თეორიული
მასალა ჩონჩხის სლაიდშოუს მიმდინარეობისას გადმოსაცემად
* ძვლოვანი სისტემა ერთმანეთთან სხვადასხვაგვარად დაკავშირებული ძვლებისგან შედგება. ისინი ქმნიან ჩონჩხს, რომელიც ძვლების არა ქაოსური კრებული, არამედ მათი კანონზომიერი და ბუნებრივი ერთობლიობაა. ჩონჩხის შემადგენელი ძვლების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა, თუმცა ცვალებადობის მიუხედავად, მიჩნეულია, რომ, ჩვეულებრივ, ორგანიზმი 220 ძვალს შეიცავს, თუმცა დაბადებისას ადამიანს 240-მდე აქვს რომელიც შემდეგ ასაკობრივად შეერთდება.
* მოზრდილი მამაკაცის ხერხემლის სიგრძე საშუალოდ 72 სმ-ია, ქალისა კი 68 სმ. დილით, დასვენების შემდეგ, იგი 2-3 სმ-ით იმატებს, სამაგიეროდ, 5-7 სმ-ით იკლებს მოხუცებულობაში. ჩონჩხის ფორმირება მამაკაცებში 20-25 წლის, ქალებში კი 18-21 წლის ასაკში სრულდება.
ძვლის ფუნქციები :
* ყველა ძვალი და მათი მრავალფეროვანი შეერთება
ქმნის ძვალთა სისტემას - ჩონჩხს.
ძვალი როგორც ორგანო მეტად მრავალფეროვან და სიცოცხლისთვის აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს.
1. ჩონჩხის ძვლები მტკიცე საყრდენს ქმნიან ორგანიზმის რბილი ქსოვილებისთვის, კუნთებისა და შინაგანი ორგანოებისთვის. ეს ძვლის დამცველობითი ფუნქციაა.

ჩონჩხის დამცველობითი ფუნქცია იმითაა გამოხატული, რომ იგი ქმნის
კოლოფებს ზოგიერთი ორგანოსათვის და იცავს მათ დაზიანებისაგან. ძვლოვანი
ქსოვილისგან იქმნება მაგ.
* თავის
ქალა - იცავს თავის
ტვინს,
ხერხემლის ძვლოვანი არხი
- ზურგის ტვინს,
* გულმკერდის
ჩონჩხი - გულმკერდის ღრუში მდებარე გულს, ფილტვებს, საყლაპავი მილს, მსხვილ სისხლძარღვებს,
მენჯის ღრუ - რეპროდუქციულ, საშარდე, საჭმლის მომნელებელი სისტემებსა და მსხვილი სისხლძარღვებს .
2. ძვლები განსაზღვრავენ ადამიანის სხეულისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ ფორმას, ეს ჩონჩხის საყრდენი ფუნქციაა.
2. ძვლები განსაზღვრავენ ადამიანის სხეულისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ ფორმას, ეს ჩონჩხის საყრდენი ფუნქციაა.
* კუნთები,
სისხლძარღვები, ნერვები და ლიმფური ძარღვები კი ძვლოვანი ჩონჩხის ანალოგიურ სეგმენტებს ქმნიან და სტრუქტურულად ჩონჩხის ზოგად სქემას იმეორებენ.
ჩონჩხი კუნთებთან ერთად მოძრაობის
აპარატია,
სადაც ძვლები პასიურ როლს
ასრულებენ. ისინი წარმოადგენენ ბერკეტებს , რომლებიც კუნთებს მოჰყავს მოძრაობაში.
3. ჩონჩხი მძლავრი ანტიგრავიტაციული კონსტრუქციაა.
3. ჩონჩხი მძლავრი ანტიგრავიტაციული კონსტრუქციაა.
ამდენად,
იგი ადამიანს ორგანიზმზე მუდმივად მოქმედი გრავიტაციული (მიზიდულობის) ძალის დაძლევაში ეხმარება.
4. მეტად მნიშვნელოვანია ძვლის ბიოლოგიური ფუნქცია,
4. მეტად მნიშვნელოვანია ძვლის ბიოლოგიური ფუნქცია,
რაც ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში ძვლის აქტიური მონაწილეობით გამოიხატება:
* I. ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობის წყალობით იგი ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტთა დეპოს წარმოადგენს. ცოცხალი ძვლის 50% წყალია, 15,7% - ცხიმი, 12,5% - ცილოვანი ნივთიერება, 21,8% - მინერალური (უმეტესად კალციუმის) მარილები, რომელთაც ორგანიზმი საჭიროებისამებრ მოიხმარს.
* II. ძვალში მოქცეულ ძვლის ტვინში აქტიურად მიმდინარეობს სისხლის ძირითადი ელემენტების წარმოქმნა.
