ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
მოსწავლე:*********************** მე-10 კლასი 2017-2018 სასწ/წ
საგანი: ბიოლოგია
მასწავლებლის სახელი, გვარი : ეკატერინა ჯვარშეიშვილ
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
გრძელვადიანი მიზანი: წლიური
1
ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
2
ბიოლ.X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
3
ბიოლ.X.12.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სხვადასხვა გარემოს მიმართ ორგანიზმების მოძრაობის ადაპტაციურ თავისებურებებზე.
|
მოკლევადიანი მიზანი
1
2
3
4
5
6
|
· მოსწავლე
ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგიით მომარაგებისათვის;
· მოსწავლე
ადარებს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების კვების ტიპებს და ადგენს მათ შორის პრინციპულ განსხვავებას;
·
ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემის 4 ძირითად კომპონენტს (არე - სისხლი, გამტარი მილები - სისხლძარღვები, ტუმბო - გული, მიმოცვლის უშუალო სეგმენტი - კაპილარები) და თითოეულის მნიშვნელობას ნივთიერებათა ტრანსპორტის პროცესში;
·
ახასიათებს ზოგიერთ გულ-სისხლძარღვოვან პათოლოგიას (მაგ., ათეროსკლეროზი, გულის მანკი, გულის კუნთის ინფარქტი
·
მსჯელობს ჩონჩხისა და კუნთების დანიშნულებაზე ორგანიზმისათვის (მაგ., საყრდენ-მამოძრავებელი, დამცველობითი);
·
მოდელებზე ამოიცნობს ადამიანის ძვლებსა და კუნთებს და საუბრობს მათ ფუნქციაზე;
|
რესურსი
|
||
1
|
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით საუბრობს კვების
და წყლის მიღების მნიშვნელობაზე, როგორც
ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგიით მომარაგებისათვის აუცილებელ პროცესზე.
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით საუბრობს საკვები პროდუქტების შედგენილობაზე(ცილები,
ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური მარილები, ვიტამინები და წყალი) და მათ
მნიშვნელობაზე
|
მე-10 კლასის
ბიოლოგიის სახელმძღვანელო
|
2
|
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ასახელებს
მცენარეული და ცხოველური კვების ტიპებს (ავტოტროფული და ჰეტეროტროფული). ადარებს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების კვების ტიპებს .
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ასახელებს
ჰეტეროტრფული ორგანიზმების მზა ორგანული ნივთიერებების საკვების მიღების გზებს (
მაგ .ფიტო და ზოოფაგები, საპროფიტები, პარაზიტები, მიქსოტროფები)
|
მე-10 კლასის
ბიოლოგიის სახელმძღვანელო
|
3
|
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ასახელებს და ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ძირითად კომპონენტებს ( სისხლი, სისხლძარღვები, გული,) და მარტივად
გადმოსცემს თითოეულის ფუნქციას და მნიშვნელობას ნივთიერებათა ტრანსპორტის პროცესში;
მოსწავლე მარტივი
ენით აღწერს თითოეული სეგმენტის (გული, სისხლძართვები, სისხლი)აგებულებას
|
მე-10
კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელო,
გულის
მოდელი
|
4
|
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით
ასახელებს და მარტივი ენით ახასიათებს ზოგიერთ გულ-სისხლძარღვოვან პათოლოგიას (მაგ., ათეროსკლეროზი, გულის მანკი, გულის კუნთის ინფარქტი) და საუბრობს მათი გამოწვევის თავიდან
აცილებაზე, ინტერნეტის გამოყენებით მოიპოვებს ინფორმაციას ამ დაავადებებზე და
მასწავლებელს წარმოუდგენს ჩანაწერს
|
კომპიუტერი,
რვეული ,
კალამი,
მოსწავლის
მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი
|
5
|
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით საუბრობს ჩონჩხისა
და კუნთების
დანიშნულებაზე ორგანიზმისათვის (მაგ., საყრდენ-მამოძრავებელი, დამცველობითი);
მოსწავლეს მასწავლებლის დახმარებით შეუძლია აღნიშნოს რომ
ძვლების ერთობლიობა ქმნის ჩონჩხს,რომ ძვლების საყრდენი ფუნქციაა ის, რომ სხეული
ეყრდნობა ხერხემალს, ქვედა კიდურების ძვლებს. მამოძრავებელი ფუნქციაა ის,რომ
კუნთები მიმაგრაბული ძვლებზე და ახორციელებს მათ მოძრაობას
|
მე-10
კლასის სახელმძღვანელო
|
6
|
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით მოდელებზე ამოიცნობს ადამიანის ძვლებს და ასახელებს მათ ფუნქციას;
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეს ჩონჩხის მოდელის
ან ილუსტრაციის დახმარებით კონკრეტულ ძვალს და სთხოვს დაასახელოს ძვლის
სახელწოდება და ფუნქცია
|
მე-10
კლასის სახელმძღვანელო.
ჩონჩხი
|
No comments:
Post a Comment