გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ეკატერინა
ჯვარშეიშვილი
საგანი: ბიოლოგია
სწავლების საფეხური: საშუალო /
კლასი:
X
მოსწავლეთა რაოდენობა: 26 მოსწავლე
1 სსსმ
მოსწავლე
გაკვეთილის
თემა: საჭმლის მომნელებელი სისტემა
სისტემა
გაკვეთილის მიზანი:
1)
მოსწავლე შეძლებს აღწეროს საჭმლის
მომნელებელი სისტემის ორგანოები
2)
მოსწავლე შეძლებს ისაუბროს საჭმლის
მომნელებელი არხის აგებულებაზე და ფუნქციაზე
3)
მოსწავლე შეძლებს დაასახელოს საჭმლის მომნელებელი
წვენები და ისაუბროს მათ დანიშნულებაზე
ესგ-ს სტანდარტი:
ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა
ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის
და ენერგიით
მომარაგებისათვის;
· სქემატურად ასახავს საკვები ნივთიერებების გზას საჭმლის
მომნელებელი
სისტემიდან უჯრედებამდე;
· ასაბუთებს მიღებული საკვებიდან ინდივიდისათვის დამახასიათებელი
ნივთიერებების აწყობის პრინციპს;
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1
|
აქტივობა #1
კლასის ორგანიზება.
მიზანი-გაკვეთილის
სასწავლო მიზნისა და მოლოდინების განსაზღვრა, პოზიტიური განწყობის შექმნა
აღწერა:
მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების
რუბრიკას, რომელსაც აკრავს თვალსაჩინო ადგილას)
|
საუბარი
|
მთელ კლასსთან
|
ფორმატის
ქაღალდზე დაწერილი გაკვეთილის მიზნები და შეფასების კრიტერიუმები
|
2 წთ
|
●
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი, შეფასების კრიტერიუმები
|
2
|
აქტივობა #2
საშინაო დავალების შემოწმება-შეფასება
მიზანი-როგორ
გაიგეს მოსწავლეებმა წინა გაკვეთილზე ახსნილი მასალა.
აღწერა: მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს ფრონტალურ
კითხვებს.მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს, თემაზე- ორგანიზმების
კლასიფიკაცია კვების ტიპის მიხედვით
1.რამდენ
ჯგუფად იყოფა ორგანიზმები კვების ხასიათის მიხედვით?
2. რას ნიშნავს ავტოტროფული კვების ტიპი?
3. რას ნიშნავს ჰეტეროტროფული კვების ტიპი?
4. განმიმარტეთ მიქსოტროფული კვების ტიპი
5. რატომ სჭირდება ორგანიზმებს კვება?
6. რისგან შედგება საკვები პროდუქტები
7. რა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმებისათვის საკვები?
8. რა არის ვიტამინი?
9. რომელი ვიტამინებს ვიცნობთ?
10. რა არის ვიტამინების ფუნქცია და დანიშნულება ორგანიზმებში
შეკითხვა სსსმ მოსწავლისათვის: დამისახელე რამდენიმე მცენარეული და ცხოველური საკვები
შენიშვნა: კითხვების დასმის დროს შეიძლება მოსწავლემ მოახერხოს და
უპასუხოს რომელიმე შეკითხვას
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასსთან
|
წიგნი
საშინაო დავალების
რვეულები
|
8 წთ
|
● მასწავლებელი შეამოწმებს
მოსწავლეთა მიერ მომზადებულ დავალებას და შეაფასებს მათი შესრულების ხარისხს
|
3
|
აქტივობა #3
ახალი მასალის გაცნობა
მიზანი- შესასწავლი მასალის გაცნობა.
აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეოს საჭმლის მომნელებელი სისტემისადა მისი
მუშაობის პრინციპების შესახებ და ვიდეოს მსვლელობას განმარტავს დეტალურად
|
ვიდეოს ჩვენება
|
მთელ კლასსთან
|
კომპიუტერი, მონიტორი, პროექტორი
ილუსტრაცია
watch?v=ZP3dcFgMp6k
|
6 წთ
|
●
მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციას საჭმლის მომნელებელი სისტემის
აგებულებისა და დანიშნულების შესახებ
|
4
|
აქტივობა
#4
ჯგუფური მუშაობა
მიზანი-ტექსტზე მუშაობით საკითხის არსში წვდომა
აღწერა: კლასი დაყოფილია 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა
დავალება.გაცნობილი მასალისა და მიცემული ტექსტის დახმარებით უნდა შეასრულონ
დავალება, უპასუხონ კითხვებს, იმსჯელონ, გააკეთონ ჩანახატი ფორმატზე და
მოახდინონ თავიანთი ნაშრომის პრეზენტაცია. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს
თაბახის ფურცელზე წინასწარ დაქსეროქსებულ ტექსტს და ბარათებს შეკითხვებით
(განსხვავებულ კითხვას თითოეული ჯგუფისათვის)
I ჯგუფი-აღწერეთ პირის ღრუ, მისი ისაუბრეთ მის აგებულებასა და
დანიშნულებაზე
II ჯგუფი - აღწერეთ კუჭი, მისი აგებულება, ფუნქცია და ისაუბრეთ მის
დანიშნულებაზე
III ჯგუფი - დაახასიათეთ წვრილი ნაწლავი, აღწერეთ მისი დანიშნულება, და მასში
მიმდინარე პროცესები, მისი როლი საჭმლის მონელებაში
IV ჯგუფი - დაახასიათეთ მსხვილი ნაწლავი, აღწერეთ მისი დანიშნულება, და
მასში მიმდინარე პროცესები, მისი როლი საჭმლის მონელებაში.
იმ ჯგუფს რომელშიც მოხვდება სსსმ
მოსწავლე ჯგუფის დავალებაში იქნება დამატებითი დავალება სსსმ
მოსწავლისათვის: დამისახელე და ილუსტრაციაზე მაჩვენე საჭმლის მომნელებელი
სისტემის ორგანოები
|
გონებრივი იერიში
|
ჯგუფური მუშაობა
|
ტექსტი,
სახელმძღვანელო,
თაბახის ფურცლები,
ფლიფჩარტი,
ფერადი ფანქრები
|
10 წთ
|
● მოსწავლეებს შეუძლიათ
ტექსტის და სახელმძღვანელოს
დახმარებით მიცემული დავალების შესრულება, გააკეთონ ჩანახატი ფორმატზე,კითხვებზე
პასუხის გაცემა, მსჯელობა, ჯგუფებში მუშაობა, თანამშრომლობა
|
5
|
აქტივობა #5
ჯგუფის ნამუშევრის
პრეზენტაცია.
მიზანი- როგორ გაართვეს თავი სამუშაოს, როგორ
შეძლეს ახალი მასალის გაგება-გააზრება და ტექსტის გამოყენებით დავალების
შესრულება.
აღწერა: ჯგუფიდან
ერთი მოსწავლე, არჩეული პრეზენტატორი, აკეთებს პრეზენტაციას. ჯგუფების წევრები
ყურადღებით ისმენენ ჯგუფების ნამუშევრებს და უსვემენ შეკითხვებს
|
ვერბალური
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფლიფჩარტი
|
10წთ
(2,5 წთ პრეზენ
ტაციები, 4 ჯგუ
ფი
სულ 10 წთ)
|
● ჯგუფის
მიერ არჩეული პრეზენტატორი აკეთებს ჯგუფის
ნამუშევრის
პრეზენტაციას
სსსმ მოსწავლე გვაჩვენებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს
და ასახელებს მათ სახელწოდებას
|
6
|
აქტივობა #6
მოსწავლეთა შეფასება
მიზანი: შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოსწავლეების
შეფასება
აღწერა:მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკა დანართი 1,2,3
განმავითარებელი შეფასება
|
2 წთ
|
● მოსწავლეებს შეუძლიათ
კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკუთარი თავის შეფასება,
ურთიერთშეფასება
|
7
|
აქტივობა#7
საშინაო დავალების მიცემა.
