Wednesday, June 13, 2018

გაკვეთილის გეგმა - ძვლოვანი სისსტემის ფუნქცია , მოდიფიცირებული სსსმ მოსწავლეზე

  

                                               გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:        ეკატერინა ჯვარშეიშვილი
საგანი: ბიოლოგია
კლასი:        X
თემა: ძვლოვანი სისტემის ფუნქცია

დრო:            40 წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 26 მოსწავლე.  სსსმ - 1


        გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლე ამოიცნობს ადამიანის ჩონჩხს და ყოველ ჯერზე სწორად ამოიცნობს და ასახელებს მის შემადგენელ ნაწილებს ( ძვლებს) ადამიანის ჩონჩხის (მოდელის) დახმარებით  
·         მოსწავლე   აღწერს და ყოველ ჯერზე სწორად ასახელებს ადამიანის ჩონჩხში არსებული სხვადასხვა ტიპის ძვალთა შეერთების სახეებს



ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ბიოლ.X.12.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სხვადასხვა გარემოს მიმართ ორგანიზმების
მოძრაობის ადაპტაციურ თავისებურებებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:


  ·      მსჯელობს ჩონჩხისა და კუნთების დანიშნულებაზე ორგანიზმისათვის (მაგ.,
         საყრდენ-მამოძრავებელი, დამცველობითი);
  ·       მოდელებზე ამოიცნობს ადამიანის ძვლებსა და კუნთებს და საუბრობს მათ
           ფუნქციაზე;

         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:
·         შეუძლია  ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნოს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები,)
·         ილუსტრაციის ან მოდელის გამოყენებით შეუძლია ამოიცნოს კონკრეტული ძვალი და დაასახელოს მისი მდებარეობა ჩონჩხში და ისუბროს მის ფუნქციაზე.



საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლემ იცის ძვლის აგებულება და შედგენილობა, ძვლის ტიპები ფორმის მიხედვით, და ზრდის ჰორმონი.

შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი (კომენტარი, გასასვლელი ბილეთი აქტ.N5. შუქნიშანი აქტ. N3. აქტ.N4. ცერების მეთოდი) და  განმსაზღვრელი  შეფასება, თვითშეფასება , ურთიერთშეფასება.


სასწავლო მასალა და რესურსები: VIII კლასის სახელმძღვანელო.  ავტორი:
მ. სეხნიაშვილი,მ. მაყაშვილი,მ.ჯალიაშვილი . გამომც. ,,კლიო“. 

ჩონჩხი, ცარცი, დაფა, თაბახის ფურცლები,    და  შეკითხვების ბარათები ჯგუფური მუშაობისათვის. გასასვლელი ბილეთები




 აქტივობა #1 მოსწავლეთა აღრიცხვა
დრო: 2 წთ
აქტივობა №2  ,,მოლოდინების განსაზღვრა“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხვების საშუალებით მოახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას ძვლის აგებულებისა და შედგენილობის შესახებ, გაახსენებს მოსწავლეებს კითხვების მეშვეობით ძვლის ტიპებს( გრძელი, მოკლე, ბრტყელი და შერეული) და აგრეთვე დააკონკრეტებინებს თითოეულ ტიპს რომელი ძვლები მიეკუთვნება, გაახსენებს როგორ იზრდება ძვალი სიგრძესა და სიგანეში, და გაახსენებს ჰორმონს , რომელიც ხელს უწყობს ძვლების ზრდას
 ხანგრძლივობა: 5 წუთი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.მოსწავლეთა ჩართულობა მოხდება ჩხირების გამოყენებით

 აქტივობა №3 მინი ლექცია.
აქტივობის მიზანი: ცოდნის კონსტრუირება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი საუბრობს  ძვლოვან სისტემაზე  და მის ძირითად ფუნქციებზე ( საყრდენი,დამცველობითი, სამოძრაო, სისხლმბადი და სამარაგო). საილუსტრაციოდ იყენებს ადამიანის ჩონჩხს, ასევე ჩონჩხის  გამოყენებით ასახელებს კონკრეტულ ძვლებს და მოსწავლეებს უჩვენებს  და მათ მდებარეობას და დანიშნულებას. მასწავლებელი ამ ფაზაში თავისან მოუხმობს სსსმ მოსწავლეს და ჩონჩხზე აპოვნინებს ძვლებს მოსწავლეებისათვის საჩვენებლად.
 ხანგრძლივობა: 8  წუთი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.

