ბიოლოგია - ბიოლოგიის მიმართულებები
ბიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ექსპერიმენტი. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.
კვლევის
ობიექტების უჩვეულო სირთულისა და მრავალფეროვნების გამო ბიოლოგია მეცნიერების
ძალიან ფართო და განტოტვილ დარგად იქცა. თანამედროვე
ბიოლოგიაში აღმოცენდა მრავალი სპეციალიზებული მიმართულება, რომელთა
წარმომადგენლები ცდილობენ უფრო ღრმად შეისწავლონ გარკვეული ბიოსისტემა, მისი
აგებულება და ფუნქცია.
ბიოლოგიის
მიმართულებები
დასახელება
|
შესწავლის საგანი
|
ანატომია
|
ორგანიზმთა შინაგანი აგებულება, ორგანოების
აგებულება
|
ანთროპოლოგია
|
ადამიანი
|
არაქნოლოგია
|
ობობასნაირები
|
ბაქტერიოლოგია
|
ბაქტერიები
|
ბიოფიზიკა
|
ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ფიზიკური და
ფიზიკურ-ქიმიური პროცესები
|
ბიოქიმია
|
ქიმიური პროცესები, რომლებიც საფუძვლად უდევს
ორგანიზმის ცხოველქმედებას
|
ბიოცენოლოგია
|
ორგანიზაციის ბიოცენოზური დონე
|
ბოტანიკა
|
მცენარეები
|
გენეტიკა
|
ორგანიზმების მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა
|
ეკოლოგია
|
ორგანიზმთა ურთიერთობა ერთმანეთთან და
გარემომცველ გარემოსთან
|
ემბრიოლოგია
|
ორგანიზმთა ჩანასახოვანი განვითარება
|
ენტომოლოგია
|
მწერები
|
ვირუსოლოგია
|
ვირუსები
|
ზოოლოგია
|
ცხოველები
|
თერიოლოგია
|
ძუძუმწოვრები
|
იხტიოლოგია
|
თევზები
|
მიკოლოგია
|
სოკოები
|
მიკრობიოლოგია
|
პროკარიოტები
|
მოლეკულური
ბიოლოგია
|
ორგანიზაციის მოლეკულური დონე
|
მორფოლოგია
|
ორგანიზმის ფორმა და გარეგანი აგებულება
|
ორნითოლოგია
|
ფრინველები
|
პალეონტოლოგია |
წარსული გეოლოგიური პერიოდების განამარხი
ნარჩენები
|
პროტისტოლოგია
|
უმარტივესები
|
სელექცია
|
ორგანიზმთა ახალი ჯიშების შექმნა
|
სისტემატიკა
|
ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია
|
ფიზიოლოგია
|
ცხოველქმედების პროცესები, ორგანიზმისა და მისი
ორგანოების (ქსოვილების) ფუნქცია
|
ქსენობიოლოგია
|
სწავლობს სიცოცხლის ისეთ ფორმებს, რომლებთაც
განსხვავებული მოლეკულური საფუძვლები გააჩნიათ
|
ჰელმინთოლოგია
|
პარაზიტი ჭიები
|
ჰერპეტოლოგია
|
ამფიბიები და ქვეწარმავლები
|
ჰისტოლოგია
|
ორგანიზაციის ქსოვილური დონე
|
No comments:
Post a Comment