სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
|
ეკატერინა
ჯვარშეიშვილი
|
|
საგანი
|
ბიოლოგია
|
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
ინტეგრირებული
ბიოლოგია
- ქიმია
|
|
თარიღი
|
2019
წ.
|
|
თემა
|
უჯრედი
|
|
საკითხი
|
გამოსაკითხი მასალა :
უჯრედული
თეორია
ასახსნელი მასალა :
უჯრედის
ქიმიური შედგენილობა. არაორგანული ნივთიერებები
|
|
გაკვეთილის განხორციელებისათვის საჭირო დრო
|
45 წუთი
|
|
სწავლების საფეხური
, კლასი
|
X - გ კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში - 25 სსსმ მოსწავლე : 0
|
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
საერთო-საკლასო ; ინდივიდუალური და ჯგუფური
|
|
გაკვეთილის
სასწავლო მიზანი :
ცოდნა,
უნარები,
დამოკიდებულებები
|
შეისწავლონ ერთი
საგნის ბიოლოგიის - ცოცხალი ორგანიზმების
უჯრედების ქიმიური შედგენილობა და კავშირი მეორე საგანთან - ქიმიასთან - რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას.
გაანალიზონ უჯრედში
შემავალი ქიმიური ნივთიერების მოლეკულებისა და იონების ურთიერთმოქმედების როლი
ორგანიზმის ცხოველმოქმედებაში.
შეაფასონ უჯრედში ქიმიური ნივთიერებების მნიშვნელობა და მოახდინონ შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანა.
ცოდნა :
უჯრედის როლი, როგორც სიცოცხლის უმცირესი ელემენტარული
ერთეული ცოცხალ სამყაროში; უჯრედის
ატომური და მოლეკულური შედგენილობა; უჯრედული თეორია; ციტოლოგია, როგორც მეცნიერება
უჯრედის შესახებ.
უნარები :
კრიტიკული
აზროვნება და პრობლემების გადაჭრა - მოსწავლეებს განუვითარდეთ
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება; საღი მსჯელობითა და აღქმით
მოახდენენ საგანთა შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრებას;
კომუნიკაცია
და თანამშრომლობა
- პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში. ინიციატივა
და დამოუკიდებელი მუშაობა - უწყვეტი განათლებისთვის
მზაობის დემონსტრირება.
დამოკიდებულება :
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური განწყობა და ინტერესი საბუნებისმეტყველო
დისციპლინების მიმართ. გამოიყენონ ახალი ტერმინები
მსჯელობის დროს. მოახდინონ
გლობალურ სივრცეში ინფორმაციის მოპოვება
და საკითხისადმი მისადაგება. გაცნობიერებული ჰქონდეთ მეცნიერების
როლი კაცობრიობის პროგრესში.
|
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
ბიოლოგიის სტანდარტი :
ცოცხალი სამყარო
კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედში მიმდინარე პროცესებზე
და დაასაბუთოს
მათი მნიშვნელობა ორგანიზმისათვის
ინდიკატორი:
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· მსჯელობს უჯრედის სტრუქტურული
კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს, როგორც ერთ მთლიანს;
· ასაბუთებს უჯრედის შემადგენლობაში
შემავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერებების აუცილებლობას ორგანიზმისათვის;
lწყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებების საფუძველზე ასაბუთებს სიცოცხლისათვის მის აუცილებლობას;
ქიმიის სტანდარტი :
ქიმიური მოვლენები
·
ქიმ.X.12. მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ
მსჯელობა.
