Monday, November 26, 2018

ეს საინტერესოა - ბიოლოგია


                                ტვინი
·          ტვინის მოხმარებული სიმძლავრე დაახლოებით 25 ვატია.

·         ადამიანის მეხსიერება დაახლოებით 3-დან 10-მდე ტერაბაიტია. ბრიტანეთის ეროვნული არქივის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 70 ტერაბაიტს.

·         ჩვენი ტვინი მოიხმარს ჩვენს მიერ მოხმარებული მთელი ჟანგბადის 20%-, მაშინ როცა მისი მასა მთელი ორგანიზმის 2%-ია.

·         ღამით ტვინი მუშაობს არანაკლები, ზოგჯერ კი მეტი ინტენსივობითაც, ვიდრე სიფხიზლისას

·         ზოგი მეცნიერის აზრით, რაც მეტია ადამიანის IQ მით მეტ სიზმრებს ხედავს ის.

·         ბოლო მონაცემებით, ნერვული უჯრედები იზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში (ადრე ითვლებოდა, რომ ასაკთან ერთად ნერვული უჯრედების რიცხვი მცირდება და მათი აღდგენა არ ხდება).

·         ნეირონებში ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე სხვადასხვა ტიპის ნეირონებისათვის სხვადასხვაა - 0,5-დან 120 /წმ-მდე.

·         ტვინი არ გრძნობს ტკივილს. თავის მირტყმისას ტკივილი იგრძნობა მხოლოდ თავის ქალის მფარავი ქსოვილების მიერ.

·         ტვინის 75% წყალია.
                              თმები, ფრჩხილები
·         თმოვანი საფარველიდან ყველა სწრაფად თმა იზრდება სახეზე. თუ მამაკაცი წვერს არ გაიპარსავს, ცხოვრების განმავლობაში 30 მეტრზე მეტი სიგრძის წვერი გაეზრდება.*

·         დღეში ადამიანს თმის 60-100 ბეწვი სცვივა. რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, კვებაზე, სქესზე და წელიწადის დროზე.

·         ქალის თმები მამაკაცისაზე ორჯერ წვრილია.

·         ადამიანის თმა უძლებს 100 გრ დატვირთვას.

·         ჩვენს სხეულზე იმდენივე თმის ბეწვია, რამდენიც შიმპანზესაზე. განსხვავება შესამჩნევია ბეწვის სიგრძისა და სისქის გამო.

·         ქერათმიან ქალებს დაახლოებით 150 000 თმის ღერი აქვთ თავზე,  შავგვრემანებს - 100 000, წითურებს - 80 000.

·         თმის ღერი ჩვენს თავზე "ცოცხლობს" 3-7 წელი.

·         ადამიანის თმა პრაქტიკულად მუდმივია - ის შეიძლება მხოლოდ დაიწვას, ხოლო წყალი, ტემპერატურის ცვლილებები და ბევრი აგრესიული ნივთიერება მას ვერაფერს აკლებს.


·         ყველაზე სწრაფად იზრდება შუა თითის ფრჩხილი. რაც უფრო გრძელია თითი, მით სწრაფად იზრდება ფრჩხილი. ნეკზე - ყველაზე ნელა.

·         ხელის ფრჩხილები რამდენიმეჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხის.

                               შინაგანი ორგანოები
·         ჩვენი ყველაზე დიდი ორგანო - წვრილი ნაწლავია: მისი საერთო სიგრძე ოთხჯერ მეტია ჩვენს სიმაღლეზე.

·         ადამიანის ყველაზე დიდი ჯირკვალია - ღვიძლი


·          ადამიანის ღვიძლს აქვს 500-ზე მეტი ფუნქცია.

·         თირკმელები ფილტრავენ ყოველდღიურად 1500 ლიტრზე მეტ სისხლს.

·         გულის მიერ შექმნილ წნევას შეუძლია სისხლის აყვანა 10 მეტრ სიმაღლეზე.

·         კუჭის კედლების შემადგენელი უჯრედები ყოველ 3-4 დღეში ახლდება - სხვანაირად კუჭი მათ მოინელებდა. ეს 3-4 დღე რომ ძლებენ, ისიც საოცარია და ამისათვის კუჭში საკმაოდ რთული მექანიზმები მოქმედებენ.

