Saturday, March 10, 2018

კოსმოსი - პრეზენტაცია- კოსმოსის თეორიული მასალა


            თეორიული მასალა სლიდ შოუს თანხლებისას გადმოსაცემად
                          
                                                        *   *  *  *  *  *  *

სამყარო ყოველივე არსებულის ერთობლიობა.
·         სამყარო არის ის რაც შესაძლოა ჩვენ ვერასოდეს შევიცნოთ- მთელი სივრცე და მთელი დრო. სამყარო დაახლოებით 15 მილიარდი წლისაა, თუმცა შეფასებები იცვლება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველაფერი 15 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებით დაიწყო.
@
·         ვარსკვლავი აირის იმდენად ცხელი გროვაა, რომ ბრუნავს და  ვარვარებს. ვარსკვლავების ტემპერატურა 2100 ცელსიუსიდან 50 000 ცელსიუსამდე მერყეობს. ვარსკვლავების ფერი მის სიმხურვალეს მიანიშნებს. თეთრი ვერსკვლავები უფრო ცხელია ვიდრე წითელი, მაგრამ ზოგირთი ცისფერი ნათების მქონე ვარსკვლავი ძალიან ცხელია.
·         ვარსკვლავი წარმოიშობა მტვრისა და აირის უზარმაზარი ღრუბლებისაგან, რომლების თავმოყრილია ნისლეულებში. მიჩნეულია რომ სამყაროში დაახლოებით 50 000 მილიარდი ვარსკვლავია, ბევრად მეტი ვიდრე დედამიწის ყველა სანაპიროზე თავმოყრილი ქვიშის მარცვალი
@
·         თანავარსკვლავედები ვარსკვლავთა გროვებია ცაში, რომლებსაც ასტრონომები
·         ათასობით ვარსკვლავით მოფენილ ცაზე იოლად მოსაძიებლად იყენებენ.
·         დღეს მათთვის ცნიბილია 88 განსხვავებული თანავარსკვლავედი. რომელთა
·         დანახვა შესაძლებელია წლის განმავლობაში დედამიწის ორსავე
·         ნახევარსფეროში.
·         მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მეზღვაურები ნავიგაციისათვის იყენებდნენ ვარსკვლავებს. თანავარსკვლავედების განლაგების მიხედვით მათ შეეძლოთ , მაგალითად ჩრდილოეთისაკენ გაეკვლიათ გზა.

·          გასაოცარია - ძველი ეგვიპტის სამი უდიდესი პირამიდა გიზაში ისეა განლაგებული, რომ ორიონის თანავარსკვლავედის სამი უკაშკაშესი *
·         ვარსკვლავის ცაზე მდებარეობის სარკისებური ანარეკლია.

·         ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დიდი დათვის თანავარსკვლავედის 7 კაშკაშა ვარსკვლავი ყველასათვის ნაცნობ ფიგურას ქმნის.
@
·         გალაქტიკები უზარმაზარი ჯგუფებია, რომლებშიც მილიონობით ან სულაც ტრილიონობით ვარსკვლავი შედის.
·          ჩვენ ლოკალურ გალაქტიკას ირმის ნახტომი ეწოდება.
·          შეუიარაღებელი თვალით დედამიწიდან ირმის ნახტომის გარდა მხოლოდ სამი  გალაქტიკა მოჩანს: მაგელანის დიდი და პატარა ღუბლები და
·         ანდრომედას გალაქტიკა.
·         სამყაროში შესაძლოა 20 ტრილიონი გალაქტიკა იყოს. გალაქტიკა შეიძლება იყოს სპირალური, არაწესიერი, ოვალური და ელიფსური.

