სისხლის მიმოქცევის სისტემას მიეკუთვნება გული და სისხლძარღვები.
გული სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანოა. იგი უზრუნველოყოფს სისხლის უწყვეტ დინებას სისხლძარღვებში. გული მდებარეობს გულმკერდის ღრუში.ფუძით ზემოთ,მისი 2/3 წილი მარცხენა მხარესაა, 1/3 მარჯვნივ. მისი მასა დაახლოებით 300 გრამია. ადამიანს აქვს ოთხსაკნიანი გული (2 წინაგული, 2 პარკუჭი). გული აგებულია გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისაგან. იგი გახვეულია შემაერთებელ ქსოვილოვან აპკში- გულის პერანგში (პერიკარდიუმი). რომლის შიგა ზედაპირი გამოყოფს სითხეს, რაც ამცირებს ხახუნს მისი მუშაობისას. გულის კედლის გარეთა ნაწილი არის ეპიკარდიუმი (თხელი შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტისგანაა წარმოქმნილი), შუა - მიოკარდიუმი (აგებულია გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან), შიგნითა - ენდოკარდიუმი რომელიც ენდოთელიუმით არის ამოფენილი.

. გული სიგრძივი ძგიდით მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად იყოფა. მარცხენა ნაწილში მოძრაობს ჟანგბადით მდიდარი
სისხლი, ხოლო მარჯვენა ნაწილში ნახშირორჟანგით გამდიდრებული სისხლი. თავის მხრივ ისინი
განივი ტიხრით იყოფიან წინაგულებად და პარკუჭებად. ანუ გული 4 საკნიანია: 2 წინაგული და
2 პარკუჭი .წინაგულების კედლები პარკუჭების კედლებთან შედარებით თხელია, რადგან ისინი ნაკლებ სამუშაოს სარულებენ, ამასთან მარცხენა პარკუჭის კედელი უფრო სქელია ვიდრე მარჯვენასი რადგან იგი დიდი წნევითა და სიჩქარით გადაისვრის სისხლს აორტაში.
გულში არის სარქველები
1.
წინაგულებსა და პარკუჭებს შორის კარიანი სარქველები,
მარჯვენა მხარეს 3საგდულიანი, მარცხენა მხარეს 2საგდულიანი.-მიტრალური სარქველი. ისინი მყესოვანი ძაფებით გულის კედლებზეა მიმაგრებული და ერთი მიმართულებით, წინაგულებიდან პარკუჭებისკენ ატარებს სისხლს.
2.
პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის მოთავსებულია ჯიბისებრი (ნამგლისებური) სარქველები, რომელიც სისხლს ატარებს ერთი მიმართულებით, პარკუჭებიდან სისხლძარღვებისკენ.(არტერიებისაკენ)
გულის
შეკუმშვას ჰქვია სისტოლა,
მოდუნებას - დიასტოლა ეწოდება.
გულის
მუშაობის ციკლი გრძელდება - 0,8 წმ-ს და 3 ფაზისაგან შედგება:
1) წინაგულების
შეკუმშვა(სისტოლა), რომელიც გრძელდება 0,1 წმ., ამ დროს პარკუჭებისს კედლები მოდუნებულია,კარიანი
სარქველები ღიაა, ხოლო ნამგლისებურები - დახურული. ამიტომ სისხლი პარკუჭებში ხდება
2) პარკუჭების შეკუმშვა(სისტოლა) - გრძელდება 0,3 წმ., ამ დროს წინაგულები
მოდუნებულია,კარიანი სარქველები დახურულია.( მყესოვანი ძაფები არ აძლევს მათ გაღების
საშუალებას და რის გამოც სისხლის წინაგულებში დაბრუნება არ ხდება) შედეგად სისხლი გადაისროლება
აორტასა და ფილტვის არტერიაში.
3) გულის სრული მოდუნება(დიასტოლა) - როდესაც წინაგულებიცა და პარკუჭებიც
მოდუნებულია, ეს პროცესი 0,4 წმ. გრძელდება
სისხლძარღვები
1.არტერიები სისხლძარღვებია, რომლებსაც სისხლი გამოაქვთ გულიდან. იგი სამშრიანია და მკვრივი შემაერთებელ-გლუვკუნთოვანუ ქსოვილის სქელი შრისგან შედგება.
(გარეთა- შემაერთებელი, შუა- გლუვკუნთოვანი და შიგნითა - ეპითელური) ეს იცავს მათ დაზიანებისგან, როდესაც სისხლი პარკუჭიდან მაღალი წნევით გადაისროლება.და
ანიჭებს მას გამძლეობას
2.კაპილარები სისხლძარღვებია რომლებიც უჯრედების თხელი შრისაგან (მხოლოდ ეპითელური) შედგება. ორგანიზმში 150მლნ-მდე კაპილარია. საერთო სიგრძე 2-ჯერ შემოერტყმება ეკვატორს.
