Wednesday, March 14, 2018

გაკვეთილის გეგმა

  

                                               გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:        ეკატერინა ჯვარშეიშვილი
საგანი: ბიოლოგია
კლასი:         VIII
თემა: ფსიქოაქტიური ნივთიერებები

დრო:            45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 30 მოსწავლე.  სსსმ - 1


     
  გაკვეთილის მიზანი:

● მოსწავლე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს თამბაქოს წევისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე და ყოველ ჯერზე სწორად ასახელებს მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს და სამიზნე ორგანოებს.





      ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

        ბიოლ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის     მნიშვნელობა     ადამიანისათვის.
         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:

·      შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია და გაანალიზოს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;





საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
       მოსწავლემ იცის ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები, ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა სისტემები და აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან, ასევე იცის სხვადასხვა ორგანოთა ძირითადი ფუნქციები

შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი (კომენტარი, გასასვლელი ბილეთი აქტ.N5 . შუქნიშანი აქტ. N2. აქტ.N4. ცერების მეთოდი) და  განმსაზღვრელი  შეფასება, თვითშეფასება.


სასწავლო მასალა და რესურსები: VIIIკლასის სახელმძღვანელო. ავტორი:
მ. მაყაშვილი, რ. ახვლედიანი. გამომც. ,,კლიო“.  პროექტორი , ცარცი, დაფა, თაბახის მუშაობისათვის. ფერადი ბარათები ,, შუქნიშანისთვის“ და ჩხირები
ინტერნეტ რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=wubiDGksJ3I



 აქტივობა #1 მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა
დრო:2 წთ
აქტივობა №2  ,,მოლოდინების განსაზღვრა“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებმა იციან ,რომ არსებობს უამრავი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს.
     ახალი ცოდნის აგების მიზნით მასწავლებელი აძლევს მითითებას მოსწავლეებს შეასრულონ საკლასო სამუშაო და დახატონ ისეთი ეტიკეტი სასმელი ბოთლის, სიგარეტის ან წამლის კოლოფისთვის რომ 
ადამიანს არ მოუნდეს მისი შიგთავსის გასინჯვა.
სსსმ მოსწავლისათვის წინასწარ მექნება გამზადებული სურათი ,, თამბაქოს მოწევის აკრძალვის ნიშნით“
საკლასო სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს.
ხანგრძლივობა: 5 წუთი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.

 აქტივობა №3 მინი ლექცია.
აქტივობის მიზანი: ცოდნის კონსტრუირება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ახალი ცოდნის აგებას ანუ კონტრუირებას იწყებს მინი ლექციის სახით
და იყენებს ელექტრონულ მასალას ვიდეო ფილმის სახით, რომელიც უფრო ეფექტურს და საინტერესოს 
ხდის ახალი მასალის ათვისებას და დამახსოვრებას.ფილმის ნახვის შემდეგ მასწავლებელი განიხილავს განავრცობს მასალას
თამბაქო მცენარეული ნაწარმია თამბაქოს ბოლი შეიცავს 500–მდე ნივთიერებას თამბაქოს 60–მდე სახეობა არსებობს მათგან მხოლოდ ორია ძორითადი ნიკოტინიანი ტობაკუ და ნიკოტინიანი რუსტიკა. თამბაქო პირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ფოთლებს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ. თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთანაა დაკავშირებული პირველი როდრიგო დეჯირეზი ღარიბი ახალგაზრდა იყო წევა ევროპაში პირველმა მან დაიწყო მეორე
ადამიანი გახლდათ ფრანგი ჯან ნიკო რომელმაც ლისბონში პირველმა შეიტყო თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ. ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება ნიკოტინი და ფირი.
მწეველების მიერ შეწოვილი ნიკოტინის რაოდენობა ვარირებს 90%– დან 10%–მდე. ნიკოტინს შეუძლია
ცნსის როგორც სტიმულირება ასევე დათრგუნვა ადამიანი რომელიც 25 ცალ სიგარეტს ეწევა სიცოცხლის ხანგრძლივობას იმოკლებს 5 წლით. ფილტვების, პირის ღრუსა და ხახის კიბოს განვითარების რისკი მწეველებს გაცილებით მაღალი აქვთ ვიდრე არამწეველებს.
გულსისხლძაღვთა სისტემაზე ნიკოტინის ზემოქმედება განპირობებულია სიმპატიკური ნერვიული 
სიტემის სტიმულაციითკანის სისხლძარღვები ვიწროვდება, კუნთის სისხლძარღვები ფართოვდება
გულისცემა ჩქარდება, არტერიული წნევა მატულობს.ნიკოტინი ამაღლებს სისხლში ცხიმოვანი მჟავეების დონეს, რასაც კლინიკური მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზის განვითარებისთვის. ასევე თამბაქოს ბოლი ხვდება პიდაპირ ფილტვებში რომელიც ფილტვების კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ასევე მოხდება ინფორმაციის მიწოდება ნარკოტიკული ნივთიერებების და ალკოჰოლური სასმელების შესახებ და მათი 
მავნე და უარყოფითი მოქმედების შედეგებზე ადამიანის ორგანიზმში.
  ხანგრძლივობა:15 წუთი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი

აქტივობა#4. განტვირთვისთვის  სავარჯიშო
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შემდეგ ემოციის გამოხატვა /მიმიკით/
ბავშვმა უნდა გამოხატოს ემოციები /წარწერები ბარათზე/
აღშფოთება – სახე
კმაყოფილება – თვალები
ბედნიერება – სახე
აღტაცება – სახე
ტკივილი – მიმიკით
სიძულვილი – თვალები
მასწავლებელი აუცილებლად ჩართავს სსსმ მოსწავლეს განტვირთვის სავაჯიშოში და დაავალებს რამდენიმე ემოციის გადმოცემას და დაეხმარება მას ემოციების ზუსტ გადმოცემაში სხვა ბავშვების მსგავსად.
ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი
ხანგრძლივობა:5 წთ
 
აქტივობა #5. რეფლექსია ანუ გააზრება .კითხვაზე პასუხი
მოსწავლეებთან ერთად ხდება  ამ გაკვეთილის თავმოყრა სურათების გამოფენის (ბავშვების ნახატების) დათვალიერება და კითხვაზე პასუხით შეჯამება. ამ მომენტშიც ჩაერთვება სსსმ მოსწავლე და წარმოადგენს 
მის ნახატს.
კითხვა: როგორ მოქმედებს თამბაქო ორგანიზმზე?
პასუხი: თამბაქო უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ვინაიდან იგი შეიცავს 500–მდე შხამიან ნივთიერებას და თრგუნავს ცნსას.
კითხვა: რა შეიძლება მოყვეს თამბაქოს ხანგრძლივ მოხმარებას?
პასუხი: ხანგრძლივი მოხმარების გვერდითი ეფექტია ფილტვების დაზიანება
კითხვა: რატომ არის მასზე თავის დანებება ასე რთული?
პასუხი: იმიტომ, რომ ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას
კითხვა: რა არის პასიური მოწევა?
პასუხი: ბევრი არამწეველი განიცდის თამბაქოს ბოლის ზემოქმედებას,რადგან ისუნთქავს მას სახლში, სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყველგან სადაც მწეველებია. ეს პროცესი არ არის დამოკიდებული ადამიანის სურვილზე მას შეუძლია ვუწოდოთ პასიური მწეველი.
კითხვა:რა მსგავსებაა ნიკოტინს , ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს შორის და რომელ ორგანოებს აზიანებენ ისინი?
პასუხი:სამივე იწვევს დამოკიდებულებას და აზიანებენ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს: თამბაქო- ფილტვებს, ალკოჰოლი-ღვიძლს და ნარკოტიკი- ტვინს
კითხვა: რატომ არის საქართველოს კანონმდებლობით თამბაქოს გაყიდვა შეზღუდული 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის?
პასუხი: იმიტომ რომ თამბაქო აზიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს განსაკუთრების
 მოზარდებში და იწვევს მიჩვევას
მასწავლებელი კითხვა პასუხის აქტივობაში აუცილებლად ჩართავს სსსმ მოსწავლეს და დაუსვამს კითხვას:
 რატომ არ უნდა გამოიყენოს ადამიანმა თამბაქო? რომელ ორგანოებს აზიანებს იგი?
ორგანიზაციის ფორმა საერთო საკლასო
ხანგრძლივობა : 10 წთ
აქტივობა №6  გასასვლელი ბილეთი.
მიზანი: გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები ბარათზე წერენ განხილული მასალიდან რომელი საკითხი იყო მათთვის
 სიახლე, რა დარჩა მათთვის ბუნდოვანი ან გაუგებარი.
ხანგრძლივობა: 3 წთ
ორგანიზაციის ფორმა- საერთო საკლასო

აქტივობა №7 საშინაო დავალების მიცემა
მოიძიონ ინფორმაცია ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ
დაწერონ მოკლე ესსე ,, თამბაქო ჩვენი მტერი“
ხანგრძლივობა:  2წთ;
ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
გაკვეთილის მსვლელობისას პერიოდულად მოხდება მოსწავლეთა შესაბამისი განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი შეფასებები და მათი ჟურნალში შეტანა
დრო : დრო 3 წთ

                              





                               შეფასების სქემა საკლასო დავალების მიხედვით 
კრიტერიუმები/სკალა
დაბალი
1–2
საშუალოზე დაბალი
3–4
საშუალო
5–6
საშუალოზე მაღალი
7–8
მაღალი
9–10
 ჩართულობა
 არ იღებს მონაწილეობას
 ნაკლებად ღებულობს მონაწილეობას
 ღებულობს მონაწილეობას მაგრამ არა აქტიურად
 ჩართულია ძიებაში 
 ჩართულია ძიებაში და აზროვნებს მიზანმიმართულად
 ინფორმაციის აღქმა - საკითხის განხილვა
 უჭირს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა
 იშვიათად საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ორიგინალურია
 ზოგჯერ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ორიგინალურია
 ხშირად საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ორიგინალურია
საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ყოველთვის ორიგინალურია
 ნამუშევრის ხარისხი
 ვერ დახატა
 უხარისხოა მისი ნამუშევარი
 ასრულებს სამუშაოს მაგრამ არასწორად
 ნაკლებად ხარისხიანია
 ნაშრომი კარგია რადგან ყველა მითითება გაითვალისწინა
 კითხვებზე პასუხი
 დასმულ შეკითხვებზე უჭირს ადეკვატურად პასუხის გაცემა
 დასმულ შეკითხვებზე იშვიათად ლოგიკურად/ადეკვატურად პასუხობს
დასმულ შეკითხვებზე ზოგჯერ ლოგიკურად/ადეკვატურად პასუხობს
 დასმულ შეკითხვებზე ხშირად ლოგიკურად/ადეკვატურად პასუხობს

დასმულ შეკითხვებზე ყოვეთვის ლოგიკურად/ადეკვატურად პასუხობს







                                               

                                                 
                                                   










      




























No comments:

Post a Comment