Sunday, March 18, 2018
Saturday, March 17, 2018
მას... მიყვარხართ!
ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა ჩემმა სადამრიგებლოს მოსწავლემ მორცხვად გამომიწოდა რგოლად დახვეული სახატავი ფურცელი და ხმადაბლა წაიჩურჩულა მას მიყვარხართო. ამ სურათზე გამოსახულია მოსწავლეები დარგოლილი ფორმატებით ,
ქოთნის ყვავილებით, რაც ალბათ ჩემს გაკვეთილთან ასოცირდება, მე ხომ ხშირად ვავალებ იმუშაონ პროექტებზე და რაც ჩემთვის ყველაზე გასახარია ყველა მოსწავლის სახე ღიმილიანი და ბედნიერია, რაც ალბათ მათ განწყობას გამოსახავს ჩემი გაკვეთილის მიმართ.
რა არის პედაგოგის ყველაზე დიდი სიხარული? - მოსწავლეთა განწყობა!
და სწორედ ეს მაბედნიერებს!
ქოთნის ყვავილებით, რაც ალბათ ჩემს გაკვეთილთან ასოცირდება, მე ხომ ხშირად ვავალებ იმუშაონ პროექტებზე და რაც ჩემთვის ყველაზე გასახარია ყველა მოსწავლის სახე ღიმილიანი და ბედნიერია, რაც ალბათ მათ განწყობას გამოსახავს ჩემი გაკვეთილის მიმართ.
რა არის პედაგოგის ყველაზე დიდი სიხარული? - მოსწავლეთა განწყობა!
და სწორედ ეს მაბედნიერებს!
Friday, March 16, 2018
მილიონში ერთი: ტყუპები, რომლებიც კანის ფერით განსხვავდებიან -NATIONAL GEOGRAFHIC
იმდენად საინტერესო და უცნაური მოვლენაა ჩავთვალე , რომ ბლოგზე გამეზიარებინა და ჩემი ბლოგის მკითხველისათვის გამეცნო ეს იშვიათი მოვლენა, რასაც ორი განსხვავებული კანის ფერის გამოვლენა ქვია ტყუპების შემთხვევაში.
11 წლის მარსია და მილი ბიგსები, როგორც სხვა დები, გიჟდებიან ჰიპჰოპზე და ერთმანეთზე – უბრალოდ ისინი უცნობებს, ყოველთვის საუკეთესო მეგობრები ჰგონიათ და არა ტყუპები.
ეს კი იმის გამო, რომ მარსიას ღია ფერის კანი, დიდი ლურჯი თვალები და ქერა ხვეული თმა აქვს, ხოლო მის ტყუპისცალ მილის მუქი ფერის კანი, ყავისფერი თვალები აქვს და მარსიასნაირი თმა, უბრალოდ – შავი.
“ხანდახან, ხალხი არ გვიჯერებს რომ ტყუპები ვართ. ჰქონიათ, რომ ვიტყუებით”, – თქვა მარსიამ “დილა მშვიდობისა ამერიკასთან”.
როგორც ტყუპების მშობლები ამბობენ, დაბადებისას გოგონები აბსოლუტურად იდენტურები იყვნენ, 10 თვის ასაკში კი დებში ცვლილება შენიშნეს.
“პირველად მილის შევნიშნე ცვლილება. ის უფრო და უფრო მუქი ხდებოდა”, – აცხადებს გოგონას მამა მაიკლი, რომელიც წარმოშობით იამაიკიდანაა და მუქი ფერის თმა და კანი აქვს.
არაიდენტური ტყუპები სხვადასხვა სპერმატოზოიდით განაყოფიერებული ორი კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონების შედეგია. გენეტიკური სახეცვლილების შედეგად, მილიში მამის გენმა იმძლავრა, ხოლო მარსიაში – დედის.
“მილი უფრო ბიჭურია, მას ლურჯი ფერი და სპორტი იტაცებს, ხოლო მარსია ნამდვილი პრინცესაა, ვარდისფერი უყვარს და ძვირფასი ნივთები”, – ამბობს ტყუპების დედა ამანდა, რომელიც გოგონებს “მილიონში ერთ სასწაულს” უწოდებს.
იშვიათი ტყუპებით დაინტერესდა National Geographic. ისინი აპრილის ნომრის გარეკანისთვის გადაიღეს.
“შავი და თეთრი – ტყუპები რომლებიც გვაიძულებენ, გადავხედოთ ყველაფერს რასის შესახებ” – სწორედ ასეთი სათაურით გამოვა ისტორია მათ შესახებ.
“რასიზმი არის, როდესაც ვიღაც შენ ფერს უყურებს და აფასებს და არა შენ”, – ამბობს მილი და დასძენს: “მე მირჩევნია განსხვავებული ვიყო, არ არის აუცილებელი ყოველთვის მასაში გაერიო და არ გამოირჩეოდე. ჯობია შენ იყო შენ”.
