Thursday, July 6, 2023

 

          საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომი ოქმი N3

  ქალაქ თბილისის  24-ე საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო  კათედრა

შეხვედრა-3

თარიღი--10 იანვარი  

სხდომის დაწყების დრო  -12:00 სთ

კათედრის თავმჯდომარე:  ეკა ჯვარშეიშვილი

მდივანი:    თეა მელქაძე

მონაწილეები:  საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე -

1)     ეკატერინა ჯვარშეიშვილი (ბიოლოგი)

წევრები-

2) მელქაძე თეა

3) მიქელაძე მარინა

4) ილაური ლალი

5) ქოქიაშვილი ლიანა (ქიმია)

6) ბროლაძე ეთერი

7) გოგორელიანი ნინო

8) ნადარაია ხატია (ფიზიკა)

9) უთურაშვილი გიორგი

   განსახილველი საკითხები:  2022/23 სასწ/წლის II  სემესტრის სამოქმედო გეგმის განხილვა და განსაზღვრა

O პირველი სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;          O სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;

O საგნების მიხედვით კომპლექსური დავალებების   განხილვა

O II სემესტრის სამუშაო გეგმის დამტკიცება; შემაჯამებელი დავალებებისა და კომპლექსური დავალებების რაოდენობისა და თარიღების განსაზღვრა 

კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:

მომხრე :9

წინააღმდეგი: 0

საკითხი N1. პირველი სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა; 

მომხსენებელი: სსიპ ქალაქ თბილისის N24-ე საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მენიერებების კათედრის თავმჯდომარე: ეკან ჯვარშეიშვილი

 მოისმინეს:  ქალბატონმა ეკა ჯვარშეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ. დეტალურად ისაუბრა პირველ სემესტრში კლასების მიხედვით მოსწავლეთა შეფასებებზე, რეიტინგულ სისტემაზე, გაცდენებზე.  მან აღნიშნა, რომ მიმდინარე სემესტრში საკლასო სამუშაოებისა და ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა საშუალოზე მაღალი და კარგი შედეგები, რაც მასწავლებლების მუშაობის კარგი ხარისხის მაჩვენებელია.  

 ქალბატონმა  ეკა ჯვარშეიშვილმა  აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან კარგია  და მასწავლებელთა დაუღალავი შრომის შედეგად მოსწავლეები კიდევ უკეთეს შედეგს აჩვენებენ მომავალში. სასურველი იქნება II სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, პროექტები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან სსიპ ქალაქ თბილისის  N 24-ე  საჯარო სკოლის მოსწავლეები. პირველ სემესტრში განხორციელებულ პროექტებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. მან ისაუბრა იმ დადებით გავლენაზე, რომელიც კლასგარეშე აქტივობებს აქვს მოსწავლეთა მოსწრებაზე. ასევე აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N 24-ე საჯარო სკოლის პრიორიტეტია სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზარდოს პროექტული აქტივობების ხვედრითი წილი, რათა შესაძლებელი გახდეს ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება. აქვე აღინიშნა, რომ კათედრის მუშაობაში, წინა წლებთან შედარებით, პროგრესიც შეინიშნება. ქალბატონმა ეკა ჯვარშეიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება თითოეული საგნისათვის. მისაღები ფორმაა ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.

 აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ბიოლოგიის მასწავლებელმა -თეა მელქაძემ რომელმაც აღნიშნა მოსწავლეთა მონდომება და დაინტერესება სხვადასხვა პროექტებისადმი. ასევე, აღნიშნა, რომ გვაყავს ოლიმპიადის მეორე ტური დაგასული მოსწავლეები ბიოლოგიაში - მე-11 კლასის მოსწავლე თეიმურაზ თოფურიძე (დამრიგებელი- მაყვალა სილაგაძე პედაგოგი- ე. ჯვარშეიშვილი), ქიმიაში- მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ქაჩავა (დამრიგებელი და პედაგოგი -  ეთერ ბროლაძე).ეროვნული ოლიმპიადის შედეგები, კათედრის წევრებმა დადებითად შეაფასეს მთლიანად პირველ სემესტრში გაწეული მუშაობა.

კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მეორე სემესტრიდან, ცალკეული საგნების შესაბამისად, კათედრის მიერ დაიგეგმოს სხვადასხვა პროექტები. მასწავლებლებს დაეკისროთ სხვადახვა პროექტების განხორციელების ვალდებულება.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე : 9

წინააღმდეგი :0

 კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა: ცნობად იქნეს მიღებული პირველი სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგები

 საკითხი N2. 2022-2023 სასწავლო წლის I სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

 მომხსენებელი: სსიპ ქალაქ თბილისის N  24-ე საჯარო სკოლის  საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარე -  ეკა ჯვარშეიშვილი

 მოისმინეს:  ქალბატონმა   ეკა ჯვარშეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა შესრულებული დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული ნამუშევარის რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. სა ბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

 აღნიშნულ საკითხზე  აზრი გამოთქვეს:  ქიმიის მასწავლებელმა  ლია ქოქიაშილმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი ეხმარება მასწავლებელს გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები. რა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები და ა.შ.

 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი დავალებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდეგი სამუშაო პროცესის განმავლობაში მუშაობისას.

 კენჭისყრის შედეგები:

მომხრე :9 

წინააღმდეგი :0

 კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

 ცნობად იქნას მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის  N 24-ე. საჯარო სკოლის მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.

 საკითხი Nსაგნების მიხედვით კომპლექსური დავალებების   განხილვა

 მომხსენებელი: სსიპ ქალაქ თბილისის N  24-ე საჯარო სკოლის  საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარე -  ეკა ჯვარშეიშვილი

 მოისმინეს:  ქალბატონმა   ეკა ჯვარშეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა იმ საფეხურზე, რომელშიც ის ასწავლის, უნდა ჩაატაროს კომპლექსური დავალებები. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც თავად მოსწავლე ქმნის, დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად : მოძიებას , დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას. ის შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც. კომპლექსური დავალება საშუალებას იძლევა წარმოვაჩინოთ და შევაფასოთ მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარები. კათედრის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა კლასებში მათ მიერ ჩატარებული კომპლექსური დავალებები და ისაუბრეს კომპლექსური დავალების დადებით და ძლიერ მხარეებზე.

 

საკითხი N4.  II სემესტრის სამუშაო გეგმის შემუშავება/დამტკიცება. შემაჯამებელი დავალებებისა და კომპლექსური დავალებების რაოდენობისა და თარიღების განსაზღვრა 

 

მომხსენებელი: სსიპ ქალაქ თბილისის N 24-ე  საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე:  ეკა ჯვარშეიშვილი

მოისმინეს: ქ-ნ ეკა ჯვარშეიშვილის ინფორმაცია კათედრის სამუშაო გეგმის შესახებ. სამუშაო გეგმაში გათვალისწინებულია სხდომა სასწავლო წლის დასრულებისას.

სხდომაზე შემუშავდა კათედრის სამუშაო გეგმა, სადაც ჩამოთვლილია კათედრის სხდომების სავარაუდო დღის წესრიგი. განისაზღვრა ესგ -ით განსაზღვრული  შემაჯამებელი დავალებებისა და კომპლექსური დავალებების რაოდენობისა და  განისაზღვრა  სავარაუდო თარიღები, რომელიც ჩატარდება მეორე სემესტრის განმავლობაში.

დაიგეგმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებზე დასწრება. აგრეთვე, დაიგეგმა კათერდაზე ან მის გარეთ -სხვა კათედრებთან ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება.

 კენჭისყრის შედეგები:

მომხრე : 9

წინააღმდეგი : 0

 კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:

 დამტკიცდეს კათედრის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის II სემესტრის სამუშაო გეგმა 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

 დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

 

სხდომის თავმჯდომარე:                               /ეკა ჯვარშეიშვილი/

სხდომის მდივანი:                                          / თეა მელქაძე/

 

                                                    10.01.2023 წ

 

No comments:

Post a Comment