III. იგი სისხლის ძირითადი სამარქაფო დეპოა - ორგანიზმის მთელი სისხლის 50% სწორედ მასშია მოქცეული.

* ძვლის ცხოველმყოფელობა, მისი ზრდა-განვითარება და ზოგიერთი ფუნქციის შესრულება ხშირად არაძვლოვანი ბუნების თანმხლებ ელემენტებს უკავშირდება. ასეთებია ძვლისაზრდელა, ძვლის ტვინი, ძვლის სისხლძარღვები და ნერვები.
ძვლისაზრდელა ძვალზე მჭიდროდ გადაკრული თხელი შემაერთებელქსოვილოვანი გარსია, რომელიც ბოჭკოვანი კონებით მტკიცედ არის შეზრდილი ძვლის ზედაპირზე. ეს ქსოვილი უზრუნველყოფს ძვლის სიგანეში ზრდას . ძვლის ქსოვილის განახლება და გატეხილი ძვლის
შეხორცება ძვალსაზრდელას ქსოვილის ხარჯზე ხდება. მისი სისქე დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
იგი ორი შრისგან შედგება. შიგნითა შრე სწრაფად მზარდი ნაზბოჭკოვანი ქსოვილია, რომელიც მუდმივად მრავლდება და ძვლის ზრდას უწყობს ხელს.
გარეთა შრეც ბოჭკოვანი აგებულებისაა. მისი დანიშნულებაა, მექანიკური დაზიანებისგან დაიცვას შიგნითა შრის მზარდი ძვლოვანი ქსოვილი, ძვალი დაუკავშიროს რბილ ქსოვილებს, კუნთებს, იოგებსა და აპკებს და შექმნას საყრდენი ძვლის მკვებავი სისხლძარღვებისა და ნერვებისთვის.
ძვლის ქსოვილი ქმნის ხარიხებს, რომლებიც
ძვალს სიმტკიცეს ანიჭებს.
ძვლების თავები დაფარულია ხრტილოვანი ფენით. ამ უჯრედების დაყოფის ხარჯზე იგი იზრდება სიგრძეში. ხრტილით დაფარულ ძვლების თავებს ძვლისსაზრდელა არ აქვს.
ხრტილი ძვლის მუდმივი თანმხლები ელემენტია, რადგან იგი ძვლის განვითარების საწყისი, ძვლის სიგრძეში ზრდის საფუძველი და ძვლის სასახსრე ზედაპირის მფარავი ქსოვილია. აქედან გამომდინარე, ხრტილებს სხვადასხვანაირი აგებულება აქვთ.

* ძვლის ტვინი ძირითადი სისხლწარმომქმნელი ორგანოა.
20-28 კვირის ნაყოფის ძვლები მას უკვე შეიცავს ძვლის წითელი ტვინის სახით, დაბადების შემდეგ კი ძვლებში თანდათან ძვლის ყვითელი ტვინიც წარმოიქმნება.
* 15 წლის ასაკში ლულოვანი ძვლების დიაფიზური ღრუები უკვე მთლიანად ყვითელი ტვინით არის ამოვსებული. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში ყვითელი და წითელი ტვინი თითქმის თანაბარი რაოდენობით არის. მამაკაცებში ძვლის ტვინი სხეულის საერთო წონის
3,5-6,5%-ს შეადგენს, ხოლო ქალებში - 4,5-4,7%-ს.
* ძვლის ქიმიური შედგენილობა:
ძვლები შედგება ორგანული და არაორგანული ნივთიერებისაგან.
ორგანული ნივთიერებები უზრუნველყოფენ მოქნილობასა და დრეკადობას.
არაორგანული ნივთიერებები უზრუნველყოფენ სიმტიკეცესა და სიმაგრეს.
ორგანული ნივთიერებები უზრუნველყოფენ მოქნილობასა და დრეკადობას.
არაორგანული ნივთიერებები უზრუნველყოფენ სიმტიკეცესა და სიმაგრეს.
ე.ი.
ძვლების
შედგენილობაში შედის ორგანული ნივთიერება ოსეინი,
რომელიც
მას ანიჭებს დრეკადობას, და არაორგანული
ნივთიერებები
Ca, P (მარილები)
რომლებიც ძვლებს ანიჭებენ სიმტკიცეს.
ჩონჩხის ჩამოყალიბება
22-25 წლის ასაკში მთავრდება.
ხოლო ამ უჯრედების ირგვლივ – უჯრედშორისი ნითიერება.
* ძვლები ზრდას აწესრიგებს ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი სომატოტროპინი.
ხოლო ამ უჯრედების ირგვლივ – უჯრედშორისი ნითიერება.
* ძვლები ზრდას აწესრიგებს ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი სომატოტროპინი.
ბავშვობის ასაკში მისი ჭარბი გამოყოფა იწვევს დაავადება გიგანტიზმს
და სიმაღლებ შეიძლება 2 მეტრსაც გადააჭარბოს.