მიზანი: მოსწავლეების მიერ დავალების ჩანიშვნა
აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას.
გვ.106 & 3.3 დასაწერად- კითხვებზე პასუხი
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
X კლასის
სახელმძღვანელო, კალამი, საშინაო დავალების რვეული
|
1წთ
|
● მოსწავლეებს შეუძლიათ საშინაო
დავალების ჩანიშვნა
|
8
|
აქტივობა #8
გასასვლელი ბილეთების შევსება
მიზანი- მოსწავლეებმა შეაფასონ საკუთარი ჩართულობა
და გაკვეთილზე მიღებული განწყობა
აღწერა: მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთებს
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
გასასვლელი ბილეთები-
დანართი 4
|
1 წთ
|
● მოსწავლეებს შეუძლიათ შეაფასონ
საკუთარი ჩართულობა და განწყობა
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: მოსწავლემ
აღწეროს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები,
მოსწავლემ
ისაუბროს საჭმლის მომნელებელი არხის აგებულებასა და ფუნქციაზე
მოსწავლე შეძლოს დაასახელოს საჭმლის
მომნელებელი წვენები და ისაუბროს მათ დანიშნულებაზე
შეფასება--- განმსაზღვრელი (საშინაო დავალება და საკლასო დავალება ) და
განმავითარებელი( ურთიერთშეფასება; გასასვლელი ბილეთები, თვითშეფასება.)
ხელმოწერა:ე. ჯვარშეიშვილი
დანართი 1
საშინაო
დავალების შეფასების რუბრიკა
ქულები და
კრიტერიუმები
|
ფრიადი 9 – 10
|
კარგი 7 – 8
|
საშუალო 4 – 6
|
სუსტი 1 – 3
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად
მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს
ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს.
|
გამართულად
მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
იცავს
მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
|
არ
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
|
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად
გადმოცემა
|
სათქმელს
გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.
|
სათქმელს
გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
სათქმელს
გადმოსცემს გასაგებად.
|
უჭირს
სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
|
კითხვებზე ადეკვატური პასუხის
გაცემა
|
ადეკვატურად
და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
|
ადეკვატურად
პასუხობს კითხვებს.
|
პასუხობს
კითხვების ნახევარზე მეტს.
|
ვერ
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
|
დანართი 2
საკლასო
დავალებების შეფასება
კრიტერიუმი
|
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
ჩართულობა
|
არ მონაწილეობს
აქტივობებში, ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად.
|
იშვიათად
მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში.
|
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობების უმრავლესობაში.
|
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ყველა
აქტივობაში
|
თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს ან
ძალიან იშვიათად
თანატოლებთან ჯგუფში მუშაობის დროს.
|
იშვიათად
თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფში მუშაობის დროს.
|
ხშირად
თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
ყოველთვის
თანამშრომლობს ჯგუფში მუშაობის დროს.
|
დანართი 3
prezentaciis Sefasebis sqema
|
qulebiQU
|
saintereso Sesavali
(problemis identificireba)
|
0-1
|
naSromis
warmoCinebis unari
|
0-2
|
SemoqmedebiTi unari
|
0-1
|
Temis gasagebad warmodgena (logikuri jaWvi)
|
0-1
|
saubari
(gamarTuloba, tembri)
|
0-1
|
TvalsaCinoebis gamoyeneba
|
0-1
|
auditoriasTan
kontaqti
|
0-1
|
informaciis flobis unari (adekvaturi kiTxva_pasuxi)
|
0-1
|
drois limitis dacva
|
0-1
|
jami_qulaTa maqsimaluri raodenoba
|
10
|
დანართი 4
გასასვლელი ბილეთი
მოსწავლის გვარი და სახელი-------------------------
რა ვიცოდი
|
|
რა გავიგე
|
|
რა
მინდა ვიცოდე
|
|
ჩემი
განწყობა გაკვეთილის მიმართ (შემოხაზეთ)
|
No comments:
Post a Comment