·         სპირალურ გალაქტიკას შესძლოა ცენტრში ჰქონდეს შავი ხვრელი, რომელის ისრუტავს ვარსკვლავებს ისე როგორც აბაზანის ხვრელში გამავალი წყალი.შავი ხვრელები კოსმოსის ის ადგილებია, სადაც მიზიდულობა ისეთი ძლიერია, რომ მასში ყველაფერი შეიწოვება სინათლის ჩათვლით,
        გალაქტიკა წარმოუდგენლად ვრცელია.კოსმოსური ხომალდი სინათლის სიჩქარითაც  რომ მოძრაობდეს, ირმის ნახტომის გადალახვას 100 000 წელს მოანდომებს.
@
·         მზის სისტემა ჩამოყალიბდა დაახლოებით 5 მილიარდი წლის უკან, გაზისა და კოსმოსური მტვრის ღრუბელის შეკუმშვის შედეგად.მზის  სისტემა შედგება მზის, 8 პლანეტის, დაახლოებით160 მთვარის, ატეროიდისა და კომეტის, აგრეთვე მტვრისა და აირისაგან. პლანეტები, ასტეროიდები და კომეტები მზის სისტემის ცენტრს, მზეს გარემოექცევიან.  მზის სისტემა დაახლოებით 20 მლრდ კმ-ზეა გადაჭიმული.
·         მე-15 ს-ში პოლონელი მეცნიერინიკოლოზ კოპერნიკი მიხვდა რომ მზის სისტემის ცენტრში მზეა და სხვა პლანეტები მის გარშემო გარემოექცევიან.



·         მზის სისტემის ციური სხეულების უმეტესობა მზეს თითქმის წრიული კურსით გარემოექცევა,ანუ ორბიტაზე მოძრაობს და ყველა მათგანი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს.
·         შიდა მზის სისტემას შეადგენს მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი და ასტეროიდების სარტყელი.
·         გარე მზის სისტემაში შედის იუპიტერი,სატურნი, ურანი, ნეპტუნი და ამჟამად ჯუჯა პლანეტად კლასიციფირებული პლუტონი.
@
·         მზე დედამიწისგან 150 მლნ კმ-თაა დაშორებული ის საშუალო სიდიდის ვარსკვლავია და მიეკუთვნება ვარსკვლავთა ჯგუფს. მზე 200 ტრილიონ
ტონას იწონის - დაახლოებით 300 000-ჯერ მძიმეა დედამიწაზე და ეს იმის მიუხედავად თითქმის მთლიანად სამყაროს უმსუბუქესი აირების - წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება. მზის შიგნით ტემპერატურა 15 მლნ ცელსიუსს აღწევს. მზის ხილული ზედაპირი ფოტოსფეროა, რომელის სინათლესა და სითბოს გზავნის და მათ ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. ფოტოსფეროს ქვემოთ ქრომოსფეროა, რომელიც ამოისვრის ცეცხლოვან ალებს, ანუ სპიკულებს და მათი წყალობით ეს ფენა ცეცხლოვან ტყეს ჰგავს.ქრომოსფეროს თავზე შარავანდედის მსგავსი მზის გვირგვინია.