ინდიკატორი :
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
·
ახასიათებს ელემენტებსა და მათ მნიშვნელოვან ნაერთებს;
·
აკავშირებს ელემენტების ფიზიკურ და მნიშვნელოვან ქიმიურ
თვისებებს მათ გამოყენებასთან;
·
იცნობს ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების
მიღების ძირითად მეთოდებს;
·
განაზოგადებს ელემენტების თვისებებს ერთი ჯგუფის
ელემენტებისათვის;
|
|
საჭირო წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევები
|
ბიოლოგია:
მოსწავლეებმა
იციან ბიოლოგიურ ორგანიზაციის
იერარქიაში უჯრედი არის ნივთიერებათა ყველაზე უმარტივესი ნაკრები,რომელიც
ცოცხალისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენს; უჯრედის
როლი, როგორც სიცოცხლის უმცირესი ელემენტარული ერთეული ცოცხალ ორგანიზმებში;
უჯრედის
ატომური და მოლეკულური შედგენილობა; უჯრედული თეორია და მისი არსი; ციტოლოგია, როგორც
მეცნიერება უჯრედის შესახებ. განასხვავებენ მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს.
ქიმია:
მოსწავლეებმა
იციან ნივთიერებათა კლასიფიცირება; სხვადასხვა სახის ქიმიური რეაქციების დახასიათება და შედარება; ქიმიური ბმის ტიპები; მოიპოვებს ინფორმაციას მისთვის ცნობილი მარტივი
და რთული ნივთიერებების გამოყენების შესახებ;
ქიმიური ელემენტების და მათი ნაერთების
დახასიათება ; ელემენტები - წყალბადი, ჟანგბადი, გოგირდი, აზოტი,
ფოსფორი, ნახშირბადი, სილიციუმი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ალუმინი,
რკინა, მანგანუმი. მათი მნიშვნელოვანი ნაერთები, თვისებები, გამოყენება.
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
/ აქტუალობა
|
მოსწავლეს საშუალება ეძლევა
გაიაზროს და დააფასოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობა. მიღებული ინფორმაციისა და გამოცდილების
საფუძველზე გაიღრმავოს ცოდნა ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის კანონზომიერებათა შესახებ. ქიმიური ბმების , ელემენტთა და მათ ნაერთთა თვისებების შესწავლის საფუძველზე ის განჭვრეტს კავშირს ცოცხალ
ორგანიზმთა შემსწავლელ დისციპლინა ბიოლოგიასა და ნივთიერებებისა და მათ ურთიერთგარდაქმნების
შემსწავლელ მეცნიერებას ქიმიას შორის კავშირს.
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები
|
სახელმძღვანელო;
ისტ - ი; დ.მენდელეევის პერიოდული სისტემა; დაფა ; ცარცი ; რვეული ; თაბახის ფურცლები ; შეფასების
რუბრიკები, მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი
; თითოეულ მოსწავლეზე ბეჭდური მასალა .
|
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
ინდივიდუალური, ჯგუფებში მუშაობის განმსაზღვრელი და
განმავითარებელი შეფასება ; საერთო - საკლასო
გამოკითხვის და ჩართულობის პროცესში ( საჭიროებისამებრ ) „ ცერების ტექნიკის “გამოყენება ; სიტყვიერი კომენტარი.
|
|
მოსალოდნელი
საფრთხეები მათი გადაჭრის გზები
|
მოსწავლეებმა შესაძლოა
ვერ გაიგონ ქიმიური და ბიოლოგიური ტერმინოლოგია
- განმარტების მიწოდება ;
ისტ - ის ხელმიუწვდომლობა /გაუმართაობა; - თვალსაჩინოების ტაბულები /პლაკატების გამოყენება.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
I შესავალი
გამოწვევის ფაზა
ქტივობა #
1 ორგანიზაციული მხარე
და მიზნის გაცნობა
/ 2 წთ /
კლაასის ორგანიზების
ფორმა :
საერთო-საკლასო
აქტივობის
მიზანი : მოსწავლეთა სწრებადობის შემოწმება, საგაკვეთილო
პროცესისათვის მომზადება . გაკვეთილის
მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების
გაცნობა.
აქტივობის
აღწერა : ვესალმები
მოსწავლეებს, საკლასო ჟურნალში ვაფიქსირებ თარიღს და „ არ “- ებს საჭიროების შემთხვევაში.