გოგონები ამაყობენ იმით, რომ მათ სახეებს მთელი მსოფლიო ნახავს.
“ვამაყობ ჩვენი თავით. ყველა ვერ მოხვდება ჟურნალის გარეკანზე. ეს თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებს”, – ამბობს მარსია.
“ისინი ასეთები არიან. ისინი უბრალოდ რაღაცეებს შავ-თეთრად არ ხედავენ”, – ამბობს გოგონების მამა.
და, ვფიქრობ ისინი განსაკუთრებულები არიან არა იმიტომ რომ უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენენ, არამედ იმირომ, რომ ისინი ისტორიაში შევლენ , როგორც უდიდესი მესიჯი მსოფლიოს - რასიზმი არ არსებობს.
და, ვფიქრობ ისინი განსაკუთრებულები არიან არა იმიტომ რომ უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენენ, არამედ იმირომ, რომ ისინი ისტორიაში შევლენ , როგორც უდიდესი მესიჯი მსოფლიოს - რასიზმი არ არსებობს.
ბიოლოგიური ტერმინები
ბიოლოგიური ტერმინები
ზოგადი
- სიცოცხლე, სახეობა,
ბიოლოგია, ბიოლოგიის ისტორია.
ეკოლოგია - ბიომასა, კვებითი ჯაჭვი, ჰაბიტატი, გაიას თეორია.
კონსერვაცია - ბიომრავალფეროვნება, ბიომრავალფეროვნების ცხელი
წერტილი, ნაკრძალი, გარემოს დაბინძურება, ინვაზიური სახეობა, თესლების ბანკი,
გარემოსდაცვითი ეკონომიკა
ევოლუცია - ბუნებრივი გადარჩევა, გენების დრეიფი,
სქესობრივი გადარჩევა, სახეობათა წარმოქმნა, მუტაცია, გენების დინება, სიცოცხლის
წარმოშობა, პალეონტოლოგია.
სიცოცხლის ხე -
ცხოველები, მცენარეები, სოკოები, პროტისტები, ბაქტერიები, პროკარიოტები,
ეუკარიოტები, მწერები, ნემატოდები.
განვითარება
- ქსოვილები, განაყოფიერება,
ემბრიოგენეზი, გასტრულაცია, ნეირულაცია, ორგანოგენეზი, დიფერენციაცია,
მორფოგენეზი, მეტამორფოზი, ონტოგენეზი.
ბიოლოგია - ბიოლოგიის მიმართულებები
ბიოლოგია - ბიოლოგიის მიმართულებები
ბიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ექსპერიმენტი. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.
კვლევის
ობიექტების უჩვეულო სირთულისა და მრავალფეროვნების გამო ბიოლოგია მეცნიერების
ძალიან ფართო და განტოტვილ დარგად იქცა. თანამედროვე
ბიოლოგიაში აღმოცენდა მრავალი სპეციალიზებული მიმართულება, რომელთა
წარმომადგენლები ცდილობენ უფრო ღრმად შეისწავლონ გარკვეული ბიოსისტემა, მისი
აგებულება და ფუნქცია.
ბიოლოგიის
მიმართულებები
დასახელება
|
შესწავლის საგანი
|
ანატომია
|
ორგანიზმთა შინაგანი აგებულება, ორგანოების
აგებულება
|
ანთროპოლოგია
|
ადამიანი
|
არაქნოლოგია
|
ობობასნაირები
|
ბაქტერიოლოგია
|
ბაქტერიები
|
ბიოფიზიკა
|
ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ფიზიკური და
ფიზიკურ-ქიმიური პროცესები
|
ბიოქიმია
|
ქიმიური პროცესები, რომლებიც საფუძვლად უდევს
ორგანიზმის ცხოველქმედებას
|
ბიოცენოლოგია
|
ორგანიზაციის ბიოცენოზური დონე
|
ბოტანიკა
|
მცენარეები
|
გენეტიკა
|
ორგანიზმების მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა
|
ეკოლოგია
|
ორგანიზმთა ურთიერთობა ერთმანეთთან და
გარემომცველ გარემოსთან
|
ემბრიოლოგია
|
ორგანიზმთა ჩანასახოვანი განვითარება
|
ენტომოლოგია
|
მწერები
|
ვირუსოლოგია
|
ვირუსები
|
ზოოლოგია
|
ცხოველები
|
თერიოლოგია
|
ძუძუმწოვრები
|
იხტიოლოგია
|
თევზები
|
მიკოლოგია
|
სოკოები
|
მიკრობიოლოგია
|
პროკარიოტები
|
მოლეკულური
ბიოლოგია
|
ორგანიზაციის მოლეკულური დონე
|
მორფოლოგია
|
ორგანიზმის ფორმა და გარეგანი აგებულება
|
ორნითოლოგია
|
ფრინველები
|
პალეონტოლოგია |
წარსული გეოლოგიური პერიოდების განამარხი
ნარჩენები
|
პროტისტოლოგია
|
უმარტივესები
|
სელექცია
|
ორგანიზმთა ახალი ჯიშების შექმნა
|
სისტემატიკა
|
ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია
|
ფიზიოლოგია
|
ცხოველქმედების პროცესები, ორგანიზმისა და მისი
ორგანოების (ქსოვილების) ფუნქცია
|
ქსენობიოლოგია
|
სწავლობს სიცოცხლის ისეთ ფორმებს, რომლებთაც
განსხვავებული მოლეკულური საფუძვლები გააჩნიათ
|
ჰელმინთოლოგია
|
პარაზიტი ჭიები
|
ჰერპეტოლოგია
|
ამფიბიები და ქვეწარმავლები
|
ჰისტოლოგია
|
ორგანიზაციის ქსოვილური დონე
|
Wednesday, March 14, 2018
ისგ გეგმა
ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა
სსსმ მოსწავლე:********************* IX კლასი პედაგოგი:ე.ჯვარშეიშვილი
გრძელვადიანი მიზანი: ცოცხალი სამყარო
ბიოლ.IX.5.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშან-თვისებები.
