Wednesday, June 13, 2018

ისგ გაკვეთილის გეგმა - ბიოლოგიაში (მოდიფიცირებული ინდ გეგმა)

  

                                               გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:        ეკატერინა ჯვარშეიშვილი
საგანი: ბიოლოგია
კლასი:         X
თემა: გულ-სისხლძარღვთა სისტემა

დრო:            40 წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 26  მოსწავლე.  სსსმ - 1


        გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლე ამოიცნობს სისხლის მიმოქცევის  სისტემის მთავარ ორგანოს - გულს და ყოველ ჯერზე სწორად ასახელებს მის აგებულებას გულის მოდელის დახმარებით  
·         მოსწავლე   აღწერს და ყოველ ჯერზე სწორად ასახელებს გულსისხლძარღვთა სისტემის შემადგენელ ორგანოებს და ფუნქციებს ილუსტრაციის დახმარებით




ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
  ბიოლ.X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა
ორგანიზმისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემის 4 ძირითად კომპონენტს (არე - სისხლი, გამტარი მილები - სისხლძარღვები, ტუმბო - გული, მიმოცვლის უშუალო სეგმენტი - კაპილარები) და თითოეულის მნიშვნელობას ნივთიერებათა ტრანსპორტის პროცესში;
·          ილუსტრაციის გამოყენებით აღწერს სისხლის წითელი უჯრედის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში (მაგ., ერთი ერითროციტის მოძრაობა აორტიდან მარცხენა პარკუჭამდე);


საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლემ იცის სისხლის მიმოქცევის სისტემის  ძირითადი კომპონენტები (არე - სისხლი, გამტარი მილები - სისხლძარღვები,   მიმოცვლის უშუალო სეგმენტი - კაპილარები) და თითოეულის მნიშვნელობა  ნივთიერებათა ტრანსპორტის პროცესში;
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი (კომენტარი, გასასვლელი ბილეთი აქტ.N5. შუქნიშანი აქტ. N3. აქტ.N4. ცერების მეთოდი) და  განმსაზღვრელი  შეფასება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება.


სასწავლო მასალა და რესურსები: X კლასის სახელმძღვანელო. ავტორი:
მ. სეხნიაშვილი,მ. მაყაშვილი,მ.ჯალიაშვილი . გამომც. ,,კლიო“.  გულის მოდელი, სისხლის მიმოქცევის სისტემის ილუსტრაცია, ცარცი, დაფა, თაბახის ფურცლები,  წინასწარ მომზადებული ტექსტი  და  შეკითხვების ბარათები ჯგუფური მუშაობისათვის. ფერადი ბარათები ,, შუქნიშანისთვის“ და ჩხირები




 აქტივობა #1 მოსწავლეთა აღრიცხვა
დრო: 2 წთ
აქტივობა №2  ,,მოლოდინების განსაზღვრა“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხვების საშუალებით მოახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას სისხლის მიმოქცევის სისტემის სამი კომპონენტის შესახებ       ( სისხლი, სისხლძარღვი და კაპილარი) მათი შედგენილობა, აგებულება და ფუნქციები
 ხანგრძლივობა: 5 წუთი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.

 აქტივობა №3 მინი ლექცია.
აქტივობის მიზანი: ცოდნის კონსტრუირება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი საუბრობს გულის აგებულებისა და ფუნქციის შესახებ. საილუსტრაციოდ იყენებს გულის მოდელს, ასევე ილუსტრაციის გამოყენებით ასახელებს და აღწერს სისხლის მიმოქცევის წრეების გზას და  დანიშნულებას. აღწერს ,რომ ადამიანის გული შედგება 4 ნაწილისგან, ორი წინაგული და ორი პარკუჭი. ტაბულაზე უჩვენებ წინა გულებსა და პარკუჭებს, ჩვენებ მათგან გამომავალ არტერიებს უხსნი, რომ წინა გულებსა და პარკუჭებს შორის არის კარიანი სარქველები, რომლებიც იხსნება პარკუჭის მიმართულებით, ხოლო პარკუჭებსა და მისგან გამომავალ არტერიებს შორის არის ნამგლისებრი სარქველები და რომ სარქველები უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას ერთი მიმართულებით.
 მასწავლებელი ასახელებ სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების გზებს დიდი წრემარცხენა პარკუჭიდან აორტის, არტერიების, კაპილარების და ვენების გავლით მარჯვენა წინა გულამდე; მცირე წრემარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიის, კაპილარების და ვენების გავლით მარცხენა წინა გულამდე. ლექციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი უხმობს სსსმ მოსწავლეს და თხოვს ილუსტრაციაზე მოსწავლეებს აჩვენოს გულსისხლძარღვთა ორგანოები: გული და სისხლძარღვები: არტერიები, ვენები და კაპილარები.
 ხანგრძლივობა:8 წუთი
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.