მოსწავლეებს
ვაცნობ გაკვეთილის მიზანს, რომელსაც ვაკრავ თვალსაჩინო ადგილას. ვახსენებ ქცევის
წესებს როგორც საერთო საკლასო ისე, ჯგუფური მუშაობისათვის. შეფასების კრიტერიუმების
შეხსენებისას ვითვალისწინებ მოსწავლეთა შესაძლებლობებს, რათა მოვახდინო მოსწავლეთა მიღწევის დონეების ზუსტი აღწერილობა.
აგრეთვე მოვახდენ იმ მოსწავლეების შეფასებას, რომლებიც
იაქტიურებს გაკვეთილზე.
აქტივობა #
2 წინარე ცოდნის
შემოწმება და განმტკიცება
კითხვა
-პასუხით / 5 წთ
/
კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო
საკლასო ; ინდივიდუალური
აქტივობის
მიზანი : გონებრივი
იერიშის მეთოდით საგაკვეთილო მასალის გახსენება.
მეთოდი : კითხვა - პასუხი
აქტივობის
აღწერა : მოსწავლეთა საშინაო დავალების მომზადების ხარისხის
შემოწმების მიზნით მოსწავლეებს ვუსვამ შემდეგი სახის კითხვებს:
ვინ აღმოჩინა პირველი უჯრედი? ვინ შემოიღო ტერმინი „უჯრედი“?
ვინ აღმოაჩინა პირველად ერთუჯრედიანები? ვინ და როდის აღმოაჩინა პირველი მცენარეული
უჯრედი? ვინ
და როდის აღმოაჩინა პირველი ცხოველური უჯრედი?
რას შეისწავლის ციტოლოგია? როდის და ვის მიერ შეიქმნა პირველი უჯრედული თეორია?
რაში მდგომარეობს თანამედროვე უჯრედული თეორიის არსი? გაკვეთილი ბოლოს შეფასებას ვახდენ განმსაზღვრელი შეფასების
რუბრიკით . /დანართი
#2/
II ფაზა ძირითადი ნაწილი
სიღრმისეული წვდომა
აქტივობა #
3 ახალი ინფორმაციის წარდგენა /
12 წთ /
კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო საკლასო
აქტივობის
მიზანი : საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ქიმიასა და ბიოლოგიას შორის კავშირის
დამყარება.
მოსწავლეებს
ვთავაზობ დაასახელონ ის ქიმიური ტერმინები, რომლებიც შესაძლოა ბიოლოგიასთან დააკავშირონ.
მოსწავლეები სავარაუდოდ ასახელებენ ქიმიურ ტერმინებს (მაგ. ორგანული და არაორგანული
ქიმია, ქიმიური ელემენტი, ნივთიერება, ქიმიური რეაქციები, , მარტივი
და რთული ნივთიერება, არაორგანული და ორგანული ნივთიერება, ქიმიური ბმები......) მასწავლებელი წერს ასოციაციურ რუკაზე ამ ტერმინებს.
ამის შემდეგ მოსწავლეების დახმარებით განვმარტავთ ამ ტერმინებს და ვასაბუთებთ შესაბამისი
მაგალითებით.
ბიოლოგია - ლექცია თვალსაჩინოებით
PowerPoint-ის პროგრამაში მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაციით ვსაუბრობ
ცოცხალ ორგანიზმებში : მიკრო, მაკრო და ულტრამიკროელემენტების შემცველობაზე და ორგანიზმისათვის
მათ როლსა და მნიშვნელობაზე
კავშირს ვამყარებ ქიმიასა ბიოლოგიას შორის : უჯრედი წარმოადგენს ორგანიზმის უმცირეს ელემენტარულ ერთეულს; უჯრედის
შემადგენლობას კი განსაზღვრავს მისი ქიმიური შედგენილობა, მიუხედავად ქიმიური ელემენტების
პროცენტული რაოდენობის სიმცირისა , მათი როლი მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური
ფუნქციონირებისათვის, რადგანაც სასიცოცხლო პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას, უჯრედში
მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები განსაზღვრავენ.
