გაკვეთილის გეგმა
|
|
მასწავლებელი: ეკატერინა ჯვარშეიშვილი
|
|
საგანი: ბიოლოგია
|
კლასი:
VIII
|
თემა: გულ-სისხლძარღვთა სისტემა
|
დრო:
45 წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი: 30 მოსწავლე. სსსმ - 1
|
|
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლე ამოიცნობს
სისხლის მიმოქცევის სისტემის მთავარ ორგანოს
- გულს და ყოველ ჯერზე სწორად ასახელებს მის აგებულებას გულის მოდელის დახმარებით
·
მოსწავლე აღწერს და ყოველ ჯერზე სწორად ასახელებს გულსისხლძარღვთა
სისტემის შემადგენელ ორგანოებს და ფუნქციებს ილუსტრაციის დახმარებით
|
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის
ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:
● აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის
ძირითად ფუნქციებს;
● იყენებს
ან ქმნის ორგანოთა სისტემების მოდელს/სქემას
მათი მოქმედების
(მაგ.,
გული _ ტუმბო, )
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლემ იცის
სისხლის მიმოქცევის სისტემის ძირითადი კომპონენტები
(არე - სისხლი, გამტარი მილები - სისხლძარღვები, მიმოცვლის უშუალო სეგმენტი - კაპილარები) და
თითოეულის მნიშვნელობა ნივთიერებათა ტრანსპორტის
პროცესში;
|
|
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი (კომენტარი,
გასასვლელი ბილეთი აქტ.N5. შუქნიშანი აქტ. N3. აქტ.N4. ცერების მეთოდი) და განმსაზღვრელი შეფასება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება.
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები: VIIIკლასის სახელმძღვანელო.
ავტორი:
მ. მაყაშვილი, რ. ახვლედიანი. გამომც. ,,კლიო“. გულის მოდელი, სისხლის მიმოქცევის სისტემის ილუსტრაცია,
ცარცი, დაფა, თაბახის ფურცლები, წინასწარ
მომზადებული ტექსტი და შეკითხვების ბარათები ჯგუფური მუშაობისათვის.
ფერადი ბარათები ,, შუქნიშანისთვის“ და ჩხირები
|
აქტივობა #1 მოსწავლეთა
აღრიცხვა
დრო: 2 წთ
აქტივობა
№2 ,,მოლოდინების
განსაზღვრა“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხვების საშუალებით
მოახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას სისხლის მიმოქცევის სისტემის სამი კომპონენტის
შესახებ ( სისხლი, სისხლძარღვი და კაპილარი)
მათი შედგენილობა, აგებულება და ფუნქციები
ხანგრძლივობა: 5
წუთი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.
აქტივობა №3 მინი ლექცია.
აქტივობის მიზანი: ცოდნის კონსტრუირება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი საუბრობს გულის აგებულებისა
და ფუნქციის შესახებ. საილუსტრაციოდ იყენებს გულის მოდელს, ასევე ილუსტრაციის გამოყენებით
ასახელებს და აღწერს სისხლის მიმოქცევის წრეების გზას და დანიშნულებას. აღწერს ,რომ ადამიანის გული შედგება 4 ნაწილისგან, ორი წინაგული და ორი პარკუჭი. ტაბულაზე უჩვენებს წინა გულებსა და პარკუჭებს, უჩვენებს მათგან გამომავალ არტერიებს უხსნის, რომ წინა გულებსა და პარკუჭებს შორის არის კარიანი სარქველები, რომლებიც იხსნება პარკუჭის მიმართულებით, ხოლო პარკუჭებსა და მისგან გამომავალ არტერიებს შორის არის ნამგლისებრი სარქველები და რომ სარქველები უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას ერთი მიმართულებით.
მასწავლებელი ასახელებს სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების გზებს დიდი წრე–მარცხენა პარკუჭიდან აორტის, არტერიების, კაპილარების და ვენების გავლით მარჯვენა წინა გულამდე; მცირე წრე–მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიის, კაპილარების და ვენების გავლით მარცხენა წინა გულამდე. ლექციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი უხმობს სსსმ მოსწავლეს და თხოვს ილუსტრაციაზე მოსწავლეებს აჩვენოს გულსისხლძარღვთა ორგანოები: გული და სისხლძარღვები: არტერიები, ვენები და კაპილარები.
