Saturday, July 8, 2023

 

XII-ე კლასის მშობლებთან შეხვედრის

კრების ოქმი N1

 

სსიპ ქალაქ თბილისის 24-ე საჯარო სკოლა                                      23 სექტემბერი 2022 წ.

 

კრებას ესწრებოდა 21 მშობელი.

 

დღის წესრიგი:             

1.      სახელმძღვანელოების  მოვლა– პატრონობა

2.    მშობელთა აქტივის არჩევა

 

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    

კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს გააცნო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დასადები ხელშეკრულება, მხარეთა შორის უფლება–მოვალეობები.   ასევე მოვლის და შეფასების წესები. მშობლებს განემარტათ, რომ სახელმძღვანელოები მათ გადაეცემათ დროებით სარგებლობაში  და ყურადღებით უნდა იყვნენ რათა წიგნები იყოს ვარგისი მომავალი სასწავლო წლისთვის.

 

დაადგინეს:  გაფორმდა ხელშეკრულება მშობლებსა და სკოლას შორის.

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    

 

კლასის დამრიგებლის მოხსენება, რომელმაც აღნიშნა, რომ კლასში მუშაობისთვის, ურთიერთობისთვის და დახმარებისთვის საჭიროა მშობელთა კომიტეტის არჩევა.

 

აზრი გამოთქვა:  თამუნა საღარეიშვილმა დაასახელა  ინგა შარაშენიძის  კანდიდატურა.

ცისანა მაისურაძემ დაასახელა  თამუნა ნარინდოშვილის კანდიდატურა. ხათუნა ფალიაშილმა დაასახელა  ირმა ღვანიძის  კანდიდატურა.

 

აღნიშნულ კანდიდატურებს ეყარა კენჭი.

 

კენჭისყრის შედეგები

 

მომხრე:    18

წინააღმდეგი:   0

თავი შეიკავა:   0

 

დაადგინეს: მშობელთა კრებაზე აქტივის წევრებად არჩეულნი იქნენ დასახელებული მშობლები;

1.      ინგა შარაშენიძე

2.      ირმა ღვანიძე

    

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით კრება დახურულად გამოცხადდა.

No comments:

Post a Comment