ბავშობაში ჰორმონის შესუსტებული გამოყოფა იწვევს დაავადება ნანიზმს (ჯუჯობას).
* ზრდის ჰორმონის ჭარბი გამოყოფა ზრდასრულობის ასაჯში იწვევს დაავადებას -აკრომეგალიას.
(სხეულის ნაწილების არაპროპორციული ზრდა, სახისა და კიდურების ძვლებისა).
ძვლები ზრდასრულობის ასაში არც იზრდება და არც მცირდება, მაგრამ ძველი ძვლოვანი ნივთიერებების შეცვლა ახლით მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. რაც უფრო ძლიერია ძვალზე დატვირტვა, უფრო მეტად მიმდინარეობს განახლება, რაც ძვლებს უფრო მეტად ამაგრებს. ე. ი ფიზიკური ვარჯიში და ფიზიკურად აქტიური წესით ცხოვრება მეტად სასარგებლოა ძვლებისათვის და მისი ნორმალური განვითარებისათვის.

* ძვლების კლასიფიკაცია
ფორმისა და აგებულების მიხედვით ძვლები რამდენიმე სახეობად იყოფა.
ფორმისა და აგებულების მიხედვით ძვლები რამდენიმე სახეობად იყოფა.
ფორმის მიხედვით განასხვავებენ გრძელ და მოკლე- ლულისებურ, ,
ბრტყელ
და
შერეულ
ძვლებს.
* გრძელი და მოკლე ძვლები
აგებულებით ერთმანეთის მსგავსია. მათ მილის ფორმა აქვთ და მთელ სიგრძეზე თავისუფალ ღრუს (ლულას) ქმნიან, რომელიც ძვლის ტვინით არის ამოვსებული. ამის
გამო
ასეთ
ძვლებს
ლულოვანსაც
უწოდებენ. არსებობს ძვლის ტვინის 2
ფორმა - წითელი და ყვითელი ტვინი რომელიც ამავე დროს სისხლმბადი ორგანოცაა. წითელი
ტვინი აქვს მხოლოდ ნაყოფს, ხოლო დაბადების შემდეგ იგი გადადის ყვითელ ტვინში,
რომელის უმთავრესად ცხიმოვანი შედგენილობისაა .
ლულოვან ძვლებში, სხვა სახეობის ძვლებისგან განსხვავებით, განირჩევა ცენტრალური ნაწილი - დიაფიზი და მასთან დაკავშირებული ორი ბოლო - ეპიფიზი და მეტაფიზი. დიაფიზი თითქმის სწორი, ცილინდრული მილია,
ეპიფიზი
კი ბევრად
უფრო
მასიური
დაბოლოებაა, ვინაიდან, ჯერ ერთი, შედარებით დიდი ფართობის სასახსრე ზედაპირს ქმნის და მეორეც, სწორედ მის სიახლოვეს ხდება კუნთოვანი მყესების ძვალთან დაკავშირება, რაც მასზე ბორცვების, ღრმულებისა და ხორკლების სახით შესამჩნევ კვალს ტოვებს.
ლულოვანია ზედა და ქვედა კიდურთა ძვლები. მათი ზრდა 25 წლის ასაკში წყდება.
გრძელ ლულისებრ ძვლებს მიეკუთვნებათ :
კიდურების ძლები - როგორიცაა
ბარძაყის ძვალი
წვივის ძვალი
მხრის ძვალი
წინამხრის ძვალი და ა. შ.
* ხოლო მოკლე ლულისებურ ძვლებს მიეკუთვნებათ:
მაჯის ძვლები
მტევნის ძვლები
თითების ფალანგები
უკანა ტერფის ძვლები და ა.შ
* ბრტყელი ძვლების ძირითადი ფუნქცია შინაგანი ორგანოებისთვის საიმედო საფარველის შექმნაა
კონკრეტულად კი -ღრუს კედლებისა და ძვლოვანი კოლოფების, განსაკუთრებით იქ, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები მდებარეობს.
ამავე დროს მათზე ლაგდება და მაგრდება კუნთები და იქმნება საყრდენი შინაგანი ორგანოებისთვის. სწორედ ბრტყელი ძვლებისგან არის
შექმნილი
თავის ქალას,
* გულმკერდისა
და
მენჯის ღრუები.
შერეული ძვლები მოკლე და ბრტყელი ძვლების ერთგვარი კომბინაციაა. მათთვის დამახასიათებელია რთული, არასტანდარტული გეომეტრიული ფორმა, რაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ძვლის ფუნქციის სირთულესა და მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. შერეულ ძვლებს
მიეკუთვნება და ქალას
ზოგიერთი
ძვალი.