·         არასოდეს შეხედო მზეს პირდაპირ, შეიძლება თვალები დაიზიანოთ.  მზის ზედაპიზე ტემპერატურა 6 000 ცელსიუსია.რაც იმას ნიშნავს რომ მისი ზედაპირის თითოეული სანტიმეტრი 250 000 სანთლის სიკაშკაშით ანათებს.
·         სპეციალური ფილტრების მეშვეობით მზეზე დაკვირვების შედეგად ასტრონომებმა აღმოაჩინეს მზის ზედაპირზე არსებული ბნელი უბნები, რომლებსაც მზის ლაქები ეწოდება, ამ ადგილებში ზედაპირი ცივია და ამიტომ ისინი მუქად სჩანს.
·         როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის არის მოქცეული, ის მზის
·          დაბნელებას იწვევს, რადგან დროებით ეღობება მზისგან მომავალ სინათლეს.
@
·         მერკური - მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი:
·         რომაული მითოლოგიის თანახმად მერკური ითვლება ვაჭრობის, გამდიდრების ღმერთად.
·          მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა..
·         ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის. პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია.
მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, . სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორიიქაურიწელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელიატემპერატურა 427 °C- აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი.
მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.
@
ვენერა მზის სისტემის ურჩი პლანეტა
·         ვენერას სიყვარულისა და სილამაზის რომაული ქალღმერთის სახელი ეწოდა.მას მწუხრის აგრეთვე ცისკრის ვარსკვლავსაც უწოდებენ, რადგანაც დედამიწიდან ხან საღამოობით მზის ჩასვლის შემდეგ ჩანს, ხანაც  განთიადისას. ვენერა ვარსკვლავივით ანათებს ღამის ცაზე რადგან მისი თხელი ატმოსფერო მზის სინათლეს ძალიან კარგად ირეკლავს. მზისა და მთვარის შემდეგ ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტია.
·         ვენერა მეორე პლანეტაა მზიდან და მის გარშემო სრულ ბრუნს 224.დღეში აკეთებს.მზემდე მანძილი 108 მილიონი კმ. ზომით დაახლოებით დედამიწის ტოლია, მისი რადიუსი დაახლოებით 6,051 კმ-ია. მასაც თითქმის დედამიწის ტოლი. ურჩი პლანეტა კი იმიტო ვუწოდე რომ ის სხვებისაგან განსხვავებით მზის გარშემო თავის ღერძზე უკუღმად ტრიალებს. ღერძის გარშემო ბრუნს 244 დღეს ანდომებს.
·         დედამიწა -  მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწა მზის სისტემაში მე-5 პლანეტაა, მისი დიამეტრი 12 756 კმ-ია, ხოლო ეკვატორის გარშემოწერილობა 40 076 კმ-ს შეადგენს.
·         დედამიწა აგებულია კლდოვანი მასალისაგან, ხოლო ბირთვი რკინისა და ნიკელისაგან შედგება. მზის სისტემაში წყალი მხოლოდ დედამიწაზეა, ამიტომაც გაჩნდა მასზე სიცოცხლე. დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტი წყლის ქვეშაა მოქცეული.
·         ვარე:
მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მასლუნა”-დაც  მოიხსენიებენ .  მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384.400 კმ-ია, დიამეტრი — 3.476 კმ-ია.
·         სიდიდით დედამიწის 25%-ია. მთვარე დედამიწის გარშემო შემოვლას 28 დღეს ანდომებს, ხოლო საკუთარ ღერძის გარშემო 720 საათში ერთხელ შემობრუნდება.
·         მთვარე ღამის ცას ანათებს მაგრამ საკუთარი ნათება არა აქვს,მისი ღია ფერის ზედაპირი მხოლოდ ირეკლავს მზის სხივებს.მზე მთვარეს მხოლოდ ერთ მხარეს ანათებს.მთვარეს ატმოსფერო არა აქვს, მისი ზედაპირი მტვრითაა დაფარული და კტრატერებითაა დასერილი. მთვარე საკმარისად ახლოსაა დედამიწასთან, ამიტომ ბევრად დიდი ჩანს ვიდრე ვარსკვლავები.

·         პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყოლუნა 2“ (1959 წ.). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღოლუნა 3“-მა იმავე წელს.
პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდანაპოლო 11“ (აშშ, 1969 ).
მთავრის დაბნელება — დაბნელება, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური სიშორეა დედამიწიდან) და მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამიტომ მთვარე შეიძლება იყოს მთლიანად დაბნელებული. მთვარის დაბნელება ხდება მინიმუმ ორჯერ წელიწადში. დაბნელება მეორდება ყოველ 6585⅓ დღეში (ანუ 18 წელი, 11 დღე და ≈8 საათი - ამ პერიოდს საროსი ეწოდება).
მთავრის დაბნელებადაბნელება, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური სიშორეა დედამიწიდან) და მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამიტომ მთვარე შეიძლება იყოს მთლიანად დაბნელებული. მთვარის დაბნელება ხდება მინიმუმ ორჯერ წელიწადში. დაბნელება მეორდება ყოველ 6585⅓ დღეში (ანუ 18 წელი, 11 დღე და ≈8 საათი - ამ პერიოდს საროსი ეწოდება). მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მასლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყოლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღოლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდანაპოლო 11“ (აშშ, 1969).