ვუხსნი : უჯრედის ქიმიურ შედგენილობას, ქიმიური ელემენტებს
ვყოფ მაკროელემენტებად, მიკროელემენტებად და ულტრამიკროელემენტებად და განვუმარტავ
ცალკეული ქიმიური ელემენტების მოქმედების ხასიათს ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელოვანესი
სასიცოცხლო ბიოქიმიური პროცესების წარმართვისათვის. ასევე ვახარისხებ უჯრედის შედგენილობას
არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებად და განვუმარტავ ამ ნივთიერებების მნიშვნელობას
და ფუნქციებს ორგანიზმისათვის.
აქტივობა #
4 ტექსტზე მუშაობა, მოსაზრებების შეჯერება , პრეზენტაცია / 20 წთ /
კლასის ორგანიზების
ფორმა : ჯგუფური
/10
წთ+4 x2,5წთ/
აქტივობის
მიზანი: უჯრედში
შემავალი ქიმიური ელემენტების დახასიათება
და მნიშვნელობის დადგენა ადამიანის ორგანიზმისათვის და ამ ნივთიერებათა უკმარისობით
გამოწვეული დაავადებების გაცნობა
მეთოდი : პრეზენტაცია - წაიკითხე, იფიქრე
და განჭვრიტე სტრატეგიით.
აქტივობის აღწერა : კლასი დაყოფილია
4 ჯგუფად. შევახსენებ პრეზენტაციის წესებს, შეუძლიათ პრეზენტატორს დაეხმაროს
ჯგუფის თითოეულმა წევრმა და გააკეთონ ნამუშევრის
პრეზენტაცია. ამით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თანამშრომლობის უნარ-ჩვევა. ვურიგებ
თითოეულ ჯგუფს მასალის ქსეროსს და ბარათებს - კითხვებით, ქიმიური ელემენტების მითითებით (განსხვავებული ნივთიერება თითოეული ჯგუფისათვის),
რის მიხედვითაც იმუშავებს ჯგუფები
I ჯგუფი - Fe -რკინა
II ჯგუფი - Ca - კალციუმი
III ჯგუფი - Zn - თუთია
IV ჯგუფი - I -იოდი
პირველი ეტაპი -
წაიკითხე : გულდასმით
წაიკითხე ტექსტი, გაეცანი ქიმიურ ნივთიერებას და დაახასიათე. მეორე ეტაპი - იფიქრე : გაანალიზე რა შედეგამდე მიჰყავს ადამიანი მოცემული
ნივთიერების რაოდენობის ნორმის დარღვევას და
შედეგად რა პრობლემა დგება. მოახდინე პრობლემის იდენტიფიცირება, გამოკვეთე
და დაახასიათე დაავადება. მესამე ეტაპი - განჭვრიტე :
პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებიდან გამომდინარე დასახე პრობლემის გადაჭრის გზები.
ჯგუფური მუშაობა თანამშრომლობით მუშაობას მოითხოვს, რომლის საშუალებითაც მოახდენენ ჯგუფური მუშაობის შედეგად პრეზენტაციის მომზადებას და წარდგენას. თითოეული ჯგუფი წარადგენს მის მიერ კონკრეტულ ჯგუფზე განსაზღვრული დავალების შესრულებას, ზეპირი პრეზენტაციის სახით. ( თითოეული ჯგუფისათვის
დრო- 2,5 წთ)
III დასკვნითი ნაწილი
რეფლექსიის ფაზა
აქტივობა #
5 გაკვეთილის შეჯამება / 3 წთ /
კლასის ორგანიზების
ფორმა : საერთო საკლასო
აქტივობის
მიზანი : მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი ცოდნის განმტკიცება , გაღრმავება.
მეთოდი : ინტერაქტიული
აქტივობის
აღწერა : გაკვეთილის
თემიდან გამომდინარე ვსვამ საკვანძო კითხვებს: რომელი ქიმიური ელემენტები შედის განსაკუთრებით
დიდი რაოდენობით ადამიანის ორგანიზმში? რატომ არის ეს ელემენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ადამიანის ორგანიზმისათვის? რა კავშირი არსებობს ქიმიურ ელემენტებსა და უჯრედში მიმდინარე
სასიცოცხლო პროცესებს შორის? ამის დასადასტურებლად რომელ ქიმიურ რეაქციას დაასახელებდით?