აქტივობა №4  ჯგუფური მუშაობა.
აქტივობის მიზანი: ტექსტზე მუშაობით საკითხის არსში წვდომა.
აქტივობის აღწერა: კლასი იყოფა 5 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება. ტექსტის მიხედვით შეასრულონ დავალება-უპასუხონ კითხვებს, იმსჯელონ და მოახდინონ თავიანთი ნაშრომის პრეზენტაცია.მასწავლებელი უთითებს პარაგრაფის ნომერს   და  ურიგებს თითოეულ ჯგუფს ბარათებს შეკითხვებით,
( განხვავებულ კითხვას თითოეული ჯგუფისათვის.)
დავალება თითოეული ჯგუფისათვის:
 I ჯგუფი-რა არის  ძვლოვანი სისტემის ძირითადი ფუნქციები?
IIჯგუფი-რომელი ძვლებით არის წარმოდგენილი ხერხემალი და გულმკერდის ღრუ?
III ჯგუფი-წარმოადგინეთ ზედა კიდურის ჩონჩხი და ისაუბრეთ მის ფუნქციაზე
IVჯგუფი -წარმოადგინეთ ქვედა კიდურის ჩონჩხი და ისაუბრეთ მის ფუნქციაზე
V ჯგუფი-წარმოადგინეთ თავის ქალას ძვლები და მათი ფუნქცია
შეკითხვა სსსმ მოსწავლისათვის:ჩამოწერე და ჩამოთვალე ძვლების სახელწოდებები. მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის დროს უახლოვდება ჯგუფებს, აკვირდება  და უსმენს თითოეული ჯგუფის მუშაობას, და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მითითებებს, შემდეგ უახლოვდება  იმ ჯგუფს რომელშიც არის სსსმ მოსწავლე და ეხმარება მას , ხმადაბლა აძლევს მითითებებს.
პრეზენტაცია წარიმართება დაფასთან ჩონჩხის გამოყენებით. ჯგუფების შეჩევა პრეზენტაციისათვის მოხდება ჩხირების გამოყენებით. სსსმ მოსწავლეს დაევალება ჯგუფების პრეზენტაციის დროის კონტროლი. იმ ჯგუფის პრეზენტაციის ბოლოს სადაც სსსმ მოსწავლეა, სსსმ მოსწავლე  ჩამოთვლის ძვლების სახელწოდებებს და გვაჩვენებს მაკეტზე.

დრო: ტექსტზე მუშაობა 10 წთ
პრეზენტაცია: 2-2 წთ. ჯამში 10 წთ.
ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფური.

აქტივობა №5 გასასვლელი ბილეთი.
მიზანი: გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები ბარათზე წერენ განხილული მასალიდან  რა იცოდნენ, რა იყო ახალი და რა უნდათ რო გაიგონ.
ხანგრძლივობა: 3 წთ
ორგანიზაციის ფორმა- საერთო საკლასო

აქტივობა №6  საშინაო დავალების მიცემა
ხანგრძლივობა:  2წთ;
ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
აქტივობის აღწერა: დაფაზე გადამაქვს შესაბამისი პარაგრაფის და სავარჯიშოების ნომრები გვერდების მითითებით. სავარჯოშოები -თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობით. დასაწერად ესსე  ,, როგორ აიგო გულმკერდის ღრუ“







                                               

                                                 
                                                   










                                                               შეფასების რუბრიკა





კრიტერიუმები
            
                                       მიღწევის დონეები

არადამაკმაყოფილებელი

1


დამაკმაყოფილებელი

2

კარგი
 

      3

ძალიან კარგი
 
       4

ჩართულობა
არ  მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად
 იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი ზოგიერთ აქტივობაში
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში
აქტიურად მონაწლეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს,
ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად
ჯგუფში მუშაობის დროს
იშვიათად თანამშრომლობსჯგუფში მუშაობის დროს  
ხშირად თანამშრომლობს   ჯგუფში მუშაობის დროს
ყოველთვის თანამშრომლობს  ჯგუფში მუშაობის დროს
არგუმენტირებული მსჯელობა
საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად უჭირს არგუმენტების მოყვანა
 საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად იშვიათად მოჰყავს არგუმენტები
 საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად ხშირად მოჰყავს არგუმენტები
 საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად ყოველთვის მოჰყავს არგუმენტები
პრეზენტაციის უნარი

აზრებს ბუნდოვნად აყალიბებს და გადმოსცემს დაბნეულად, გაუგებრად საუბრობს

ნაწილობრივ გასაგებია, განმარტებები არ არის ზუსტი, ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს

  ლოგიკურად არის აგებული, მაგრამ შეინიშნება ხარვეზები . საუბარი გამართულია 

აზრი ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი საკითხი ნათელი და გასაგებია, არაორჭოფული





                                                         
გასასვლელი ბილეთი
მოსწავლის გვარი და სახელი-------------------------
რა ვიცოდი


რა გავიგე


   რა მინდა ვიცოდე


ჩემი განწყობა გაკვეთილის მიმართ (შემოხაზეთ)     





      




























No comments:

Post a Comment