ჩვენ ვიცით რომ ცაზე მზე არის მთავარი სხეული, რომელსაც ვხედავთ და როდესაც ის გადავა, ამ დროს ჩნდება მეორე მთავარი ობიექტი, მთვარე. მთვარე არის დედამიწის თანამგზავრი. ქვემოთ განვიხილავთ მთვარის პერიოდებს და ფაზებს, როდის და რატომ არის სავსე მთვარე და ახალი მთვარე. ასევე განვიხილავთ მის ეფექტს ჩვენზე, დედამიწაზე, რატომ და როგორ იწვევს ის მიქცევას და მოქცევას. რა თქმა უნდა მზისა და მთვარის დაბნელებებს, საროს ციკლს და ასე შემდეგ.

 განვიხილოთ მთვარის ფაზები. ღამით, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ცას ვხედავთ მთვარის სხვადასხვა ფორმებს. ეს გამოწვეულია იმით რომ ის ტრიალებს დედამიწის გარშემო 1 თვის მანძილზე და მას მზე სხვადასხვანაირად ანათებს. მაგალითად, როდესაც ის დედამიწასა და მზეს შორისაა ის ახალმთვარეობისკენაა და როდესაც მაქსიმალურად შორს მზიდან ჩვენ მას მთლიანად ვხედავთ და ეს სავსემთვარეობაა.
ცნობილია, რომ მიქცევას და მოქცევას იწვევს მთვარის მიზიდულობის, ანუ გრავიტაციული, ძალა. მთვარის გასწვრივ მიზიდულობის ძალა წყალს თავისკენ ექაჩება. ხოლო დედამიწის ბრუნვის გამო ეს იწვევს პერიოდულ მიმოქცევას. ასეთივე ეფექტი აქვს მზის მიზიდულობას და მზე დაახლოებით ნახევარჯერ იზიდავს წყალს ვიდრე მთვარე, ამიტომ თუ მზის და მთვარის მიერ გამოწვეული ძალები ემთხვევა ამ დრო არის მაქსიმალური წყლის მიმოქცევა და თუ ეს ძალები მართობულია მაშინ ყველაზე მცირე.
იგივენაირად დედამიწაც მოქმედებს მთვარეზე და მრავალი წლის მანძილზე ეფექტი აქვს მთვარის მოყვანილობაზე. ასევე, მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ ჩვენ მთვარი ერთ მხარეს ვხედავთ ყოველთვის. მთვარე დედამიწის და თავის ღერძის ირგვლივ მოძრაობას ერთი და იგივე დროს ანდომებს.

მარსი:
მარსი მეხუთე პლანეტა მზიდან, 3,386 კმ რადიუსით, რაც თითქმის დედამიწის ნახევრის ტოლია. მზიდან დაშორება 229 მილიონი კმ, ანუ დაახლოებით 3/2- ჯერ უფრო შორს ვიდრე დედამიწა და შესაბამისად მზისგან იღებს 2-3 ჯერ უფრო ნაკლებ სითბოს. შუადღისას ტემპერატურა 15-25 ცელსიუსამდე აღწევს ხოლო ღამით -60 ცელსიუსამდე ეცემა.
საკუთარი ღერძის გარშემო სრულ ბრუნს ანდომებს 24საათსა და 37 წუთს.
მზის ირგვლივ ორბიტაზე სრულ ბრუნს აკეთებს 687 დღეში.
მარსის წითელი ფერის მიზეზი ზედაპირზე არსებული რკინის ოქსიდის დიდი რაოდენობაა სწორედ მისი წითელი ფერის გამო ატარებს რომაული მითოლოგიის ომის ღმერთის სახელს. მარსს 2 თანამგზავრი გააჩნია - ფობოსი და დეიმოსი