კონკრეტულად კი - ქალას ფუძის ძვლები
* ძვლოვანი სისტემის ასაკობრივი ცვლილებები
ძვლოვანი სისტემა ასაკის მიხედვით მნიშვნელოვან რაოდენობრივ-თვისებრივ ცვლილებებს განიცდის. წლის ასაკში ძვლოვან ქსოვილში ორგანული ნივთიერებები არაორგანულს სჭარბობს, რაც ძვალს სირბილესა და ელასტიკურობას სძენს. წლების მანძილზე იზრდება არაორგანული ნივთიერებების წილი და ძვალიც გაცილებით მყარი ხდება. ამის პარალელურად მიმდინარეობს ძვლების ზრდა სიგრძესა და სისქეში. ზრდის პროცესის დასასრულს, დაახლოებით 20-25 წლის ასაკში, ხრტილებს მთლიანად ცვლის ძვლოვანი ქსოვილი, თუმცა ზრდის დასრულება და ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირება სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ძვლებმა საბოლოო ფორმა მიიღეს - მათში კვლავ გრძელდება დაშლისა და აღდგენის პროცესები.

ყოველ 50 დღეში ერთხელ ახლდება ეპიფიზებში არსებული ორგანული ნივთიერებების 29% და დიაფიზების 7%, თუმცა ეს მხოლოდ განსაზღვრულ ასაკამდე გრძელდება.
40 წლის შემდეგ ძვლოვან ქსოვილში იწყება ინვოლუციური პროცესები - ოსტეონები გაცილებით ინტენსიურად იშლება, ვიდრე თვითგანახლდება. ღრუბლისებრი ნივთიერების ძვლოვანი ხარიხები ცვდება, მათი ნაწილი გაიწოვება, სივრცე ფართოვდება და ძვლოვანი ნივთიერების ოდენობაც მცირდება. ორგანული ნივთიერებების შემცირების ხარჯზე ქვეითდება ძვლების სიმტკიცეც. ამას ემატება ისიც, რომ ძვლებში წყლის შემცველობა იკლებს, ძვალი თითქოსდა შრება, სუსტდება, ადვილად მტვრევადი, მსხვრევადი ხდება და ჩვეულებრივი დატვირთვის პირობებშიც კი ბზარები უჩნდება ან ტყდება. ხანშიშესულთათვის დამახასიათებელია ოსტეოფიტები - ძვლოვანი წანაზარდები, რაც სახსართა მფარავ ზედაპირებზე ხრტილთა გაცვეთის საპასუხოდ ჩნდება. როდესაც ოსტეოფიტები პატარა ზომისაა, სახსარი ფუნქციას რამდენადმე ინარჩუნებს, ხოლო როცა მნიშვნელოვან ზომებს აღწევს, მხოლოდ სახსრის ფუნქცია კი არ ითრგუნება, არამედ სათავე ედება პათოლოგიური პროცესების წყებას, რომლებიც მალე ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე პრობლემებში გადაიზრდება.
* ძვლების
შეერთების
3 ტიპი
არსებობს:მოძრავი, ნახევრადმოძრავი და
უძრავი
* ეს ძვლების შეერთების სახეებია, სადაც ნაჩვენებია ძვლის ყველა ტიპის შეერთების
ფორმები, უძრავი თავის ქალაში, ნახევრად მოძრავი მალებში, და მოძრავი მუხლის სახსრის
მაგალითზე,
* ძვლების მოძრავ შეერთებას ეწოდება სახსარი და მასში მონაწილეობს ერთი ძვლის ფოსო, ანუ ღრმული და მეორე ძვლის გაფართოებული ნაწილი – თავი.
* ძვლების მოძრავ შეერთებას ეწოდება სახსარი და მასში მონაწილეობს ერთი ძვლის ფოსო, ანუ ღრმული და მეორე ძვლის გაფართოებული ნაწილი – თავი.
ფოსო და
ძვლის
თავი
დაფარულია
ბრწყინავი,
გლუვი ხრტილოვანი
ფენით, რაც
აადვილებს
ძვლის
ფოსოში
თავის
სრიალს.
სახსრის
შემადგენელი
ძვლები
ერთმანეთს იოგებით ემაგრება,
სახსარი
ზემოდან
დაფარულიასასახსრე
ჩანთით.
მასში მოთავსებულიასასახსრე
- სინოვილური სითხე,
რაც ამცირებს
ხახუნს.
ხრტილი,
იოგი,
სასახსრე
ჩანთა
შემაერთებელი
ქსოვილისგანაა
წარმოქმნილი.
* ძვლების
მოძრავ
შეერთებას
მიეკუთვნება
კიდურების სახსრები.
