Saturday, March 17, 2018

მას... მიყვარხართ!

ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა ჩემმა სადამრიგებლოს მოსწავლემ მორცხვად გამომიწოდა რგოლად დახვეული სახატავი ფურცელი და ხმადაბლა წაიჩურჩულა მას მიყვარხართო. ამ სურათზე გამოსახულია მოსწავლეები  დარგოლილი ფორმატებით ,
ქოთნის ყვავილებით, რაც ალბათ ჩემს გაკვეთილთან ასოცირდება, მე ხომ ხშირად ვავალებ იმუშაონ პროექტებზე და რაც ჩემთვის ყველაზე გასახარია ყველა მოსწავლის სახე ღიმილიანი და ბედნიერია, რაც ალბათ მათ განწყობას გამოსახავს ჩემი გაკვეთილის მიმართ.
    რა არის პედაგოგის ყველაზე დიდი სიხარული? - მოსწავლეთა განწყობა!
და სწორედ ეს მაბედნიერებს!


No comments:

Post a Comment