|
მოკლევადიანი მიზნები:
·
მსჯელობს
ცოცხალი სისტემის ძირითად კრიტერიუმებზე (კვება, მოძრაობა, ზრდა, გამრავლება) და
ასახელებს,რომ მხოლოდ ცოცხალი ფლობს ერთობლივად ამ თვისებებს;
·
მოიპოვებს
მასალას საქართველოში გავრცელებული ენდემური ჯიშების შესახებ ( მაგ.ვაზი, ხორბალი,
ხეხილი ძროხა, ძაღლი)
|
მიზნის შესაბამისი აქტივობები
|
მასალა
|
სად სრულდება აქტივობა(კლასი,
რესურს ოთახი)
|
.)მასალის
მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი(მშობელი, პედაგოგი,სკოლის ფსიქოლოგი და სხვა.)
|
აქტივობის განხორციელებაზე
პასუხისმგებელი პირი
|
|
1
|
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით ასახელებს ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელ სასიცოცხლო
თვისებას: კვებას. განასხვავებს ორგანიზმებს კვების ტიპის მიხედვით; მაგ,
მცენარისმჭამელ, ხორცისმჭამელ და ნაირმჭამელ ორგანიზმებს. ასახელებს მათი
საკვების მოპოვების გზებს
|
IX კლასის სახელმძღვანელო
|
საკლასო
ოთახი
რესურს
ოთახი
|
მასწავლებელი
|
მასწავლებელი,
სპეც
პედაგოგი
|
2
|
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით ასახელებს ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელ
სასიცოცხლო თვისებას: მოძრაობას.
მოსწავლე
ასახელებს ცოცხალი ორგანიზმების მოძრაობის სახეებს. მაგ, მცენარეებში ფოთლების
მობრუნებას მზის მიმართულებით, ხოლო ცხოველებში და ფრინველებში მოძრაობა,
ადგილმდებარეობის შეცვლა ხდება კიდურების დახმარებით, სირბილი, ხტუნვა, ფრენა,
ცურვა და ა. შ.
|
ცხოველთა
ატლასი
IX კლასის სახელმძღვანელო
|
საკლასო
ოთახი
რესურს
ოთახი
|
მასწავლებელი
|
მასწავლებელი,
სპეც
პედაგოგი
|
3
|
მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით ასახელებს ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელ
სასიცოცხლო თვისებებს: ზრდა და გამრავლება.მოსწავლეს მასწავლებლის დახმარებით
შეუძლია ისაუბროს, რომ ორგანიზმის ზრდა დამოკიდებულია კვებაზე და ზრდასრულ
ორგანიზმს შეუძლია გამრავლება, რომელიც გულისხმობს ახალი ორგანიზმის (შვილების)
დაბადებას.
|
IX კლასის სახელმძღვანელო
|
საკლასო
ოთახი
რესურს
ოთახი
|
მასწავლებელი
|
მასწავლებელი,
სპეც
პედაგოგი
|
4
|
მოსწავლეს
მასწავლებლის ინსტრუქციით შეუძლია მოიძიოს ინტერნეტის გამოყენებით ინფორმაცია
საქართველოში გავრცელებული კულტურული ჯიშების
მცენარეების და ცხოველების შესახებ. მაგ, ვაზი, ხორბალი, ძაღლი, ძროხა და ა. შ.
|
კომპიუტერი
|
რესურს
ოთახი
|
მასწავლებელი
|
მასწავლებელი,
სპეც
პედაგოგი
|
Subscribe to:
Posts (Atom)
პროექტები
-
გული და სისხლის მიმოქცევა ს ისხლის მიმოქცევის სისტემას მიეკუთვნება გული და სისხლძარღვე...
-
https://learningapps.org/watch?v=ptj8bhmsn19