·         სისხლძარღვების საერთო სიგრძე (კაპილარებიანად) ჩვენს ორგანიზმში 100 000 კილომეტრზე მეტია. მათი საერთო სიგრძე ეკვატორს 2,5 - ჯერ აღემატება                                                   
     ერთ დღე-ღამეში გული270 ცხენის ძალის ტოლ სიმძლავრეს ავითარებს, წამში 100 გრამ, ხოლო დღე-ღამეში 10 ათას ლიტრ სისხლს გადაქაჩავს.


·         სისხლის პირველი გადასხმა 1667 წელს მოხდა ჯონ ლამარკის მიერ. მან ცხვრის 1 ლიტრი სისხლი ადამიანს გადაუსხა.

·         ჩვენი ფილტვების საერთო ფართობი დაახლოებით ჩოგბურთის კორტის ტოლია. 120 კვ/მ -ს ტოლია


·         მარცხენა ფილტვი მარჯვენაზე პატარაა - გათავისუფლებულია ადგილი გულისათვის.


·         ღვიძლი - ერთერთი ურთულესი და მრავალფუნქციიანი ორგანოა - მას ასზე მეტი ფუნქცია აქვს, მათ შორის ნაღველის წარმოება, ერითროციტების უტილიზაცია, მრავალი სახის პროტეინების სინთეზი და დეტოქსიფიკაცია.

·         ადამიანის ორგანიზმს საიმედობის დიდი მარაგი აქვს - ადამიანი ცოცხალი გადარჩება მაშინაც კი, რომ მოვაცალოთ კუჭი, ელენთა, ღვიძლის სამი მეოთხედი, ნაწლავების 80%, ერთი თირკმელი, ერთი ფილტვი, ასევე ყველა ორგანო მენჯისა და მუცლის ღრუს ქვედა არეში. ცხადია, ასეთი ცხოვრებას სასიამოვნოს ვერ დავარქმევთ, თუმცა ამ ორგანოების მოცილება სასიკვდილო არ იქნება.

                             სხეულის ფუნქციები
·         დაცემინებისას გამოსული ჰაერის სიჩქარე აღწევს 160 კმ/სთ-,    ხველებისას - 100 კმ/სთ-.

·         ქალები ორჯერ ხშირად ახამხამებენ თვალებს.

·         ტერფებზე ჩვენ გვაქვს ნახევარი მილიონი საოფლე ჯირკვალი, რომელთაც შეუძლიათ დღეღამეში ნახევარი ლიტრი ოფლი გამოჰყონ.

·         ყურის "გოგირდი" არ არის ზედმეტი "ჭუჭყი" - -ცვილია /ცხიმის მაგვარი ნივთიერება/ ის იცავს და პოხავს ყურის არხებს, და ასევე იცავს სმენის ნაზ შინაგან ორგანოებს ბაქტერიებისა და მწერებისაგან

·         იცოდით თუ არა რომ ადამიანის თვალი საგანს უკუღმა აღიქვამს ხოლო შემდგომ ტვინში არსებული განყოფილება ასწორებს გამოსახულებას?

              გამრავლება და ზრდა
·         ადამიანის ყველაზე დიდ უჯრედია ქალის კვერცხუჯრედი - მისი დიამეტრი თითქმის მილიმეტრია და მისი დანახვა შეუიარაღებელი თავალითაც შესაძლებელია, ყველაზე პატარა უჯრედი კი არის მამაკაცის სპერმატოზოიდი - ოდნავ დიდია უჯრედის ბირთვზე.

·         კბილები ჩვენს დაბადებამდე 6 თვით ადრე იწყებენ ზრდას - ჩნდება . . კბილის ბორცვები, რომლებიც შემდგომში კბილებად გარდაიქმნებიან. 2000-დან ერთ ბავშვს დაბადებისას აქვს ერთი კბილი მაინც; ეს შეიძლება იყოს როგორც სარძევე, ასევე "წინასარძევე" კბილიც, რომელიც მოძვრება სარძევე კბილის ამოსვლისას.

·         ბავშვების (ყოველ შემთხვევაში ევროპეიდული რასისუმრავლესობა ცისფერი თვალებით იბადება. შემდგომში მელანოციტების დაგროვების კვალობაზე თვალის ფერი იცვლება (პირველი 3-6 თვის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად) და საბოლოო ფერს იღებს 10-12 წლის ასაკში.