ხანგრძლივობა:8
წუთი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.
აქტივობა
№4 ჯგუფური მუშაობა.
აქტივობის მიზანი: ტექსტზე მუშაობით საკითხის არსში
წვდომა.
აქტივობის აღწერა: კლასი იყოფა 6 ჯგუფად, თითოეულ
ჯგუფს ეძლევა დავალება. ტექსტის მიხედვით შეასრულონ დავალება-უპასუხონ კითხვებს,
იმსჯელონ და მოახდინონ თავიანთი ნაშრომის პრეზენტაცია. მასწავლებელი ურიგებს თაბახის
ფურცელზე წინასწარ დაქსეროქსებულ ტექსტს და
ბარათებს შეკითხვებით,
თითოეულ ბარათზე განსხვავებული შეკითხვებით. 3 განსხვავებული
ბარათი, 4-4 შეკითხვა თითოეულ ბარათზე. ერთ- ერთ ბარათში იქნება დამატებითი შეკითხვა
სსსმ მოსწავლისათვის, რომელიც იმ ჯგუფს შეხვდება , რომელ ჯგუფშიც მოხვდება ეს
მოსწავლე.
1.
რისგან შედგება გულ-სისხლძარღვთა
სისტემა?
2.
რა როლი აკისრია სისხლძარღვებს
ამ სისტემაში?
3.
რამდენი ტიპის სისხლძარღვი
არსებობს?
4.
რა როლი აქვს გულს
სისხლის მიმოქცევის სისტემაში?
5.
რა პრინციპით მუშაობს
გული?
6.
როგორი აგებულებისაა
გული?
7.
რისი საშუალებით უკავშირდება
წინაგულები და პარკუჭები ერთმანეთს?
8.
როგორი სარქველები
არსებობს და რა არის მათი დანიშნულება?
9.
სისხლის მიმოქცევის
რამდენი წრე არსებობს?
10.
საიდან იწყება და სად
მთავრდება მცირე წრე?
11.
საიდან იწყება და სად
მთავრდება დიდი წრე?
12.
რა არის დიდი და მცირე
წრის დანიშნულება?
შეკითხვა სსსმ მოსწავლისათვის: სად მდებარეობს გული,
რომელ მხარეს მდებარეობს და რა ზომისაა იგი.
მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის დროს უახლოვდება ჯგუფებს,
აკვირდება და უსმენს თითოეული ჯგუფის მუშაობას,
და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მითითებებს, შემდეგ უახლოვდება იმ ჯგუფს რომელშიც არის სსსმ მოსწავლე და ეხმარება
მას , ხმადაბლა აძლევს მითითებებს.
პრეზენტაცია წარიმართება დაფასთან ილუსტრაციისა და
გულის მოდელის გამოყენებით. მეწყვილე ჯგუფები (რომლებთაც მსგავსი ბარათები შეხვდათ)
შეაფასებენ საკითხის სისრულეს და საჭიროების შემთხვევაში განავრცობენ და დააზუსტებენ
დავალებას. ჯგუფების შეჩევა პრეზენტაციისათვის მოხდება ჩხირების გამოყენებით. სსსმ მოსწავლეს დაევალება ჯგუფების პრეზენტაციის
დროის კონტროლი.
დრო: ტექსტზე მუშაობა 10 წთ
პრეზენტაცია: 2,5-2,5 წთ. ჯამში 15 წთ.
ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფური.
აქტივობა
№5 გასასვლელი
ბილეთი.
მიზანი: გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები ბარათზე წერენ განხილული
მასალიდან რომელი საკითხი იყო მათთვის სიახლე, რა დარჩა მათთვის ბუნდოვანი ან გაუგებარი.
ხანგრძლივობა:
3 წთ
ორგანიზაციის ფორმა- საერთო საკლასო
აქტივობა
№6 საშინაო
დავალების მიცემა
ხანგრძლივობა:
2წთ;
ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
აქტივობის აღწერა: დაფაზე გადამაქვს შესაბამისი
პარაგრაფის და სავარჯიშოების ნომრები გვერდების მითითებით. სავარჯოშოები
-თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობით. დაწერონ მოკლე ესსე,, გული- ტუმბო“
შეფასების
რუბრიკა
|
No comments:
Post a Comment