ეს მუხლის სახსარია , რომელიც შექმნილია ბარძაყისა და დიდი და მცირე წვივის ძვლების შეერთებით
* ეს კიდევ იდაყვის სახსარია,
რომელიც შექმნილია მხრის და დიდი და მცირე
იდაყვის ძვლების შეერთებით
* ხრტილოვანი ფენით ძვლების ნახევრად მოძრავ შეერთებას ნახევარსახსარი ეწოდება. ნახევარსახსარს ვხვდებიდ ხერხემლის მალების ერთმანეთთან შეერთების ადგილას და
* ხრტილოვანი ფენით ძვლების ნახევრად მოძრავ შეერთებას ნახევარსახსარი ეწოდება. ნახევარსახსარს ვხვდებიდ ხერხემლის მალების ერთმანეთთან შეერთების ადგილას და
* მალებისა და ნეკნების
შეერთებასთან. ნეკნების მკერდის ძვალთან შეერთების ადგილას
* ძვლების უძრავ შეერთებას ვხვდებით თავის ქალაში - ნაკერებით.
* ძვლების უძრავ შეერთებას ვხვდებით თავის ქალაში - ნაკერებით.
* ასევე უძრავადაა
შეერთებული
მენჯი და გავა
ერთმანეთთან.
* ჩონჩხის ნაწილები:,,ადამიანის სხეულში არჩევენ თავს ,
ტორსს –
და კიდურებს
განვიხილოთ თითოეული მათგანი
*თავის ჩონჩხი რთული აგებულებისაა და შედგება 31 ძვლისაგან , მათი უმრავლესობა
შერეული ფორმისაა , მხოლოდ ზოგიერთია ბრტყელი ფორმის. მაგ. თხემის ძვალი.
* თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა – , რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად: ტვინის ქალა
და სახის ქალა –
. ტვინის ქალაში მოთავსებულია თავის ტვინი, რომელიც
გადადის ზურგის ტვინში დიდი
ხვრელის საშუალებით.
* სახის ქალა სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დასაწყის
ნაწილებს შეიცავს. იგი 15 ძვალს აერთიანებს ესენია
ზედა ყბის,
ქვედა ყბის,
ენის,
ცხვირის ნიჟარის,
ცხვირის,
ყვრიმალის,
სასა,
სახნისი,
საცრემლე ძვლები,
ესენიც
ბრტყელი უძრავად შეერთებული ძვლებია, გარდა ქვედა
ყბისა . მათგან ყველაზე დიდი ყბის ძვლებია. ქვედა
ყბა
თავის
ქალის ერთადერთი მოძრავი ძვალია.
* ტორსის ჩონჩხი
-ტორსის ჩონჩხს შეადგენს ხერხემალი –
, გულმკერდი –
და მენჯი –
* ასე გამოიყურება ჩვენი ტორსი უკნიდან კარგად ჩანს ხერხემალი , გულმკერდის
ჩონჩხი და მენჯი
* ხერხემალი ადამიანის ორგანიზმში ძირითად საყრდენს ქმნის. რომელზეც ასხმულია დანარჩენი ნაწილები. ხერხემალი შედგება ერთმანეთთან სახსრებითა
* ყოველ
მალას
აქვს
სხეული და რამდენიმე მორჩი.
მალები
ერთმანეთზეა
დალაგებული.
მათ
შორის
მოთავსებულია
მკვრივი
ხრტილოვანი
ქსოვილის
ფენები,
რაც
ხერხემლის
მოქნილობას
განაპირობებს.
* ხერხემალი აგებულია მალებისაგან
მათ შორის 24, ე.წ. თავისუფალი მალაა (7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის),
და 5 გავის და 4—5 კუდუსუნის მალა,
რომლებიც შეზრდილია ერთიმეორესთან და წარმოქმნის გავის ძვალს და კუდუსუნს;
შესახსრებულია კეფის ძვლის როკებთან; ამ სახსარში ხდება თავის მოხრა, აწევა, და მარჯვნივ და მარცხნივ გადახრა.
* დაბადების შემდეგ პირველი წლის მანძილზე ხერხემალში ხდება 2 წინ მიმართული გამრუდება (კისრისა და წელის ლორდოზი) -
და ორი უკანა გამრუდება (გულმკერდისა და გავის კიფოზი).-
ხერხემლის სვეტის ნაწილები საგიტალურ სიბრტყეში ქმნიან ოთხ ფიზიოლოგიურ ნადრეკს – კისრის, გულმკერდის, წელისა და გავის.