·         ჩვილი ბავშვი საკმაოდ ძლიერი არსებაა - თუ პროპორციულად გავზრდით მას (და მის ძალას) ხარის ზომამდე, ასეთ "ჩვილთან" ხარს არანაირი შანსი არ ექნება.

·         თითის ანაბეჭდი ყალიბდება დაბადებამდე 6 თვით ადრე და უცვლელი რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. იგი უნიკალურია და არ მეორდება

·         ყოველი ჩვენგანი თავის ცხოვრებაში ნახევარი საათით ერთუჯრედიან ორგანიზმს წარმოადგენდა (განაყოფიერებული კვერცხუჯრედის პირველ გაყოფამდე).
                           გრძნობები
·         ჭამის შემდეგ ჩვენი სმენა ცოტათი ქვეითდება.

·         მოსახლეობის მხოლოდ მესამედს აქვს 100%-იანი მხედველობა.

·         საშუალო ადამიანი არჩევს 50 000-მდე სხვადასხვა სუნს. ყოველი 50- ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს სუნს.

·         მოულოდნელი, თუნდაც არცთუ მაღალი ხმაურიც კი იწვევს თვალის გუგის გაფართოებას და ფოკუსის შეცვლას, ამიტომ ზუსტი პროფესიის ადამიანებს (ქირურგებს, მესაათეებს) ასე არ უყვართ ხმაური.

·         ყოველ ადამიანს თავისი უნიკალური სუნი აქვს, განპირობებული გენეტიკური ფაქტორებით, გარემოს ზემოქმედებით, კვების რაციონით და პირადი ჰიგიენის საშუალებებით.
                                ასაკი
·         60 წლის ასაკში ადამიანი კარგავს გემოს რეცეპტორების ნახევარს.

·         თვალები ზრდასრულობიდან  მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ იცვლიან ზომას, ცხვირი და ყურები კი მთელი ცხოვრება იზრდება.

·         ჩვილის თავი მისი სიმაღლის ერთი მეოთხედია. 25 წლის ასაკში თავის წილი უკვე მერვედია.
                                  ავადმყოფობა
·         ორშაბათი - რთული დღეა. შოტლანდიაში ჩატარებული გამოკვლევები მოწმობს, რომ ინფარქტით გარდაცვალების რისკი ორშაბათს 20%-ით მეტია, ვიდრე სხვა დღეებში.

·         კვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 1 ან 2 თვეც კი, ძილის გარეშე კი ყველაზე დიდი რეგისტრირებული პერიოდია 11 დღე.

·         მზით დამწვრობით გამოწვეული დაზიანების აღსადგენად ორგანიზმს რამდენიმე თვე სჭირდება.

·         ყველა დაავადების 90% გამოწვეულია (ან მნიშვნელოვნად გართულებულია) სტერსის მიერ.
                                  კუნთები და ძვლები


·         ღიმილისას მუშაობს 17 კუნთი, მოღუშვისას კი - 43. ასე, რომ ღიმილი ენერგეტიკულადაც მომგებიანია. 


·         ადამიანის სხეულში არის 640-ზე მეტი კუნთი.

        სახეს აქვს დაახლოვებით 60 კუნთი.

       ადამიანის ბარძაყის ძვალი ყველაზე ძლიერ ბეტონზე მაგარია


·         ახალშობილის ჩონჩხი 300-მდე ძვლისგან შედგება. შემდეგ ხდება ზოგი მათგანის შეზრდა და რჩება 206.

·         ყოველი 200 ადამიანიდან ერთს აქვს ზედმეტი ნეკნი

·         ადამიანს აქვს 7 მალა კისერში, ისევე როგორც ჟირაფს
                    
         ადამიანის თეძოს ძვლები ბეტონზე მტკიცეა.  

                         ნეკნები სუნთქვისას მოძრაობენ. აქედან გამომდინარე, ისინი წელიწადში დაახლოებით 5 მილიონჯერ იცვლიან ადგილს.


·         დილით ჩვენ თითქმის 1 სმ-ით მაღალი ვართ, ვიდრე საღამოს - ამის მიზეზია ხერხემლის ხრტილების შეკუმშვა.

