Wednesday, March 14, 2018

ისგ გეგმა


ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
მოსწავლე: გოგიბერიძე ნიკოლოზი       მე-7 კლ            2017/2018 სასწ/წ
საგანი: ბიოლოგია
მასწავლებლის სახელი, გვარი:   ეკატერინა ჯვარშეიშვილი
მიმართულება:  ფიზიკური მოვლენები; ქიმიური მოვლენები; ცოცხალი სამყარო
გრძელვადიანი მიზანი: წლიური
ბუნ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა.
ბუნ.VII.13.მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების შესახებ მსჯელობა.
ბუნ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ

მოკლევადიანი მიზანი :
1

2

3

4

5

6
·         მოსწავლე ასახელებს და განასხვავებს ნივთიერებებს მათი აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით ( მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს) მათი თვისებების მიხედვით.
·         მოსწავლე აკვირდება დიფუზიის მოვლენას და მსჯელობს მისი როლის შესახებ ბუნებაში და ყოფა - ცხოვრებაში, ასახელებს მაგალითებს;
·         მოსწავლე განსაზღვრავს ზოგიერთი ნარევის კომპონენტებს, (მაგ., ზღვის წყალი შედგება წყლისაგან, რომელშიც გახსნილია მარილი და სხვა მყარი ნივთიერება);
·         მოსწავლე განასხვავებს და ამზადებს უჯერ და ნაჯერ ხსნარებს;
·         მოსწავლე ილუსტრაციაზე ამოიცნობს უჯრედის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და ასახელებს მათ ფუნქციას;
·         მოსწავლე ილუსტრაციებზე ან ელექტრონულ ფორმატზე განარჩევს პროკარიოტულ და ეუკარიოტულ (მცენარეული, ცხოველური, სოკოს) უჯრედებს,




რესურსი
1




მასწავლებელი  მოსწავლეს უსახელებს ნივთიერებებს და უჩვენებს სურათებს , რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა სხეულები და თხოვს  ამოიცნოს რისგან არის დამზადებული ეს სხეულები და დაასახელოს მათი აგრეგატული მდგომარეობა და ამ ნითიერებათა თვისებები
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს თავადაც  დაასახელოს  სხეულები და ის ნივთიერებები რისგანაც შესაძლებელია რომ ეს სხეულები დამზადდეს





 მე-7 კლასის სახელმძღვანელო;
მე-6 კლასის ბუნების სახელმძღვანელო ილუსტრაციებისათვის
2

მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით განმარტავს დიფუზიის მოვლენას. ასახელებს მის დადებით როლს  ყოფა-ცხოვრებაში

შეუძლია მოიყვანოს მაგალითები დიფუზიის მოვლენის შესახებ და ახსნას  რატომ ვრცელდება სუნამოს სუნი, საჭმლის სუნი სახლში და კვამლის სუნი ჰაერში



მე-7 კლასისი სახელმძღვანელო
3
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე ასახელებს სუფთა ნივთიერებას და ნარევს.
 მოსწავლეს მასწავლებლის დახმარებით შუძლია დაასახელოს ზღვის წყლის შედენილობა( მისი კომპონენტები. მაგ., ზღვის წყალი შედგება წყლისაგან, რომელშიც გახსნილია მარილი და სხვა მყარი ნივთიერება);
 მოსწავლეს შეუძლია თავად დაასახელოს ( ჩამოთვალოს) რამდენიმე  ნარევი    ( მაგ. შაქრიანი წყალი, ჰაერი, ნიადაგი, რძე, ხილის წვენი, თაფლიანი წყალი, ჩაის ნაყენი)



მე-7 კლასისი სახელმძღვანელო
4


მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე ასახელებს და განასხვავებს უჯერ და ნაჯერ ხსნარებს
მოსწავლეს თავადაც  შეუძლია დაამზადოს უჯერი და ნაჯერი ხსნარები . შაქრის ან მარილის წყალხსნარის სახით

მე-7 კლასისი სახელმძღვანელო
ქიმიური ჭიქა, კოვზი, წკირი,  შაქარი, მარილი, წყალი
5
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ილუსტრაციაზე ამოიცნობს უჯრედის ძირითად კომპონენტებს (გარსი, ციტოპლაზმა, ბირთვი) და ასახელებს მათ ფუნქციებს
მოსწავლე აკეთებს უჯრედის ჩანახატს
მე-7 კლასისი სახელმძღვანელო.
უჯრედის ილუსტრაცია (ტაბულა)
6
მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს და სთხოვს ამოიცნოს და განასხვავოს რომელია მცენარეული და რომელი ცხოველური უჯრედი . მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ამოიცნობს მცენარეული უჯრედის კომპონენტებს (გარსი-უჯრედის კედელი, ციტოპლაზმა, ბირთვი, ქლოროპლასტი)

მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით  ილუსრაციაზე ამოიცნობს პროკარიოტულ  და ეუკარიოტულ უჯრედებს.
მასწავლებელი მოსწავლეს ილუსტრაციაზე აჩვენებს მცენარეულ, ცხოველურ და ბაქტერიულ უჯრედებს და სთხოვს ამოიცნოს და დაასახელოს ისინი, აგრეთვე სთხოვს განმარტოს თუ როგორ განასხავა ეს უჯრედები ერთმანეთისაგან

მე-7 კლასისი სახელმძღვანელო.
 პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების ილუსტრაციები

2 comments:

  1. ყოჩაღ ეკა,რამხელა შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში ,დასაფასებელია შენი გარჯა.

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა, ვცდილობ ძალიან



    ReplyDelete