Friday, March 9, 2018

სადამრიგებლო პროგრამა



                      სსიპ ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის

                             VII-ე კლასის დამრიგებლის -

                                 ეკა ჯვარშეიშვილის

                           სადამრიგებლო პროგრამა


1. დამრიგებლის მუშაობის მიზანი
·         ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა
·         სასწავლო პროცესის მართვა,
·         მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი,
·         მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა.
დამრიგებლის მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს მათ დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
2. დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს ემყარება:
·         სრულფასოვანი აღზრდა _ სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

·         მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა _ ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი ერთმანეთისაგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამიტომ, დამრიგებლის ფუნქციაა მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;


·         მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და და ვალდებულების გრძნობის განვითარება-მოსწავლეთა ჩართულობა _ მოცემული პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელი მოსწავლეთა ჩართულობას უზრუნველყოფს საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისა და წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზით. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს უწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;




·         თანამშრომლობის პრინციპი _ დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ემყარება თანამშრომლობითი ურთიერთობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის პრინციპს. დამრიგებლის მუშაობა მიმართულია მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ. დამრიგებლის საუბარი მოსწავლესთან შემდეგი პრინციპით მიმდინარეობს: შენ გინდა მოიპოვო აღიარება თანატოლებში? მოდი ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მიღწევა, ან რა გიშლის ხელს მიზნისკენ სწრაფვაში?

·         სადამრიგებლო საათის მიზანი:
მოსწავლეთა კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.


·         სადამრიგებლო საათის ძირითადი ფუნქციებია:
1.      საგანმანათლებლო სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის, სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხებში;
2.      მაორიენტირებელი სადამრიგებლო საათი მოსწავლეებს ეხმარება ღირებულებათა იერარქიის ფორმირებაში;
3.      წარმმართველი დამრიგებელი ეხმარება აღნიშნული ღირებულებების არა მხოლოდ ფორმირებაში, არამედ მათ განხორციელებაში.

·         სადამრიგებლო საათის თემები
მიმართულებების მიხედვით
სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:
1.      პიროვნული და მორალური განვითარება;
2.      გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
3.      ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
4.      უსაფრთხოებისა და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
5.      მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
6.      თვალსაწიერის გაფართოება.

I. პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარებარომელიც აერთიანებს ფიზიოლოგიურ განვითარებას, ჰიგიენას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, პიროვნულ თვისებებს, ინტერესებს, პროფორიენტაციას, ღირებულებათა ფორმირებას, მეგობრობას, შემწყნარებლობას.
II. შემეცნებითი და კულტურული განვითარებააერთიანებს სწავლის, მეცნიერების, ხელოვნების მიმართ დამოკიდებულების ფორმირებას, გარემოს დაცვასა და მოქალაქეობრივპატრიოტული ცნობიერების განვითარებას.
სადამრიგებლო საათზე გამოყენებული მეთოდები:
1.      მინი ლექცია ვერბალური ახსნის მეთოდი
2.      დისკუსია
3.      შემთხვევის განხილვა
4.      ექსკურსია
5.      გონებრივი იერიში
6.      პრეზენტაცია
7.      როლური თამაში







No comments:

Post a Comment