·         ჩვენი სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთი (ზომების გათვალისწინებით) ენაა.

·         ერთი ნაბიჯის გადადგმისას მოქმედებაში მოდის 200-მდე კუნთი.

·         ადამიანის ერთადერთი ორგანო, რომლის აღდგენა არ ხდება, არის კბილი (მისი გარე ფენა - მინანქარი). მღრღნელებს კბილები მთელი ცხოვრება ეზრდებათ.

·         ძვალი - ზოგიერთ ფოლადზე უფრო მტკიცეა. თუმცა მყიფეა.

·         ჩვენი 206 ძვლიდან 52 ტერფებშია., ხოლო ხელის მტევანი მაჯის ძვლების ჩათვლით -54 -ა. მაჯის ძვლების რიცხვი = 8

·         თავის ქალა 31 ძვალს შეიცავს, აქედან 15 სახის ქალას ეკუთვნის

·         თავის ქალას ერთადერთი მოძრავი ძვალია ქვედა ყბის ძვალი. 

        კბილის ემალი ყველაზე მყარი, მაგარი ნივთიერებაა თქვენს სხეულში

                          მიკროსკოპში
·         ჩვენი კანის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე 5 მილიონამდე ბაქტერიაა.

·         ადამიანის კანის საფარველის განახლება საშუალოდ 27 დღეში ხდება.

·         ყოველ წუთში ჩვენს სხეულში კვდება 300 000 000 უჯრედი. და ამდენივე იქმნება, ცხადია. ეს უჯრედების საერთო რაოდენობის 0,0001%-ია.

·         ენის ანაბეჭდი, ისევე, როგორც თითის, ყოველ ადამიანს უნიკალური აქვს.

·         რაც ჩვენს ორგანიზმში რკინაა, საკმარისია 10 სმ-იანი ლურსმნის დასამზადებლად,

·         ტუჩები წითელია იმიტომ, რომ ჟანგბადით მდიდარი სისხლი ლანდავს კაპილარებიდან. სიცივეში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება (კაპილარების დავიწროების გამო) და ტუჩებიც (არა მარტო) ლურჯდება.
                                  სხვადასხვა
     თქვენი ცერა თითი იმავე სიგრძისაა , რამდენისაც თქვენი ცხვირი

     სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირი სიზუსტით არ ხორცდება. მაგალითად, ყურის ბიბილო ერთ-ორ თვეში ხორცდება, ხოლო ამავე ყურის ზემოთახრტილოვანი ნაწილის შესახორცებლად ექვსი თვიდან ერთ წლამდეა საჭირო.


 სიცილი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხსნის სტრესს. 6 წლის ბავშვები დღეში საშუალოდ 300 ჯერ იცინიან, როდესაც ზრდასრული ადამიანები, 15-100-ის ფარგლებში.

როდესაც ვუსმენთ ნიჟარას, ჩვენ ოკეანის ხმა კი არ გვესმის, არამედ საკუთარი სისხლის მოძრაობის ხმა, რომელიც ყურში, ვენებში გადის.

·         რაც უფრო გვცივა ძილისას, მით მეტია კოშმარის ალბათობა.

·         ნახევარ საათში ორგანიზმი გამოყოფს 2 ლიტრი წყლის ასადუღებლად საკმარის სითბოს.

·         სტრესის ან შიშის მდგომარეობაში ყურებში მეტი გოგირდი გამომუშავდება. ასევე იმატებს გოგირდის გამოყოფა მექანიკური გაღიზიანებისას

·         საკუთარ თავს ვერ მოუღიტინებ, რადგან ტვინმა იცის, რომ ეს შენი ხელებია და ითვალისწინებს ამას.

·         ადამიანი - ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეუძლია გრძნობების მოზღვავებისგან იტიროს.

·         ცაციები საშუალოდ 9 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, მაგრამ არა გენეტიკის გამო, არამედ სახიფათო პროცესების და მექანიზმების ცაციების სპეციფიკასთან არასაკმარისად ადაპტირებულობის შედეგად.

·         თითის უნიკალური ანაბეჭდები პრიმატების გარდა მხოლოდ კოალებს აქვთ.


No comments:

Post a Comment