუსებისკენ მიემართებიან ქრომატიდები. როგორც კი მიუახლოვდებიან პოლუსს, მათ უკვე ქრომოსომებს უწოდებენ (საწყისისგან განსხვავდებიან იმით რომ ერთ ქრომატიდიანია (1c)

ტელოფაზაში ხდება პროფაზის საპირისპირო პროცესები: ქრომოსომები დესპირალიზდებიან, დაგრძელდებიან, ბირთვის გარსი და ბირთვაკი აღდგებიან, უმეტეს შემთხვევაში ბირთვის გაყოფას ანუ კარიოკინეზს თან სდევს ციტოპლაზმის გაყოფაც - ციტოკინეზი და მიიღება ორი შვილეული უჯრედი ქრომოსომათა იგივე დიპლოიდური  რიცხვით , რაც დედისეულ უჯრედს გააცნდა(2n1c).
იხ. ვიდეო




მეიოზი


მეიოზის ბიოლოგიური არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაანახევროს ქრომოსომათა რიცხვი. ქრომოსომთა რაოდენობის განახევრება რომ არ ხდებოდეს, ყოველ მომდევნო თაობაში მათი რიცხვი უსასრულოდ გაიზრდებოდა. მეიოზი მიმდინარეობს გამეტების წარმომქმნელ დედა უჯრედეში (სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი მეიოზის შედეგია). მეიოზს წინ უსწრებს ინტერფაზა, სადაც მიმდინარეობს მეტად აქტიური პროცესები.
მეიოზის ერთიანი პროცესი შედგება 2 დაყოფისგან- მეიოზ I და მეიოზ II.
 მეიოზ I რედუქციულს უწოდებენ, რადგან ამ დროს ხდება ქრომოსომთა რიცხვის განახევრება.
პროფაზა I-ში ხდება ქრომოსომთა სპირალიზაცია, დამსხვილება, დამოკლება, კონიუგაცია (ჰომოლოგიური ქრომოსომების დაახლოება), კროსინგოვერი - ჰომოლოგიური ქრომოსომებს შორის  მონაკვეთების გაცვლა, ბირთვის გარსი და ბირთვაკი ქრება, საპირისპირო პოლუსებისაკენ მიემართებიან ცენრიოლები და წარმოიქმნება დაყოფის თითისტარა.
მეტაფაზა I-ში ბივალენტი ქრომოსომები ლაგდებიან უჯრედის ეკვატორულ სიბრტყეში. ქრომოსომების ცენტრომერს თითისტარას ძაფი ემაგრება და პოლუსებისკენ მიემართებიან ქრომოსომები. აქ ხდება ქრომოსომთა რიცხვის განახევრება.
ანაფაზა I-ში თითისტარას ძაფები მოკლდება და პოლუსებისკენ მიემართებიან ქრომოსომები.
ტელოფაზა I-ში ხდება ქრომოსომთა დესპირალიზაცია, ბირთვის გარსი და ბირთვაკი აღდგებიან, კარიოკინეზს თან სდევს ციტოკინეზი. მიიღება 2 შვილეული უჯრედი - (n2c და n2c). 
შემდეგ ხანმოკლე ინტერფაზა, რომლის დროსაც არ ხდება დნმ-ს რაპლიკაცია.მხოლოდ ცილების სინთეზი მიმდინარეობს. 
ამის შემდეგ კი იწყება მეიოზ II, რომელიც მიტოზის ანალოგიურია.
საბოლოოდ მიიღება ტეტრადა - 4 უჯრედი ქრომოსომთა ჰაპლოიდური 9განახევრებული) კომპლექტით (n1c, n1c, n1c, n1c). კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებისას, ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი უჯრედი ვითარდება,  ხოლო - სპერმატოზოიდის ჩამოყალიბებისას- ოთხივე უჯრედი. 
ამ უჯრედებს სასქესო გამეტები ეწოდება. მდედრობით  სასქესო უჯრედს - კვერცხუჯრედი. მამრობით სასქესო უჯრედს - სპერმატოზოიდი.

მიტოზი-ის სურათის შედეგი

6 comments:

  1. ასეთი სქემებით და პრეზენტაციებით დატვირთული გაკვეთილები ნამდვილად არ იქნება მოსწავლეებისთვის მოსაბეზრებელი და უინტერესო. გმადლობთ ეკა მასწავლებელო ,შრომისთვის.

    ReplyDelete
    Replies
    1. ვცდილობ მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო ჩემი გაკვეთილები

      Delete
  2. ძალიან საინტრრესოა და მადლობთ რომ გვეხმარებით

    ReplyDelete
    Replies
    1. ასევე შეგიძლიათ აქვე, ჩემს ბლოგზე მოიძიოთ ვიდეო რესურსი მეიოზზე, რომელიც გაგიადვილებთ თემის შესწავლას.

      Delete
  3. მოხარული ვარ თუ იყენებთ

    ReplyDelete
  4. საინტერესო მასალაა,ასეთი ფორმით მასალის მიწოდება უდავოდ გაუადვილებს მოსწავლეებს სწავლას,მადლობა ქალბატონო ეკა.

    ReplyDelete