ვაჯამებ მთელ საგაკვეთილო პროცესს; ავღნიშნავ როგორ შეძლეს მოსწავლეებმა უჯრედში შემავალი ქიმიური
ნივთიერებების მნიშვნელობისა და უჯრედში მათი არსებობის აუცილებლობის განსაზღვრა ორგანიზმისათვის. საგაკვეთილო პროცესიდან
მიღებული ინფორმაციის - ანალიზი, ქიმიიდან საჭირო ინფორმაციის მობილიზება და დაკავშირება
უჯრედში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებთან.
აქტივობა #
6 მოსწავლეთა შეფასება
/
2 წთ /
კლასის ორგანიზების
ფორმა : ინდივიდუალური;
ჯგუფური;
აქტივობის
მიზანი : უკუკავშირის მიცემა - მოსწავლე
ფასდება გაკვეთილის პროცესში ჩართულობით, ახალი მასალის ათვისების დონით
და გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოების
ხარისხით, შეფასების რუბრიკების მიხედვით:
განმავითარებელი შეფასებით ჯგუფების მუშაობას და განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეების მუშაობას. ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს და მოსწავლეებიდან მიღებული ინფორმაციიდან
გამომდინარე
შედეგებზე ვიმსჯელებთ მომდევნო გაკვეთილზე. /
დანართი 1;
2; 3; /
მეთოდი : ვერბალური;
აქტივობის
აღწერა : სწავლის
პროცესს ვაკვირდები მთელი გაკვეთილის განმავლობაში: თუ როგორ არის ჩართული მოსწავლე
საგაკვეთილო პროცესში,როგორ მუშაობს იგი ინდივიდუალურად , ჯგუფებში. მოსწავლის მიღწევებზე
ვმსჯელობ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახერხებს ახალი მასალის, კერძოდ ქიმიურ და ორგანიზმის ცხოველქმედების პროცესებს შორის
კავშირის აგებას წინარე ცოდნაზე დაყრდნობით
, როგორ შეძლებს მათ გამოყენებას და ცოდნის ტრანსფერს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი გაკვეთილზე მოსწავლეთა
ინდივიდუალური ჩართულობის განმსაზღვრელი და ჯგუფური მუშაობის
დროს ჩართულობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
/ დანართი 1 ;
2 ; 3; /
აქტივობა #
7 საშინაო დავალების პირობის
გაცნობა
/ 1 წთ /
კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო
საკლასო
აქტივობის
მიზანი : ცხოვრებაში მოახდინონ შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან
დაკავშირება.
მეთოდი : ვერბალური
აქტივობის
აღწერა : დარიგებული ბეჭდური მასალის გამოყენებით მოახდინონ
ინფორმაციის დამუშავება და განმარტებების ფორმულირება - ქიმიური ელემენტების ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები ; ამ დაავადებებისათვის დამახასიათებელი
სიმპტომები. საქართველოში ბოლო წლების
კვლევა ამ დაავადებების დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა. დაავადებათა ძირითადი ჯგუფების
მიხედვით მოახდინონ ინფორმაციის დამუშავება და განმარტებების
ფორმულირება.
