საბუნებისმეტყველო კათედრის
სხდომის ოქმი №2
სსიპ ქ.თბილისის N24-ე საჯარო სკოლა
8.11.2022 წ. სხდომის დაწყების დრო: 14:00 სთ
სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის თავმჯდომარე: 1) ეკატერინა ჯვარშეიშვილი (ბიოლოგი)
წევრები-
2) მელქაძე თეა
3) მიქელაძე მარინა
4) ილაური ლალი
5) ქოქიაშვილი ლიანა (ქიმია)
6) ბროლაძე ეთერი
7) გოგორელიანი ნინო
8) ნადარაია ხატია (ფიზიკა)
9) უთურაშვილი გიორგი
სხდომა გახსნა კათედრის თაბმჯდომარემ: ე.ჯვარშეიშვილმა მან დამსწრე
საზოგადოებას გააცნო დღის
წესრიგი და მიმართა, ხომ
არ სურდათ დღის
წესრიგში რაიმე
საკითხის დამატება.
კენჭი ეყარა
წინადადებას დღის წესრიგის
დამტკიცების შესახებ:
მომხრე- 9 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის
წესრიგი წარმოდგენილი სახით.
დღის წესრიგი:
1. ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;
2. პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა;
საკითხი N1: ეროვნული ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე : ე.ჯვარშეიშვილი
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო
დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი. მან
კათედრის წევრებს შეახსენა,
რომ აუცილებელია დაიწყოს
მოსწავლეების აქტიური მზადება
ეროვნული ოლიმპიადებისათვის. ე. ჯვარშეიშვილმა აღნიშნა,
რომ ოლიმპიადების მიზანია
სწავლისადმი მოსავლეთა
ინტერესების გაღვიძება, ნიჭიერი
მოსწავლეების გამოვლენა და
მათი წახალისება, რაც
მნიშვნელოვანია არა მარტო
მოსწავლეებისთვის, არამედ სკოლისთვისაც.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს:ე.ბროლაძემ, ლ ქოქიაშვილმა აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და წარმატება წინა სასწავლო წლებში.
მათი აზრით, საჭიროა,
მასწავლებლებმა მაქსიმალურად შეუწყონ
ხელი მოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის სათანადოდ მომზადებაში, რათა კიდევ უფრო
დიდი წარმატებები იქნეს
მიღწეული.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე
საზოგადოებას კენჭი ეყარათ
აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე -9
წინააღმდეგი 0
კენჭისყრის შედეგად
კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს
მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეროვნული ოლიმპიადებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
საკითხი N2. პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა;
მომხსენებელი: კათედრის
თავმჯდომარე : ე. ჯვარშეიშვილი
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში მასწავლებლებს ევალებათ სავალდებულო გაკვეთილების ჩატარება - უფროს მასწავლებელს ევალება 3 გაკვეტილის, ხოლო წამყვან მასწავლებელს - 2 სავალდებულო გაკვეთილის ჩატარება, რომელსაც შეაფასებს ხარისხის ჯგუფის წევრი ან წევრები
ე. ჯვარშეიშვილმა კათედრის წევრებს
შეახსენა, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უაღრესად
მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანად
სკოლის განვითარებისათვის, ისე
თითოეული გაკვეთილის პროდუქტიულობის ასამაღლებლად და მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.
აზრი
გამოთქვა: თ. მელქაძემ და აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა ხელს უწყობს სწალა/სწავლების ხარისხის
ამაღლებას და ზოგადი
განათლების სფეროში არსებული
პრობლემების გადაჭრას. იგი
ემსახურება თითოეული მასწავლებლისათვის მოტივაციის ამაღლებასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დანერგვას. მან
კიდევ ერთხელ ხაზი
გაუსვა იმას, რომ
ეს არის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი საშუალება.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრი წევრებს
მოუწოდა კენჭი ეყარათ
აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 9
წინააღმდეგი 0
კენჭისყრის შედეგად
კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს
მიღებული ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის
დასრულების დრო: 15:00
სთ
კათედრის თავმჯდომარე: / ე. ჯვარშეიშვილი /
მდივანი: /
თ. მელქაძე /
No comments:
Post a Comment