·         ასეთია მარსის ზედაპირი ,  ის ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში სადაც მეცნიერებმა წყალი აღმოაჩინეს.
·         პლანეტა მარსსზე მდებარეობს ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში  - ოლიმპოს მთა, რომლის სიმაღლე 28 კმ-ია
@
·         იუპიტერი - იუპიტერი არის ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში და მისი დიამეტრია 143.760კმ, ის მეხუთე პლანეტაა მზიდან 777მილიონი კმ დაშორებით.  ის 5-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე დედამიწა იუპიტერის წელიწადი 12  დედამიწისწელიწადს  უდრის.  სამაგიეროდ თავისი ღერძის გარშემო სწრაფად, 10  სთ-ში, შემობრუნდება. ეს იმას ნიშნავს რომ მისი ზედაპირი საათში დაახლოებით 500 000 კმ სიჩქარით გადაადგილდება. სწრაფი ბრუნვის გამო მისი მაგნიტური ველი დედამიწისაზე ათჯერ უფრო ძლიერია.
იუპიტერზე არ არის მყარი ზედაპირი. ატმოსფერო შედგება ძირითადათ წყალბადით(86%) და ჰელიუმით(14%). მის ზედაპირზე მოჩანს სხვადასხვა ფერის ზოლები. შედარებით მუქი და ღია ფერით. ზედა ფენები უფრო თეთრი. ასევე ვხედავთ შტორმის დიდ ადგილებს მას ატმოსფეროში ემპერატურაღრუბლების ზედა ფენებში -153 გრადუს C_ აღწევს.იუპიტერზე უკვე 3 საუკუნეა მძვინვარებს ქარიშხალი, რომელიც დედამიწაზე ორჯერ დიდ ტერიტორიას მოიცავს.
·         ძველმა ბერძნებმა პლანეტას ღმერთების მეფის, ზევსის სახელი უწოდეს, შემდეგ რომაელებმა , შესაბამისად იუპიტერი დაარქვეს.
·         იუპიტერს აქვს 400 000 კმ-ზე გადაჭიმული დიდი წითელი ლაქა პირველად ეს ლაქა 1644 წელს მეცნიერმა რობერტ ჰუკმა აღმოაჩინა.
·         იუპიტერის 4 დიდი მთვარე გალილეიმ მე-17 საუკუნეში აღმოაჩინა, მათი სახელებია- განიმედე, კალისტო, იო და ევროპა. იუპიტერს კიდევ სხვა 59 მთვარე აქვს. სულ ჯამში 63. გალილეის მიერ აღმოჩენილი მთვარეებიდან  უდიდესია განიმედე, ის პლანეტა მერკურიზე დიდია და მზის სისტემაში უდიდესი მთვარეა.
@
·          სატურნი - სატურნი იუპიტერის შემდეგ მზის სისტემაში მეორე პლანეტაა, მისი ამოცნობა იოლია მოკიაფე რგოლების მეშვეობით.
·          მზიდან მეექვსე პლანეტას მიწათმოქმედების რომაული ღმერთის სახელი ეწოდება. სატურნს 29 წელი სჭირდება მზისთვის გარსშემოსავლებად,ეს კი მისი ერთი წელია. პლანეტის ორბიტა 4,5 მლრდ კმ-ზეა გადაჭიმული, სატურნის ეკვატორთან მუდმივად ქრის დედამიწის ქარიშხალზე ათჯერ მძვინვარე გრიგალი საათში 1100 კმ /სთ სიჩქარით. სატურნი ერთერთი სწრაფად მბრუნავი პლანეტაა საკუთარიღერძის გარშემო მას დედამიწის 10,7 სთ სჭირდება ე. ი. იგი საათში 10 000 კმ სიჩქარით ბრუნავს.
