Friday, March 16, 2018

მილიონში ერთი: ტყუპები, რომლებიც კანის ფერით განსხვავდებიან -NATIONAL GEOGRAFHIC

იმდენად საინტერესო და უცნაური მოვლენაა ჩავთვალე , რომ ბლოგზე გამეზიარებინა და ჩემი ბლოგის მკითხველისათვის გამეცნო ეს იშვიათი მოვლენა, რასაც ორი განსხვავებული კანის ფერის გამოვლენა ქვია ტყუპების შემთხვევაში.
მილიონში ერთი: ტყუპეპი, რომლებიც ცხოვრებას შავ-თეთრად არ უყურებენ
11 წლის მარსია და მილი ბიგსები, როგორც სხვა დები, გიჟდებიან ჰიპჰოპზე და ერთმანეთზე – უბრალოდ ისინი უცნობებს, ყოველთვის საუკეთესო მეგობრები ჰგონიათ და არა ტყუპები.
ეს კი იმის გამო, რომ მარსიას ღია ფერის კანი, დიდი ლურჯი თვალები და ქერა ხვეული თმა აქვს, ხოლო მის ტყუპისცალ მილის მუქი ფერის კანი, ყავისფერი თვალები აქვს და მარსიასნაირი თმა, უბრალოდ – შავი.

“ხანდახან, ხალხი არ გვიჯერებს რომ ტყუპები ვართ. ჰქონიათ, რომ ვიტყუებით”, – თქვა მარსიამ “დილა მშვიდობისა ამერიკასთან”.
 
როგორც ტყუპების მშობლები ამბობენ, დაბადებისას გოგონები აბსოლუტურად იდენტურები იყვნენ, 10 თვის ასაკში კი დებში ცვლილება შენიშნეს.
“პირველად მილის შევნიშნე ცვლილება. ის უფრო და უფრო მუქი ხდებოდა”, – აცხადებს გოგონას მამა მაიკლი, რომელიც წარმოშობით იამაიკიდანაა და მუქი ფერის თმა და კანი აქვს.
არაიდენტური ტყუპები სხვადასხვა სპერმატოზოიდით განაყოფიერებული ორი კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონების შედეგია. გენეტიკური სახეცვლილების შედეგად, მილიში მამის გენმა იმძლავრა, ხოლო მარსიაში – დედის.
“მილი უფრო ბიჭურია, მას ლურჯი ფერი და სპორტი იტაცებს, ხოლო მარსია ნამდვილი პრინცესაა, ვარდისფერი უყვარს და ძვირფასი ნივთები”, – ამბობს ტყუპების დედა ამანდა, რომელიც გოგონებს “მილიონში ერთ სასწაულს” უწოდებს.

იშვიათი ტყუპებით დაინტერესდა National Geographic. ისინი აპრილის ნომრის გარეკანისთვის გადაიღეს.
“შავი და თეთრი – ტყუპები რომლებიც გვაიძულებენ, გადავხედოთ ყველაფერს რასის შესახებ” – სწორედ ასეთი სათაურით გამოვა ისტორია მათ შესახებ.
 
“რასიზმი არის, როდესაც ვიღაც შენ ფერს უყურებს და აფასებს და არა შენ”, – ამბობს მილი და დასძენს: “მე მირჩევნია განსხვავებული ვიყო, არ არის აუცილებელი ყოველთვის მასაში გაერიო და არ გამოირჩეოდე. ჯობია შენ იყო შენ”.

გოგონები ამაყობენ იმით, რომ მათ სახეებს მთელი მსოფლიო ნახავს.
“ვამაყობ ჩვენი თავით. ყველა ვერ მოხვდება ჟურნალის გარეკანზე. ეს თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებს”, – ამბობს მარსია.
 
“ისინი ასეთები არიან. ისინი უბრალოდ რაღაცეებს შავ-თეთრად არ ხედავენ”, – ამბობს გოგონების მამა.
და, ვფიქრობ ისინი განსაკუთრებულები არიან  არა იმიტომ რომ უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენენ, არამედ იმირომ, რომ ისინი ისტორიაში შევლენ , როგორც უდიდესი მესიჯი მსოფლიოს - რასიზმი არ არსებობს.

2 comments:

  1. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა,რასების შერევის თვალნათელი მაგალითია, აუცილებლად ვაჩვენებ ჩემს მოსწავლეებს.

    ReplyDelete
  2. და ყველაზე მეტად გასაოცარი ის არის რომ ეს გოგონები ერთი დედის ორგანიზმში ერთდროულად ჩაისახა და გამოვიდა, რომ განსხვავებული რასის წარმომადგენლები არიან.

    ReplyDelete