|
ჯგუფური
სამუშაოს შეფასების განმავითარებელი რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის
მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის
მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის
მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო
არ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო არ იყო განაწილებული
|
სამუშაო
ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის
არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო
კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო თანაბრად გადანაწილდა
|
ჩართულობა/
დავალების შესრულება
|
ჯგუფის
ერთ (ორი) წევრი აქტიურობდა და ასრულებდა დავალებას
|
ჯგუფის
თითქმის ყველა წევრი აქტიურობდა და ასრულებდა დავალებას
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურობდა და ასრულებდა დავალებას
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,
არ უსმენენ ერთმანეთს, არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
|
ხმაურობენ,
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ
ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ
ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ
გადააცდინეს დროს
|
დაიცვეს
დროის ლიმიტი
|
დანართი 2
მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში მუშაობის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
სუსტი
1 - 3
|
საშუალო
4 – 6
|
კარგი 7 - 8
|
ფრიადი 9 - 10
|
1.მოსწავლე პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას
|
მცირედ პასუხისმგებლობით ასრულებს დავალებებს
|
ნაწილობრივ პასუხისმგებლობით ასრულებს დავალებებს
|
პასუხისმგებლობით ასრულებს დავალებებს
|
ყოველთვის პასუხისმგებლობით ასრულებს დავალებებს
|
2.მოსწავლე სამუშაოს ორგანიზებას ახორციელებს
|
მცირედ ახდენს სამუშაოს ორგანიზებას
|
სამუშაოს ნაწილობრივ ორგანიზებას
ახდენს
|
სამუშაოს კარგად გეგმავს და წარმოაჩენს. ახდენს მუშაობის ორგანიზებას
|
სამუშაოს კარგად გეგმავს და ხარისხიანად წარმოაჩენს. ახდენს მუშაობის ორგანიზებას
|
3.მოსწავლე პოზიტიურ გარემოს ქმნის მუშაობისას
|
მცირედ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და სხვისი აზრის პატივისცემა, მცირედ ქმნის დადებით გარემოს
|
ნაწილობრივ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და სხვისი აზრის პატივისცემა, ნაწილობრივ ქმნის დადებით გარემოს
|
შეუძლია კომპრომისზე წასვლა და სხვისი აზრის პატივისცემა, თუნდაც არ ეთანხმებოდეს. ქმნის დადებით გარემოს
|
ყოველთვის შეუძლია კომპრომისზე წასვლა და სხვისი აზრის პატივისცემა, თუნდაც არ ეთანხმებოდეს. ქმნის დადებით გარემოს
|
4.მოსწავლე შემოქმედებითად და საინტერესოდ წარმართავს მუშაობას
|
მცირედ ახერხებს საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოაჩინოს საკითხები სხვადასხვა დავალებებზე მუშაობისას
|
ნაწილობრივ საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოაჩენს საკითხებს სხვადასხვა დავალებებზე მუშაობისას
|
საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოაჩენს საკითხებს სხვადასხვა დავალებებზე მუშაობისას
|
ყოველთვის საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმოაჩენს საკითხებს სხვადასხვა დავალებებზე მუშაობისას
|
5.მოსწავლე ავლენს საგნის ცოდნას და საუბრობს კონსტრუქციულად საკითხის ირგვლივ
|
მცირედ ახერხებს, რომ დავალების მიზანი და შინაარსი დააკავშიროს ერთმანეთთან და მუშაობის დროს ავლენს საკითხების მცირედ ცოდნას.
|
ნაწილობრივ ახერხებს, რომ დავალების მიზანი და შინაარსი დააკავშიროს ერთმანეთთან და მუშაობის დროს ავლენს საკითხების ნაწილობრივ ცოდნას.
|
ახერხებს, რომ დავალების მიზანი და შინაარსი დააკავშიროს ერთმანეთთან და მუშაობის დროს ავლენს საკითხების ცოდნას.
|
ყოველთვის ახერხებს, რომ დავალების მიზანი და შინაარსი დააკავშიროს ერთმანეთთან და მუშაობის დროს ავლენს საკითხების ღრმა ცოდნას.
|
დანართი 3 გასავლელი ბილეთები
მოსწავლის გვარი
და სახელი-------------------------
ჩემი მუშაობით
გაკვეთილზე მე-------------------------------------------------------------
გაკვეთილის
მასალა ჩემთვის იყო----------------------------------------------------------
რისთვის შევაქებდი
საკუთარ თავს?---------------------------------------------------
რისთვის შევაქებდი
თანაკლასელებს?-------------------------------------------
რა დამამახსოვრდა
ყველაზე მეტად? რატომ? რა გავითვალისწინე სამომავლოდ?---------------------------------------------------------------------------------------------------
მე მნიშვნელოვანი
მომეჩვენა---------------------------------------------------------
No comments:
Post a Comment