·         სატურნი თითქმის ისეთივე დიდია როგორც იუპიტერი, იგი ძირითადად თხევადი წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება. მას გასაოცრად ლამაზი , გლუვი და კრემისფერი ზედაპირი და მოციმციმე რგოლები  აქვს. გასაოცარია რომ სატურნი ისეთი მსუბუქია მისი ჩადება რომ სათანადო ზომის წყლიან ჭურჭელში, რომ შეიძლებოდეს ის იტივტივებდა. სატურნის რგოლები ყინულის, მტვრის და  კლდოვანი მასალის მილიარდობით ნამსხვრევისაგან შედგება, ისინი პლანეტის ეკვატორის გარშემო ბრუნავენ, მათი დიამეტრი 270 000 კმ-ია,ხოლო სისქე 100 მ-ზე ნაკლები მათი წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს მთვარე რომელიც ვერ ჩამოყალიბდა სატურნის მიზიდეულობის გამო. პლანეტას აქვს 3  - A, B და C რგოლები
·         სატურნს 62 თანამგზავრი აქვს, ზოგიერთი პატარა მთვარე სულ ახალი აღმოჩენილია,
·          მისი ერთერთი უდიდესი თანამგზავრი ტიტანია,რომლის ატმოსფერო მოყვითალო ღრუბლებისაგან შედგება.
@
·         ურანი - მზიდან მე-7 და მზის სისტემაში ზომით მესამე უდიდესი პლანეტაა,ის დედამიწიდან ვარსკვლავის სახით მოსჩანს,ხოლო ტელესკოპში მოცისფრო პატარა ლაქაა,
·         მას ძველ ბერძენთა ცის ღმერთის სახელი ქვია.
·         ურანის დიამეტრი 51 118 კმ-ია და მასა 14,5-ჯერ მეტია დედამიწისაზე. საკუთარი ღერძის გარშემო შემობრუნებას იგი 17 სთ-ს ანდომებს,მაგრამ დღე- ღამის მონაცვლეობაზე ეს გავლენას არ ახდენს, რადგან იგი ზედმეტად გადახრილია.
·         ურანს დაწვენილი წარმოსახვითი ღერძი აქვს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ მზის გარშემო გიგანტური ბუშტი დაგორავს, ღერძის დახრილობა 98%-ია შესაბამისად პლანეტის ეკვატორი ზემოდან ქვემოთაა. ასეთი გადახრა შეიძლება გამოეწვია შორეულ წარსულში მეტეორის ან პლანეტის შეჯახებას. ურანის ზაფხულში მზე 27 დღის განმავლობაში არ ჩადის, ხოლო ზამთარში ამდენივე ხანი უკუნეთია,შემოდგომაზე მზე ყოველ 9 საათში ჩადის და ამოდის.
რაკი ურანი მზისგან ძალიან დაშორებულია, ამიტომ მასზე ცივა, ზედაპირის ტემპერატურა -210 გრადუს C-ს აღწევს. მზის სინათლე დედამიწამდე 8 წუთში აღწევს, ხოლო ურანამდე კი-2,5 საათში.ურანის ყინულოვან ატმოსფეროს წყალბადი და ჰელიუმი შეადგენს. პლანეტის გარშემო ქარები 2 000 კმ/სთ სიჩქარით დაქრის.
·         ურანს 27 თანამგზავრი აქვს, ყველა მათგანი შექსპირის პიესების პერსონაჟების სახელს ატარებს. არიელი, უმბრიელი, ტიტანია,ობერონი და მირანდა დიდი თანამგზავრებია. უფრო პატარა ზომის მთვარეებია: დეზდემონა, კორდელია ოფელია, პორცია, პუკი, ჯულიეტა და ა. შ.

