Thursday, July 6, 2023

 

საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომის ოქმი N4

 

ქალაქ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრა  

                                                                                               2022/23 სასწ.წელი

 თარიღი: 16 ივნისი 2023 წელი

 სხდომის დაწყების დრო 12.00 სთ

 კათედრის თავმჯდომარე:  ე.ჯვარშეიშვილი

მდივანი:თ. მელქაძე

 სხდომას ესწრებოდნენ კათედრის წევრები:

 

N

სახელი, გვარი

საგნის დასახელება

1

ეკა ჯვარშეიშვილი

 ბიოლოგია

2

 მარინა მიქელაძე

 ბიოლოგია

3

 თეა მელქაძე

 ბიოლოგია

4

ლალი ილაური

 ბუნებისმეტყველება

5

ეთერ ბროლაძე

 

 ქიმია

6

ნინო გოგრელიანი

 

ქიმია

7

ლიანა ქოქიაშვილი

 ქიმია

8

ხატია ნადარაია

 

ფიზიკა

9

გიორგი უთურაშვილი

 

ფიზიკა

 

 

დღის წესრიგი:

 

1.     მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;

 

2.     2022-2023 სასწავლო წლის II  სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;

3. 2022/23  სასწ/წლის შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზის დოკუმენტის შექმნა

 

კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:

 მომხრე  9

წინააღმდეგი - 0

 საკითხი N1. მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;

 მომხსენებელი: სსიპ თბილისის  24-ე საჯარო სკოლის  საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარე:  ე. ჯვარშეიშვილი

 მოისმინეს:  ე. ჯვარშეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა, 2022-23 სასწ/წლის მეორე სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ. მან საგნების მიხედვით განიხილა თითოეული კლასის მოსწავლეთა მეორე სემესტრის შეფასებები და აღნიშნა, რომ შეიმჩნევა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება, რაც მასწავლებლების ეფექტური საქმიანობის შედეგია. მან იმედი გამოთქვა, რომ მასწავლებლები მომავალ სასწავლო წელსაც განაგრძობენ აქტიურ მუშაობას.

 მან დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ წარმატებით განხორციელდა II სემესტრში დაგეგმილი ღონისძიებები, კლასგარეშე აქტივობები, რომელშიც სსიპ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. კერძოდ,   მოსწავლეები გაწევრიანდნენ და  მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების  ფარგლებში დაარსებულ კლუბ ,,მომავლის ექიმებში“. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მდგრადი განვითარების ფარგლებში  სკოლაში ჩატარებულ კონფერენციაში.

 ქალბატონმა  ე. ჯვარშეიშვილმა ისაუბრა მოსწავლეთა აკადემიური განვითარებისთვის კლასგარეშე აქტივობების მნიშვნელობაზე.

 აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს:  მასწავლებლებმა  ნინო გოგორელიანმა და ხატია ნადარაიიამ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მოსწავლეები აქტიურად და ინტერესით იღებენ მონაწილეობას მსგავს პროექტებში. მეორე სემესტრში განხორციელებულ პროექტებში მოსწავლეთა მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. ქალბატონმა  თ. მელქაძემ  ისაუბრა იმ დადებით გავლენაზე, რომელიც კლასგარეშე აქტივობებს აქვს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

 მასწავლებლებმა დადებითად შეაფასეს მეორე სემესტრში  საბუნებისმეტყველო კათედრის მიერ გაწეული მუშაობა და მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.

 კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  - 9

წინააღმდეგი - 0

 კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა: ცნობად იქნეს მიღებული მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.

საკითხი N2. 2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

 მომხსენებელი: სსიპ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის  საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარე -  ე.ჯვარშეიშვილი

 მოისმინეს: დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა,  ესგ სტანდარტის მიხედვით კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისს ანალიზი. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველების თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი/დავალებების/ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა   იყოს სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება, კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა შესრულებული დავალებები, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული ნამუშევარის         რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა, თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.    საბუნებისმეტყველო  კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა სხვადასხვა კლასებში მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

 კათედრის/სხდომაზე ასევე გამოიკვეთა ისრომ მასწავლებლები ძირითადად კარგად                ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ ჩატარებასთუმცამათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის          შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა და მისი შესაბამისი დავალებების შედგენაშეფასებისა და შემაჯამებელი დავალებების                ანალიზის სქემების შემუშავება.

 მოგეხსენებათ, შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი მიზანი არის დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. თუ შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება, ბავშვი ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოსწავლემ ზოგადად ინტერესი დაკარგოს სწავლის მიმართ.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველი იქნება მასწავლებლებმა უფრო აქტიურად და ინტენსიურად იმუშაონ შემაჯამებელ დავალებებზე. მაგალითად, მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის   შემაჯამებებლი დავალებები,  თითოეული მოსწავლის ნაშრომები მასწავლებელმა დროულად შესწოროს და თითოეულ მოსწავლეს განმარტებები მისცეს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით. შეადგინოს თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობების ჩატარება, სხვადასხვა უნარების გაუმჯობესება, ცოდნის გაღრმავება და ა.შ), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, იმსჯელოს  მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე.

 აღნიშნულ საკითხზე  აზრი გამოთქვა:  მასწავლებელმა -  ხ. ნადარაიამ. მან აღნიშნა, რომ შემაჯამებელი სამუშაოს მრავალფეროვნებასთან ერთად საჭიროა წარმოდგენილი დავალებების რელევანტურობის მონიტორინგი, შეფასებათა ვალიდურობა და საჭიროებებზე ორიენტირება. კონკრეტულად შეფასების კრიტერიუმების დახვეწა.

 კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

 კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  - 9 

წინააღმდეგი - 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

 ცნობად იქნას მიღებული სსიპ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.

 საკითხი N3 2022/23  სასწ/წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების, შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზის დოკუმენტის- პორთფოლიოს შექმნა

მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარე ე. ჯვარშეიშვილმა  დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა,  ახალი ესგ სტანდარტის  შესაბამისად კათედრის ყველა წევრის და მომქმედი მასწავლებლის ვალდებულებაა  წლის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შექმნა და პორთფოლიოში განთავსება  

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

 კენჭისყრის შედეგები:

მომხრე  - 9 

წინააღმდეგი - 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

 ცნობად იქნას მიღებული სსიპ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი  პორფოლიო.

 დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

 სხდომის დასრულების დრო: 13:30

 სხდომის თავმჯდომარე:  ე. ჯვარშეიშვილი

 სხდომის მდივანი:  თ. მელქაძე

 

No comments:

Post a Comment