ფიზიოლოგიური ნადრეკს, რომელიც რკალით უკანაა მიმართული ფიზიოლოგიური კიფოზი – ეწოდება,-
ფიზიოლოგიური ნადრეკს, რომელიც რკალით უკანაა მიმართული ფიზიოლოგიური კიფოზი – ეწოდება,-
ხოლო რკალით წინ მიმართულ ფიზიოლოგიურ ნადრეკს – ფიზიოლოგიური ლორდოზი –
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მალებს ყოფენ ნამდვილ და ცრუ მალებად;
პირველ ჯგუფს ანუ ნამდვილ მალებს მიეკუთვნება კისრის, გულმკერდისა და წელის მალები, ხოლო მეორე ჯგუფს- ცრუ მალებს შეადგენს გავის მალები, რომლებიც შეზრდილნი არიან და ქმნიან გავის ძვალს – ,
და კუდუსუნის მალები, რომლებიც ქმნიან კუდუსუნის ძვალს –
აღნიშნული ფიზიოლოგიური გამრუდებანი, აგრეთვე ხრტილები, ხერხემალს განსაკუთრებულ ზამბარისებრ წარმონაქმნად ხდის და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სიარულზე
* და თუკი მისი ანუ გამრუდების განვითარება ნორმაზე მეტად მოხდა ვითარდება სქოლიოზი და კიფოზი, რაც მოსახლეობაში
ხერხემლის გამრუდების სახელით არის ცნობილი
* ე,ი.ადამიანის
ხერხემალში
განასხვავებენ
7კისრის, 12 გულმკერდის,5 წელის,
5 გავის და 4-5 კუდუსუნის ნაწილებს.მათ შორის უძრავადაა შეერთებული - გავისა და კუდუსუნის ძვლები ხოლო მოძრავ
შეერთებას ქმნიან - კისრის, გულმკერდის და წელის მალები.
* გულმკერდი
-
გულმკერდის მალების,
12
წყვილი
ნეკნისა
და
მკერდის
ძვლისაგან შედგება. ნეკნები ადამიანში 12 წყვილია, თითოეული
ნეკნი შედგება უკანა ძვლოვანი ნაწილისა და წინა ხრტილოვანი ნაწილისაგან. გულმკერდის
ყოველ მალასთან 12 წყვილი ნეკნიდან თითო წყვილი ნეკნია შენაწევრებული. ხოლო წინა მხარე ნეკნებისა - 7 წყვილი ხრტილითაა მიმაგრებული უშუალოდ მკერდის ძვალთან, მათ ნამდვილი
ნეკნები ეწოდებათ.
რადგან ისინი საკუთარი ხრტილით არიან მკერდის ძვალზე შეერთებულნი.
მომდევნო
5 წყვილი ცრუ ნეკნების სახელითაა
ცნობილი, რადგანაც 8-9-10 ნეკნი ჯერ ერთმანეთს უერთდებიან, შემდეგ კი მე-7 ნეკნის ხრტილით
ნეკნის ძვალს.
რაც შეეხება
მე-11, მე-12 ისინი თავისუფლად მდებარეობენ.
მალებთან შენაწევრება ნეკნებს საშუალებას აძლევს მდებარეობა შეიცვალოს, აიწიოს ჩასუნთქვის დროს და
დაიწიოს ამოსუნთქვის
დროს.
* ამგვარად, გულმკერდი
წარმოადგენს ძვლოვან კოლოფს, რომელიც უკნიდან შემოსაზღვრულია გულმკერდის მალებისა
და ნეკნების უკანა ბოლოებით, გვერდებიდან ნეკნების სხეულით, წინიდან კი - მკედის
ძვლისა და ნენების ხრტილოვანი ბოლოებით.
გულკერდის ღრუს სიდიდე და ფორმა დამოკიდებულია სქესზე და ასაკზე და
ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. მის სიდიდეს განაპირობებს ფილტვებისა და
გულმკერდის განვითარების ხარისხი. ნორმალურ ადამიანს გულმკერდი წინ უნდა ჰქონდეს
გამოზნექილი, სუსტებში კი- პირიქით - ბრტყელი და წაგრძელებული.
ყველაზე დიდი სივრცე
გულმკერდის გარშემოწერილობისა მე-8 ნეკნის დონეზეა და უდრის 84 სმ-ს. ამ ზომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ფიზიკური განვითარების ხარისხის დასადგენად. იგი განვითარებული მოზრდილი
მამაკაცისათვის არ უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევარზე ნაკლები.
* კიდურების ჩონჩხი
რაც შეეხება კიდურებს . ყოველ კიდურში არჩევენ სარტყელს -
და თავისუფალ ნაწილს
ლავიწის და
ბეჭის
ძვლები -
მხრის სარტყლის ჩონჩხს ქმნის. მასთან მოძრავად არის შეერთებული
თავისუფალი ზედა
კიდურების
ჩონჩხი.
ე.ი. ზემო კიდურის სარტყელს ეკუთვნის ორი ძვალი: ლავიწი (მოკლე)–
და ბეჭის ძვალი (ბრტყელი).
ლავიწის ძვალი მოდრეკილია ლათინური ასო S -ის მაგვარად.იგი
შედგება სხეულისა და ორი ბოლოსაგან: 1 მიქცეულია მკერდის ძვლისკენ და მას სამკერდე
ბოლო ეწოდება, ხოლო მე-2 , რომელიც მიმართულია მხრისკენ - სამხრე ბოლო ეწოდება და წარმოქმნის
2 სახსარს - ლავიწმხრის-
და ლავიწაკრომიონის სახსარს-
* ბეჭის ძვალი -
ბრტყელია და სამკუთხედის ფორმა აქვს. არჩევენ მასზე წინა შეზნექილ ზედაპირს,
რომლითაც იგი უშუალოდ ეხება ნეკნებს და უკანა ზედაპირს, რომელიც გამოდრეკილია და შეიცავს
ძვლოვან ქედს - მას აკრომიონს უწოდებენ. ბეჭის ძვლის ზემო კუთხე გაფართოებულია, მასზე
სასახსრე ფოსოს არსებობის გამო, რომელსაც მხრის
ძვლის-
თავი ენაწავრება.