·          ნეპტუნი - სიდიდით მეოთხე და მზისგან დაშორებით მე-8 პლანეტაა. იგი ურანის მეზობელია. მისი ზედაპირი ყინულივით ცივი ცისფერი მეთანისაა ხოლო ატმოსფერო წყალბადისა და მეთანისგან შედგება.

·          პლანეტას ძველ ბერძენთა ზღვის ღმერთის  სახელი ეწოდება. ნეპტუნი 1846 წელს ორმა ინგლისელმა და ფრანგმა მათემატიკოსმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა. პლანეტას აქვს მუქი ციფერი ფერი. ნეპტუნი იმდენად შორს არაის მზისაგან რომ იგი მზის ორბიტის შემოვლას 164 წელი უნდება. მისი ზედაპირი ყინულივით ცივია ტემპერატურა აქ - 225 გრადუს ცელსიუსია. ნეპტუნზე მზის სისტემაში უძლიერესი ქარიშხლები ქრის რომელთა სისწრაფე700 მ/წმ-ია.

·         ნეპტუნის თანამგზავრი- ტრიტონი მზის სისტემაში უცივესი ადგილია, აქ ტემპერატურა -236 გრადუსია. ნეპტუნის უდიდესი თანამგზავრი-ტრიტონი ერთადერთი თანამგზავრია მზის სისტემაში, რომელის პლანეტის გარშემო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს.
@
·         ჯუჯა პლანეტა - პლუტონი-პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს და 2006 წლამდე მზის სისტემის მე-9 პლანეტად მიიჩნეოდა, მაგრამ ის ძალიან პატარაა , ჩვენი მთვარის ხელა, ამიტომ ის ჯუჯა პლანეტად აღიარეს, ეს იმას ნიშნავს რომ ის ვერ ინარჩუნებს მზის გარშემო მოძრაობის ორბიტას. მზიდან მეტისმეტად დაშორებული მდებარეობის  გამო მის გარშემოვლას პლუტონი 248 წელიწადს ანდომებს,ხოლო პლუტონის დღე დედამიწის 1 კვირის ტოლია.
·         პლუტონს ჰყავს თანამგზავრი - ქარონი. ქარონი სიდიდით პლუტონის ნახევარია და ისინი ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ. პლუტონის ზედაპირი გაყინული მეთანითაა დაფარული.
·         პლანეტას ძველი ბერძნების ქვესკნელის ღმერთის სახელი ჰქვია, რადგან მზისგან ძალიან დაშორებული მუდმივ უკუნეთშია.
@
·         კომეტები - კომეტა მანათობელი ობიექტია, რომელსაც გრძელი კუდი აქვს და მას ხანდახან ღამის ცაზე ვამჩნევთ, სანახაობა შთამბეჭდავია, თუმცა სინამდვილეში კომეტა რამდენიმე კმ დიამეტრის ყინულის ჭუჭყიანი ბურთია.
·         კომეტის კუდი წარმოიქმნება მზის სითბოთი გახურების შედეგად, აირის გრძელ ზოლს მზის ქარი მილიონობით კილომეტრზე გადაჭიმავს. კუდს იმიტომ ვხედავთ, რომ მას მზის სინათლე ანათებს. მზესთან მიახლოებისას ზოგიერთი კომეტის სიჩქარე 2 მლნ კმ/სთ-ია. მზისგან შორს მყოფი კომეტები უფრო ნელა გადაადგილდებიან.
·         ყველაზე ცნობილ კომეტას ინგლისელი მეცნიერის ედმუნდ ჰალეის სახელი ეწოდება. მან იწინასწარმეტყველა რომ ამ განსაკუთრებული კომეტის დანახვა შესაძლებელი იქნებოდა 1758 წელს .ეს  მისი გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ მოხდა, ის პირველი იყო ვინც გაარკვია კომეტა კიდევ როდის გამოჩნდებოდა.
·         ჰალეის კომეტა მზის გარშემო ორბიტაზე გარემოქცევას 76 წელიწადს ანდომებს. ბოლოს ის 1986 წელს გამოჩნდა , მომდევნო გამოჩენა 2062 წელს იქნება. დიდი კომეტა რომელსაც რეკორდულად გრძელი კუდი ქონდა 1843 წელს გამოჩნდა , მისი კუდი 800 მლნ კმ-ზე იყო გადაჭიმული.
@
·          ასტეროიდები და მეტეორები - ასტეროიდი კლდოვანი ობიექტია. ასტეროიდებს ზოგჯერ მცირე პლანეტებს უწოდებენ. 
·          ასტეროიდების უმეტესობა მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდულ სარტყელშია თავმოყრილი. აქ ნახევარ მილიონზე მეტი ასტეროიდია
·         ასტეროიდი - ცერერა პირველად 1801 წელს ჯუზეპე პიაციმ აღმოაჩინა. ცერერა უდიდესი ასტეროიდია- მისი დიამეტრი 940 კმ-ია,
·         მეტეორები ასტეროიდის ან კომეტისაგან მოწყვეტილი კლდისა და რკინის ბელტებია, რომლებიც ზოგჯერ დედამიწამდე აღწევს.
·         მეტეორი რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა - მეტეორიტია.ის ტოვებს ორმოს ან კრატერს. მეტეოროიდები კოსმოსში მოძრავი კლდისა და მტვრის ნარევია როდესაც ისინი ატმოსფერომდე მოაღწევენ იწვიან და წარმოქმნიან მეტეორებს ან ვარდნილ ვარსკვლავს.