აქტივობა №4  ჯგუფური მუშაობა.
აქტივობის მიზანი: ტექსტზე მუშაობით საკითხის არსში წვდომა.
აქტივობის აღწერა: კლასი იყოფა 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება. ტექსტის მიხედვით შეასრულონ დავალება-უპასუხონ კითხვებს, იმსჯელონ და მოახდინონ თავიანთი ნაშრომის პრეზენტაცია. მასწავლებელი ურიგებს თაბახის ფურცელზე წინასწარ დაქსეროქსებულ ტექსტს და  ბარათებს შეკითხვებით,
თითოეულ ბარათზე განსხვავებული შეკითხვებით. 4 განსხვავებული ბარათი,
4 განსხვავებული დავალებით . ერთ- ერთ ბარათში იქნება დამატებითი შეკითხვა სსსმ მოსწავლისათვის, რომელიც  იმ ჯგუფს შეხვდება , რომელ ჯგუფშიც მოხვდება ეს მოსწავლე.
დავალება ჯგუფებისათვის:
I ჯგუფი-აღწერეთ გულიდა მისი აგებულება(კედელი, განყოფილებები და სარქველები)ისაუბრეთ მის დანიშნულებაზე და  წარმოადგინეთ სქემის სახით
II ჯგუფი - დაასახელეთ სისხლის მიმოქცევის წრეები , აღწერეთ მისი მოძრაობის მიმართულება, დანიშნულება, სიჩქარე და წარმოადგინეთ სქემის ან ჩანახატის  სახით.
III ჯგუფი - სქემის სახით წარმოგვიდგინეთ გულის მუშაობის  ციკლი (სისტოლა, დიასტოლა, სარქველების მდგომარეობა და სისხლის მოძრაობის მიმართულება)
IV ჯგუფი - აღწერეთ სისხლძარღვები მათი აგებულება და გაგვინმარტეთ რა უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის სისტემაში სისხლის ერთი მიმართულებით მოძრაობას?



შეკითხვა სსსმ მოსწავლისათვის: სად მდებარეობს გული, რომელ მხარეს მდებარეობს და რა ზომისაა იგი.
მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის დროს უახლოვდება ჯგუფებს, აკვირდება  და უსმენს თითოეული ჯგუფის მუშაობას, და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მითითებებს, შემდეგ უახლოვდება  იმ ჯგუფს რომელშიც არის სსსმ მოსწავლე და ეხმარება მას , ხმადაბლა აძლევს მითითებებს.
პრეზენტაცია წარიმართება დაფასთან ილუსტრაციისა და გულის მოდელის გამოყენებით. მეწყვილე ჯგუფები (რომლებთაც მსგავსი ბარათები შეხვდათ) შეაფასებენ საკითხის სისრულეს და საჭიროების შემთხვევაში განავრცობენ და დააზუსტებენ დავალებას. ჯგუფების შეჩევა პრეზენტაციისათვის მოხდება ჩხირების გამოყენებით. სსსმ მოსწავლეს დაევალება ჯგუფების პრეზენტაციის დროის კონტროლი.
დრო: ტექსტზე მუშაობა 10 წთ
პრეზენტაცია: 2,5-2,5 წთ. ჯამში 10 წთ.
ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფური.

აქტივობა №5  გასასვლელი ბილეთი.
მიზანი: გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები ბარათზე წერენ განხილული მასალიდან რომელი საკითხი იყო მათთვის სიახლე, რა დარჩა მათთვის ბუნდოვანი ან გაუგებარი.
ხანგრძლივობა: 3 წთ
ორგანიზაციის ფორმა- საერთო საკლასო

აქტივობა №6  საშინაო დავალების მიცემა
ხანგრძლივობა:  2წთ;
ორგანიზების ფორმა - საერთო საკლასო
აქტივობის აღწერა: დაფაზე გადამაქვს შესაბამისი პარაგრაფის და სავარჯიშოების ნომრები გვერდების მითითებით. სავარჯოშოები -თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობით. დაწერონ მოკლე ესსე,, გული- ტუმბო“

                                             შეფასების რუბრიკა





კრიტერიუმები
            
                                       მიღწევის დონეები

არადამაკმაყოფილებელი

1


დამაკმაყოფილებელი

2

კარგი
 

      3

ძალიან კარგი
 
       4

ჩართულობა
არ  მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად
 იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი ზოგიერთ აქტივობაში
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში
აქტიურად მონაწლეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს,
ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად
ჯგუფში მუშაობის დროს
იშვიათად თანამშრომლობსჯგუფში მუშაობის დროს  
ხშირად თანამშრომლობს   ჯგუფში მუშაობის დროს
ყოველთვის თანამშრომლობს  ჯგუფში მუშაობის დროს
არგუმენტირებული მსჯელობა
საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად უჭირს არგუმენტების მოყვანა
 საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად იშვიათად მოჰყავს არგუმენტები
 საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად ხშირად მოჰყავს არგუმენტები
 საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად ყოველთვის მოჰყავს არგუმენტები
პრეზენტაციის უნარი

აზრებს ბუნდოვნად აყალიბებს და გადმოსცემს დაბნეულად, გაუგებრად საუბრობს

ნაწილობრივ გასაგებია, განმარტებები არ არის ზუსტი, ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს

  ლოგიკურად არის აგებული, მაგრამ შეინიშნება ხარვეზები . საუბარი გამართულია 

აზრი ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი საკითხი ნათელი და გასაგებია, არაორჭოფული





                                                         
გასასვლელი ბილეთი

მოსწავლის გვარი და სახელი-------------------------

რა იყო სიახლე


რა იყო ბუნდოვანი და გაუგებარი


   რა მინდა ვიცოდე


ჩემი განწყობა გაკვეთილის მიმართ (შემოხაზეთ)     



      




























No comments:

Post a Comment