3.
ვენები სისხლძარღვცებია, რომლებსაც ჩააქვთ სისხლი გულში. მათ არტერიების მსგავსად 3 შრიანი აგებულება აქვთ მაგრამ იგიარტერიისაგან განსხვავებით გლუვკუნთოვანი შრის უფრო თხელი შრისაგან შედგება. და გააჩნიათ სარქველები.(ნამგლისებური)
სისხლის წნევა, სიჩქარე და პულსი
გულის დახმარებით სისხლის სისხლძარღვებში მოძრაობის დროს სისხლი სისხლძარრვების კედლებზე ზეწოლას ახდენს. სწორედ ეს არის სისხლის წნევა.
ყველაზე მაღალი –წნევა აორტაშია, შედარებით დაბალი-არტერიებში, კიდევ უფრო შემცირებული-კაპილარებში და ყველაზე დაბალი – ვენებში(ზემო და ქვემო ღრუ ვენებში ,რადგანაც მათ სისხლი ჩააქვთ გულში), რადგანაც რაც უფრო დაშორებულია სისხლძარღვი მარცხენა პარკუჭს, მით უფრო მცირდება სისხლის წნევა. ვენებს დაბალი წნევის გამო ესაჭიროება გარკვეული ფაქტორები რომ სისხლმა იმოძრაოს მასში.ეს ფაქტორებია:. მაგალითად, ჩონჩხის კუნთების შეკუმშვა, ისინი აწვება ვენების კედლებს და ავიწროვებს მათ. ასევე ვენების სისხლძარღვებში მოთავსებულია ნამგლისებრი სარქველები.რომლებიც ეხმარებიან ვენებს მათში სისხლის მოძრაობა უზრუნველყონ ერთი მიმართულებით
სისხლის სიჩქარე ყველაზე მაღალია აორტაში(0.5მ/წმ) შემდეგ არტერიებში(0.2მ/წმ).
ყველაზე დაბალია და სისხლი ყველაზე მდორედ მიედინება კაპილარებში(0.5მმ/წმ), რადგან დიფუზიის გზით უნდა გადავიდეს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები იქედან კი ცვლის პროდუქტები. ხოლო კაპილარებთან შედარებით სისხლის სიჩქარე იზრდება ვენებში(0.3მ/წმ)

პულსი: პარკუჭების ყოველი შეკუმშვისას სისხლი მაღალი წნევით ეჯახება აორტას და არხევს მას, ამ ბიძგებს ჩვენ სხეულის ყველაზე ახლომდებარე არტერიებთან ვგრძნობთ, რასაც პულსი ქვია. (მაჯის
არტერია)
სისხლის მიმოქცევის სისტემა
სისხლის მიმოქცევის მცირე წრე: იწყება მარჯვენა პარკუჭიდან , ვენური სისხლი გამოაქვს ფილტვის არტერიას , იტოტება კაპილარებად და შედის ფილტვებში, კაპილარები შემოეხვევიან ალვეოლებს, სადაც მოხდება გაზთა ცვლა და ვენური სისხლი გადაიქცევა არტერიულ სისხლად და ფილტვის 4 ვენით ჩადის მარცხენა წინაგულში .
გზას მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიის, კაპილარებისა და ვენების გავლით მარცხენა წინაგულამდე სისხლის მიმოქცევის მცირე წრე ეწოდება.
სისხლის მიმოქცევის დიდი წრე: დიდი წრე იწყება მარცხენა პარკუჭიდან სისხლი გამოაქვს ყველა მსხვილ სისხლძარღვს აორტას . აორტა იტოტება არტერიებად, არტერიები კაპილარებად, დატოვებს ჟანგბადს ქსოვილებში და დაიტვირთება ნახშორორჟანგით, ანუ არტერიული სისხლი გადაიქცევა ვენურ სისხლად და ზემო და ქვემო ღრუ ვენით ჩაედინება მარჯვენა წინაგულში
გზას მარცხენა პარკუჭიდან, აორტის, არტერიების, კაპილარების, ვენების გავლით მარჯვენა წინაგულამდე სისხლის მიმოქცევის დიდი წრე ეწოდება.
წყარო: ცუზმერი ანნა. გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”,
ლ.ბურდილაძე “დიოგენე”,
ნ.ზაალიშვილი გამომცემლობა “ტრიასი”
ძალიან საინტერესოდ და ლაკონურად მოწოდებული ინფორმაციაა. ჩემი აზრით, ეს ბლოგი ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს დააინტერესებს.
ReplyDelete