2 comments:

  1. mn მინდა მადლობა გადაგიხადოთ სასწრაფო სამედიცინო ექიმი დოქტორი კოლინზ რაფაელის მიერ, რომელმაც ჩემი ოჯახი და მე ვამაყობ ნდობას და სასწრაფოდ, მან შეიძინა ერთი თირკმელი მისი პაციენტისთვის, რომელიც გასაყიდი ფულით დოლარში, მე მოვიდა მასშტაბით მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი ინტერნეტში, როგორც მიშელსა და ლოპეს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მიშელსა და ლოპეს, მადლობა გადაუხადა მას და უთხრა მსოფლიოს, თუ როგორ მოვიდა მათი გადარჩენა ფინანსურად, თირკმლების გარეშე სტრესის გარეშე. მე მქონდა ყველა საჭიროება, რომელიც საჭირო იყო დოქტორის მიერ ერთი კვირის განმავლობაში, მე ყველა მოთხოვნას შევხვდი და ჩემი ნახევარი ფული სიზმარსავით იყო, როდესაც გადიოდა ჩემი საბანკო ანგარიშზე ტრანსპლანტაციის წინ, მე მოვუწოდებ თქვენთან დაკავშირებას Dr.Collins- ის საშუალებით; doctorcollins3@gmail.com თქვენი ფინანსური awesomeness რომ მოვა მეშვეობით ჩემი ნახე რამდენიმე თვის წინ. მე დავპირდი, რომ ეს გავაკეთო, როდესაც მე საბოლოოდ მასშტაბით მეშვეობით. doctorcollins3@gmail.com მე ვარ მღვიმე მონღოლეთში

    ReplyDelete
  2. მინდა მადლობა გადავუხადო განსაცვიფრებელ სამედიცინო ექიმს, დოქტორ კოლინზ რაფაელის პიროვნებაში, რომელმაც ჩემი ოჯახი შექმნა და მე ვამაყობ, რომ ნდობა და გადაუდებელია, მან იყიდა ჩემი თირკმლებიდან ერთ-ერთი ჩემი პაციენტისთვის, გასაოცარი თანხით დოლარებში, მე აღმოვჩნდი მის ელექტრონული ფოსტის მისამართი ინტერნეტში, როგორც doctorcollins3@gmail.com მიერ გამოქვეყნებულმა მიშელმა და ლოპესმა მადლობა გადაუხადეს მას და ვუთხარი მსოფლიოს, თუ როგორ დაუდგა მათ გადარჩენა ფინანსურად თირკმელების გარეშე სტრესის შეძენის შედეგად, მე სწრაფად გამოვიყენე ელექტრონული ფოსტის საშუალებით და მე ვიყავი იმის გათვალისწინებით, თუ რა ექიმები მჭირდებოდა ერთ კვირაში ნაკლებ დროში, მე დავაკმაყოფილე ყველა მოთხოვნა, ხოლო ჩემი ნახევარი თანხა ოცნებას ჰგავდა, როდესაც გადანერგვამდე შედიოდა ჩემს საბანკო ანგარიშზე, გირჩევთ, დაუკავშირდით Dr.Collins- ს მეშვეობით; doctorcollins3@gmail.com თქვენი ფინანსური გასაოცარია, როგორც რამდენიმე თვის წინ, როგორც მაღაროს. დავპირდი, რომ ამას გავაკეთებ, როდესაც საბოლოოდ გავაფართოვებდი.
    doctorcollins3@gmail.com ან რა გსურთ მას შემდეგ_ +254750078353

    მე ვარ ლერი ჯოელი.
    მონღოლეთიდან

    ReplyDelete