XII- ე კლასის მშობლებთან შეხვედრის
კრების
ოქმი N3
სსიპ ქალაქ თბილისის 24-ე საჯარო სკოლა
27 იანვარი 2023 წ.
კრებას ესწრებოდა 18 მშობელი .
დღის
წესრიგი:
1. პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების - ნიშნებისა და გაცდენების
გაცნობა
2. მოსწავლეთა ყოფაქცევის შეჯამება
დღის
წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს
მიულოცა ახალი წლის დადგომა და გააცნო მოსწავლეთა მიმდინარე შეფასება და
გაცდენები. მშობლებს დაურიგდათ წინასწარ ამოწერილი I სემესტრის ქულები და მიეწოდა გაცდენების % -ული რაოდენობა საგნების
მიხედვით.
აზრი
გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა
გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ მეორე სემესტრში
ამ პრობლემის გადაჭრის გზები.
დაადგინეს: ყოველ პარასკევს გაგრძელდებოდა მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები
სხვადასხვა საგნების პედაგოგებთან.
დღის
წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:
კლასის
ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აქტიურმა კონტროლმა და საუბრებმა ნამდვილად
გამოიღო შედეგი, მოსწავლთა ქცევასთან დაკავშირებით. საგრძნობლად იყო შემცირებული
შენიშვნები მასწავლებელთა მხრიდან და თითქმის აღარ ფიქსირდებოდა გაკვეთილების
თვითნებურად მიტოვება.
აზრი
გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა
გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა გაგრძელებულიყო
მოსწავლეებთან საუბარი და მათი კონტროლი.
დაადგინეს: გაგრძელდებოდა მოსწავლეებთან საუბარი და მათი კონტროლი.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად
გამოცხადდა.
No comments:
Post a Comment