* ● ზემო კიდურის თავისუფალ ნაწილში არჩევენ სამ ნაწილს: პროქსიმალურს – მხარს .
* ● ზემო კიდურის თავისუფალ ნაწილში არჩევენ სამ ნაწილს: პროქსიმალურს – მხარს .
მხრის ძვალი -
გრძელი ლულისებური ძვალია.და შედგება 2 შემსხვილებული თავისაგან, რომელსაც ეპიფიზი
ჰქვია და სხეულისაგან - რომელსაც დიაფიზი ეწოდება.
შუა ნაწილს – წინა მხარს –იგი 2 ძვლის
: სხივისა
და იდაყვის ძვლისაგან შედგება,
რომლებსაც ერთად უწოდებენ მკლავებს.
და დისტალურ ნაწილს – მტევანს ,
რომელიც შედგება -8 მაჯის ძვალი,
5 ნების და
14 ფალანგების. ძვლებისაგან
კიდურების ძვლები მოძრავად არის შეერთებული.
კიდურები უზრუნველყობს ადამიანის გადაადგილებას
სივრცეში და მოქმედებას,
როგორც ბერკეტების რთული სისტემა.
● ქვედა კიდურების ჩონჩხი
მენჯის ორი მასიური ბრტყელი ძვალი უკანა მხრიდან მჭიდროდ არის შეზრდილი გავასთან, წინა მხრიდან კი ერთმანეთს უერთდება. ისინი ქვედა
კიდურების სარტყელს ქმნის. მენჯის ძვლის თითოეულ ფოსოში ბარძაყის ძვლის მრგვალი თავი შედის. თავისუფალი
ქვედა კიდურების ჩონჩხი შედგება ბარძაყის მასიური ძვლის, წვივისა და ტერფის ძვლებისაგან. ე.ი.
● ე.ი. ქვემო კიდურის სარტყელს ეკუთვნის მენჯის ძვალი – .
● ქვემო კიდურის თავისუფალ ნაწილში არჩევენ სამ ნაწილს: პროქსიმალურს – ბარძაყს , შუა ნაწილს – კანჭს – და დისტალურ ნაწილს – ტერფს –
● ქვედა კიდურები: სარტყელი - მენჯი გავასთან უძრავადაა შეერთებული,
თავისუფალი კიდურები -კი შედგება ბარძაყის, წვივის (დიდი და მცირე) ძვლებისაგან
,და ტერფის ძვლებისგან
● ტერფი თავის მხრივ შედგება(ქუსლის, 5 ნებისა და 14 ფალანგის ძვლებისგან)
ძვლოვანი სისტემის დაავადებები
ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი - ჩონჩხის ძვლების დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის მასისა და სიმკვრივის შემცირება, რაც თავის მხრივ, უპირატესად, ზრდის ხერხემლის, მაჯის, ბარძაყის ძვლის ყელის, მცირე მენჯისა და მხრის სარტყლის ძვლების მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი 50 წლის ასაკის ზევით დაავადებულია ოსტეოპოროზით, რაც 200 მლნ-ზე მეტ ადამიანს შეაგდენს დედამიწაზე.
საქართველოში ოსტეოპოროზის გავრცელების შესწავლა მხოლოდ უკანასკნელი წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი. მონაცემები შედარებით მწირია, მაგრამ შთამბეჭდავი. დენსიტომეტრიული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ 40 წელს გადაცილებული ყოველი მე-3 ქალი და 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით. ასაკთან ერთად არა მარტო ძვლოვანი მასა მცირდება, არამედ მატულობს მოტეხილობების რისკი, რომელთა ეპიდემიოლოგია ჩვენს ქვეყანაში არ არის შესწავლილი.

ოსტეოპოროზის მკურნალობის სტრატეგიული მიდგომა ასეთია:
- სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება და ყოველდღიურად დაახლოებით 1000მგ. კალციუმის მიწოდება, მოზარდის ასაკიდან დაწყებული ცხოვრების ბოლომდე
- ფიზიკური აქტივობა
-მწეველობის მავნე ჩვევაზე უარი და ალკოჰოლის მოხმარების მნიშვლელოვნად შეზღუდვა
-კორტიზონის დოზების მინიმუმამდე დაყვანა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო საშუალებების მიღება კორტიზონით მკურნალობის შემთხვევაში
-კალციუმისა და D ვიტამინის დამატებით მიღება
- მედიკამენტოზური, კერძოდ, ჩანაცვლებით-ჰორმონული თერაპია ქალებში მენოპაუზის პერიოდში, ბისფოსფონატები, D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტები.
