Tuesday, December 10, 2019

ამოცანები გენეტიკაში #2 - დიჰიბრიდული შეჯვარება


1.    ღია კანის ფერის მქონე  ცისფერთვალა მამაკაცი, რომელსაც ყავდა თაფლისფერთვალება მშობლები  დაქორწინდა მუქი კანის ფერის მქონე, თაფლისფერთალება ქალზე. ამ ქალის მამა ღია ფერის კანის ფერის მქონე და ცისფერთვალება იყო, დედა კი თაფლისფერთვალება. როგორი შედეგია მოსალოდნელი ქორწინებიდან, თუ ცნობილია, რომ თაფლისფერი თვალების გენი დომინირებს ციფერი თვალის გენზე და მუქი კანის ფერი - ღია კანის ფერზე?

2.      საზამთროს ნაყოფის ქერქი შეიძლება იყოს ზოლებიანი ან მწვანედ შეფერილი, შიგთავსი წითელი ან ყვითელი. ჰომოზიგოტური ზოლიანი წითელგულიანი ნაყოფებისმქონე მცენარის მწვანე, ყვითელგულიანთან შეჯვარებით მიღებულ შთამომავლობას ზოლიანი, წითელგულიანი ნაყოფები აქვთ; როგორი შთამომავლობა მიიღება F2-ში? დაწერეთ დათიშვის ფორმულა.

3.      ზღვის გოჭებში შავ შეფერილობას განსაზღვრავს დომინანტური(A) გენი, ყავისფერს -(a); ხვეულ ბალანს -B,  სწორ ბალანს - b; როგორი შთამომავლობა მიიღება F1 და F2-ში ჰომოზიგოტური ყავისფერ და ხვეულბალნიანი ცხოველის შავ და სწორბალნიანთან შეჯვარებით? დაწერეთ დათიშვის ფორმულა.

4.      ხორბალში უფხოობა (A) დომინირებს (a) , თავთავის წითელი შეფერილობა (B)- თეთრ შეფერილობაზე (b); განსაზღვრეთ ჰიბრიდული თავთავების ფენოტიპები და მათი თანაფარდობა შემდეგი შეჯვარების დროს:
ა) AaBb X aabb          ბ) AaBB X AaBb;

5.      შავთმიანი ყავისფერთვალებიანი მამაკაცი დაქორწინდა ცისფერთვალებიან წითურ ქალზე. ეყოლათ ცისფერთვალებიანი, წითური შვილი. როგორი შვილები შეიძლება ეყოლოთ და რა ალბათობით მომავალში ამ ცოლ-ქმრულ წყვილს? ცნობილია რომ შავთმიანობა და ყავისფერი თვალის განსაზღვრელი გენები დომინანტური ნიშნებია.

Sunday, December 8, 2019

VII კლასის ტესტი . ყვავილოვან მცენარეთა აგებულება გვ.95

https://learningapps.org/display?v=pwzxgbgq219

ამოცანები გენეტიკაში #1


1        გენეტიკური ამოცანები

)1)   კატის შავი შეფერილობის გენი (A) არასრულად დომინირებს წითური (a) ფერის განმსაზღვრელ გენზე.  შუალედური ფორმა (Aa) ჭრელია. შესაძლოა თუ არა, ჭრელი და წითური კატების შეჯვარების შედეგად გაჩდნენ ჭრელი კატები? დაწერეტ ყველა შესაძლო ვარიანტები.
2)      ყავისფერი გრძელკუდიანი და ყავისფერი მოკლეკუდიანი კატების შეჯვარებით   გაჩდნენ თეთრი მოკლეკუდიანი კატებიც:
ა) დაადგინე მშობლების გენოტიპები
ბ) დაადგინე თეთრი მოკლეკუდიანი კნუტების გენოტიპები
გ) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ თეთრი მოკლეკუდიანი კნუტები?
დ) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ ყავისფერ მოკლეკუდიანი კნუტები?
ე) შთამომავლობის რა ნაწილს შეადგენენ ყავისფერი გრძელკუდიანი კნუტები?
3)      წითელი (A) მრგვალნაყოფიანი (B) პომიდვრის შეჯვარებით ყვითელ  (a) მსხლისებრნაყოფიან (b) პომიდორთან, თანაბარი რაოდენობით მიიღეს როგორც წითელი მრგვალი, წითელი მსხლისებრი ყვითელი მრგვალი და ყვითელი მსხლისებრი ჰიბრიდები განსაზღვრეთ:
ა) მშობლების გენოტიპები
ბ) ჰიბრიდების გენოტიპები და ფენოტიპები
4)      ერთ-ერთი ძაღლის სიყრუეს განსაზღვრავს რეცესიული (a) გენი, ხოლო ნორმალურ სმენას -(A) გენი. შეაჯვარეს ჰომოზიგოტი ნორმალური სმენის და ჰეტეროზიგოტური ძაღლები. განსაღვრეთ ჰიბრიდთა გენოტიპები.
5)      ბარდაში თესლის ყვითელი შეფერილობა(A) დომინირებს მწვანეზე(a), ხოლო გლუვი ფორმა(B)_ დანაოჭებულზე. ყვითელი გლუვთესლიანი და მწვანე დანაოჭებულთესლიანიბარდის შეჯვარების შედეგად შთამომავლობაში მოხდა დათიშვა: 50% ყვითელი გლუვთესლიანი და 50% ყვითელი დანაოჭებულთესლიანი. განსაზღვრეთ მშობლიური ბარდების გენოტიპები.