XII-ე კლასის
მშობლებთან შეხვედრის
კრების ოქმი N2
სსიპ ქალაქ თბილისის 24 საჯარო სკოლა
16 დეკემბერი 2022წ.
კრებას ესწრებოდა 17 მშობელი.
დღის
წესრიგი:
1. მიმდინარე ნიშნებისა და გაცდენების გაცნობა
2. მოსწავლეთა ყოფაქცევა
დღის წესრიგის პირველ საკითხთან
დაკავშირებით მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს
გააცნო მოსწავლეთა მიმდინარე შეფასება და გაცდენები. მშობლებს დაურიგდათ წინასწარ ამოწერილი
ნიშნები და გაცდენები საგნების მიხედვით.
ისაუბრა მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრების ძლიერ და სუსტ მხარეებზე, იმ უნარ-ჩვევებზე რომლებსაც კარგად ფლობენ ან
ვერ ფლობენ.
აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები.
ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები.
დაადგინეს: სკოლის შინაგანაწესის
მიხედვით კვირაში
გამოვყავით ერთი დღე, პარასკევი, როდესაც დაინტერესებულ მშობელს შეეძლება მოსვლა
დასაუბარი სხვადასხვა მასწავლებლებთან.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით
მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა,
რომ ამ სასწავლო წელს შეიმჩნეოდა მოსწავლეთა ყოფაქცევის მკვეთრი ცვლილება.
გამოსწორდა დისციპლინა,მაგრამ აკადემიური მოსწრება კვლავ სავალალო მდგომარეობაში
რჩებოდა
აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები.
ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები.
დაადგინეს: მოხდებოდა მოსწავლეებთან საუბარი, სადამრიგებლო საათში ცვლილების
შეტანა და ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა და მუდმივი კონტროლი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.
No comments:
Post a Comment