● 50 წელს გადაცილებულ ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია ძვლის ქსოვილის სწრაფი და გამოხატული განლევის რისკი; ისინი დგანან ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხის წინაშე -

● დაავადებისა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა(ბარძაყის ძვლის ყელის, მაჯის, ხერხემლის მალების).
● სქოლიოზი
- ხერხემლის გამრუდებასქოლიოზი ძალიან გავრცელებული დაავადებაა განსაკუთრებით მოზარდებში. ტერმინი “სქოლიოზი” ჯერ კიდევ ჩვ. წ.აღ-მდე შემოიღო
● რომაელმა გალენმა.
როგორც ცნობილია, ამ დაავადებას
●ჰიპოკრატეც კი მკურნალობდა.
სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. ამიტომ აუცილებელია მშობელი ყოველთვის აკონტროლებდეს ბავშვის ხერხემალს და წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს ექიმ-ორთოპედს კონტროლის მიზნით.
● ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში 80%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. ამ დაავადებაში, დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში, საშიში არაფერია, მაგრამ თუ დროზე არ მიმართავთ სპეციალისტს, სქოლიოზი შესაძლოა არა მარტო ადამიანის დამახინჯების, არამედ უამრავი სხვა დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს.სქოლიოზი – ეს არის ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში. დაავადება მჟღავნდება 1 წლის ასაკიდან. უფრო ხშირად სქოლიოზი უვითარდებათ 16 წლამდე ასაკის გოგონებს, რადგან ისინი ნაკლებად მოძრავნი არიან და კუნთოვანი სისტემა შედარებით სუსტად აქვთ განვითარებული, ვიდრე ვაჟებს.
არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი სქოლიოზი.
სქოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. ასევე, ზრდაში ჩამორჩენა, ან სწრაფი ზრდა და ყველაზე არასასიამოვნო კოსმეტიკური დეფექტის – კუზის განვითარება.
ექიმის რჩევები მათთვის, ვისაც სქოლიოზთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ:
მათ, ვისაც უკვე აქვთ სქოლიოზი:
1)-.უნდა იწვეს მაგარ საწოლზე უბალიშოდ.
2.)-ზურგჩანთა, რომელსაც ბავშვი ატარებს, არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ-ს.
3).ასაკის შესაფერისი ავეჯი.
4) მკურნალობის ჩატარება კომპეტენტურ დაწესებულებაში, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. ექიმი განსაზღვრავს წელიწადში რამდენი კურსია საჭირო.
სპორტის სახეობიდან დასაშვებია: ცურვა ზურგზე ბრასის სტილით, თხილამურები და ცხენი.
სპორტის სახეობიდან დასაშვებია: ცურვა ზურგზე ბრასის სტილით, თხილამურები და ცხენი.
● რევმატოიდული
ართრიტი - რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. რევმატოიდული ართრიტის დროს უპირატესად სახსრები ზიანდება, თუმცა ანთება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებშიც. რევმატოიდული ართრიტის დროს დროთა განმავლობაში ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის შეზღუდვა ან დაკარგვა.
მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოვებით 0,5-1% დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით. საქართველოში დაავადების გავრცელების ზუსტი ციფრები არ არის ცნობილი.დაავადებულთა დაახლოვებით 75% ქალები არიან. ქალების 1-3%-ს აქვს რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველაზე ხშირად დაავადება იწყება სიცოცხლის მეოთხე და მეექვსე ათწლეულებს შორის, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.
ძვლის
მოტეხილობები
მოტეხილობა ნიშნავს ძვლის მთლიანობის დარღვევას, რასაც მასზე მოქმედი ძალა იწვევს. ამ დროს ზიანდება არა მარტო ძვალი, არამედ მის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილებით: კუნთები, ფასცია, მყესი, სისხლძარღვები, ნერვები და სხვა.
● კანის დაზიანების მიხედვით მოტეხილობა ორგვარია: ღია და დახურული.
ღია მოტეხილობის დრო დაზიანებულ ადგილას ჩნდება ჭრილობა და ძვალს გარემოსთან აქვს კონტაქტი, ამიტომ იქმნება მოტეხილობის არეში მიკრობების შეჭრის, ამის კვალობაე კი ადგილობრივი და/ან ზოგადი გართულებების განვითარების საფრთხე. ღია მოტეხილობის დროს, წესისამებრ, რბილი ქსოვილები ძლიერ არის დაზიანებული, რაც ძვლების შეზრდას ართულებს.
● გისურვებთ ჯანმრთელობას
გმადლობთ ყურადღებისათვის!
No comments:
Post a Comment